ინტეგრირებული გაკვეთილი მეოთხე კლასი
გაკვეთილის ავტორები:
|
ელისო ჯანელიძე
, ნორა მინდიაშვილი, ნაზი საპანაძე
|
სწავლების საფეხური/საგანები;
|
დაწყებითი- ІVკლ.
ბუნებისმეტყველება/მათემატიკა/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
|
გაკვეთილის
თემა
|
შავი ზღვის ფრინველები
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
4
|
მიზნები
|
·
გაეცნობიან და აღწერენ ზღვის ფრინველების ზოგიერთ გარეგნულ
ნიშანს და ქცევას ;
·
ამოკრებენ
მონაცემებს შავი ზღვის ფრინველების სხეულისა და გაშლილი ფრთების ზომების შესახებ.
·
მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამის
სახით.
·
შეისწავლიან
ზღვის ფრინველის(ქოჩორა ყვინთია) დახატვას.
|
წინაპირობები
|
ბუნება
გადამფრენი და მკვიდრი ფრინველები;
მლაშე და მტკნარი წყალი;
თევზის ქვირითი;
მათემატიკა
ცხრილი და სვეტოვანი დიაგრამა.
სახვითიდა გამოყენებითი
ხელოვნება
ხაზის ტიპები;
შედგენილი ფერების მიღება;
|
სტანდარტი
|
ბუნ.IV.2.მოსწავლეს
შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის
ნიშან-თვისებების ადაპტაციური
მნიშვნელობა.
·
აკვირდება
ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს ,რომლებიც
ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში;
·
აღწერს ცხოველთა
ქცევას და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;
მათ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
· ამოკრებს
საჭირო მონაცემებს მოწესრიგებული მონაცემების
შესაფერისი კატეგორიებიდან;
· ირჩევს
მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას და იყენებს მას.
მათ.IV.13. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი
მონაცემების მოწესრიგება.
·
სწორად ავსებს ცხრილს, დიაგრამას.
ს.გ.IV.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
·
იყენებს
სხვადასხვა ტიპის ხაზს და შტრიხს;
ს.გ.IV.3. მოსწავლე აკვირდება
გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,
მათ შორის არსებულ კავშირებს და
შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
·
ასახავს ნამუშევარში
ბუნებაზე დაკვირვების შედეგებს ;
|
გამოყენებული
მეთოდები:
|
·
დაფიქრდი,
დაწყვილდი, გაუზიარე
·
ცნების
რუკის შევსება
·
ტექსტის
დამუშავება-„ნიშანთა დასმით“
·
„სიტყვის
პირამიდა“
·
ცხრილისა
და სვტოვანი დიაგრამის შევსება
·
ზღვის
ფრინველის( ქოჩორა ყვინთია) ხატვა
·
„მე
აღმოვაჩინე, რომ...“
|
აქტივობები
|
1.დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე-
5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს სამუშაო ფურცლებს , თხოვს გაიხსენონ
და დაწერონ სამი რამ ზღვის
ფრინველების შესახებ. შემდეგ დაწყვილდნენ
და გაუზიარონ ერთმანეთს აზრები. წყვილების შეჯერებულ მოსაზრებებს მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე, რომელსაც გადაიტანა „ცნების რუკაზე“
.
ტექსტის დამუშავება-„ნიშანთა
დასმა“ 20 წთ
პედაგოგი ბავშვებს გააცნობს
გაკვეთილის თემას, აუხსნის რომ ტექსტს დაამუშავებენ მეთოდით „ნიშანთა დასმა“. ის ყურადღებას გაამახვილებს სიმბოლოებზე, რომლეთა გამოყენებით უნდა წაიკითხონ
მოსწავლეებმა ტექსტი :
? --- გაუგებარია
+---- ნაცნობია
X ----ახალია
მოსწავლეები
ინდივიდულურად იმუშავებენ ტექსტზე (იხ.დანართი
1).
ბავშვები
მასწავლებელს შუქნიშნის ბარათებით ანიშნებენ ტექსტის წაკითხვის დასრულებას.
მოსწავლეები
ისაუბრებენ რომელი ინფორმაცია იყო მათთვის ნაცნობი, რა იყო ახალი და გასაგები. მათ
მოსაზრებებს მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე , შემდეგ კი გადაიტანს „ცნების რუკაზე“.
ტექსტიდან გამომდინარე ინფორმაციის დაჯგუფება მოხდება შემდეგი თვისებების მიხედვით -თავშესაფარი ზამთარში, საარსებო გარემო, კვება, სახეობები.
გაუგებარი
სიტყვების ასახნელად( სავარაუდოდ-უხერხემლოები, წყალმცენარეები ) მასწავლებელი გამოიყენებს
მეთოდს-„სიტყვის პირამიდა“ ( იხ. დანართი 2).
ცხრილლისა და
სვეტოვანი დიგრამის შევსება 15 წთ
მათემატიკა
მოსწავლები იმუშავებენ წყვილებში
ტექსტიდამ ამოკრებენ ინფორმაციას შავი ზღვის ფრინველების (დიდი კოკონა, ხმელთაშუაზღვის
ქარიშხალა, ჩვამა, ქოჩორა ყვინთია) სხეულისა
და გაშლილი ფრთების სიგრძის შესახებ და შეავსებენ ცხრილს; შემდეგ წარმოადენენ შედეგებს სვეტოვანი დიაგრამის სახით; (იხ დანართი 3).
წყვილიდან თითო წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას.
ქოჩორა ყვინთიას
ხატვა 15 წთ
სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნება
მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს
რესურსს(იხ.დანართი 4). აუხსნის რომ მათი მიზანი არის ზღვის ერთ-ერთი ფრინველის
-ქოჩორა ყვინთიას დახატვა. მოსწავლეებთან ერთად განიხილავს რესურსზე წარმოდგენილი
ნახატის შესრულების ეტაპებს, როგორ უნდა
მოახდინონ ნაბიჯ ნაბიჯ ნახატის შექმნა. მასწავლებელი იმუშავებს დაფაზე, მოსწავლეები
კი ინდივიდუალურად იმუშავებენ სამუშაო ფურცლებზე უბრალო ფანქრით. შემდეგ მოხადენენ
დასრულებული ნახატის გაფერადებას ქოჩორა ყვინთიას სხეულის ფერების მიხედვით.
მასწავლებელი რამოდენიმე მოსწავლეს გააკეთებინებს პრეზენტაციას.
გაკვეთილის
შეჯამება/შეფასება -„მე აღმოვაჩინე , რომ....“
3 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ერთი წინადადებით შეაჯამონ რომელი
ინფორმაცია იყო მათთვის დღეს ახლი და მნიშვნელოვანი.
საშინაო დავალების
დანიშვნა 2წთ
მოიძიეთ ინფორმაცია ზღვის ფრინველის -თოლიას შესახებ. ინფორმაცია წარმოადგინე
შემდეგი თანმიმდევრობით:
1.საცხოვრისი
2. კვება
3. გარეგნობა
|
დრო
|
1.5
წთ
2.20 წთ
3. 15 წთ
4. 15 წთ
5. 3 წთ
6. 2წთ
|
მოსწავლეთა
ორგანიზება
|
მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად და წყვილში;
მასწავლებლები იმუშავებენ მთელ კლასთან;
|
რესურსი
|
წებოვანი ფურცლები
ფორმატის ფურცელი „ცნების რუკისთვის“
საკითხავი მასალა-http://ncp.ge/files/Black-Sea-Box/Teacher-Guide%E2%80%93Part-2.pdf
სამუშაო ფურცლები, მარკერები.
უბრალო ფანქარი, საშლელი, ფერადი ფანქრები
დაფა, ცარცი.
|
შეფასება
|
შეფასების რუბრიკა (იხ. დანართი
5)
|
~
დანართი1.
შავი ზღვის ფრინველები


შავი ზღვის სამხრეთ
სანაპიროსთან ამოზიდული კლდოვანი კუნძულები ფრინველთა საბუდარია.
ამ ადგილებს ეტანებიან
ჩვამები და ყვითელფეხა თოლიები. მდინარეების შეასართავებში, იქ , სადაც მლაშე(მარილიანი) და მტკნარი( უმარილო) წყალი
ერთნამეთს ერევა, ვარხვები, ჩვამები და თევზიყლაპიები ჯგუფებს ქმნიან და მრავლდებიან.
სანაპიროს გარდა , ზღვის ფრინველების საცხოვრისები
(საცხოვრებელი ადგილი) ღია ზღვაშიც გვხვდება. ზღვის ფრინველი, ხმელთაშუაზღვის ქარიშხალა,
ზღვაზე იკვებება, ისვენებს და ძინავს. ხმელეთზე კი მხოლოდ კვერცხს დებს.ზამთრის დადგომასთან
ერთად თევზის მრავალი სახეობა ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსაკენ მოეშურება.
მათ მოჰყვება ხმელთაშუაზღვის ქარიშხლები, თოლიები და ჩვამები.
შავი ზღვის ზოგიერთი
ფრინველი თევზით იკვებება, ზოგი უხერხემლოებით(ცოცხალი ორგანიზმები, რომლებსაც ხერხემალი არა აქვთ),
ზოგიც -წყალმცენარეებით(მცენარე, რომელიც წყალში
ცხოვრობს). თევზებს ეტანებიან მხოლოდ ვარხვები,ხმელთაშუაზღვის ქარიშხლები, თოლიები,
ჩვამები და თევზიყლაპიები.
ქოჩორა ყვინთია,
ზღვის ფსკერზე , შლამში მცხოვრები უხერხემლოებით იკვებება; სანაპიროს სუფთა წყლების
წყალმცენარეებით იკვებებიან გედები და მელოტები.

~
ხმელთაშუაზღვის ქარიშხალას სხეულის სიგრძე
33სმ-ია, გაშლილი ფრთებისა კი 82 სმ.ეს საკმაოდ პატარა ჩიტია მუქი და ბაცი (ღია)ფერებით.ფრთებს
გამალებით იქნევს . მისი ზურგი ყავისფერია (შორიდან შეიძლება შავი მოგეჩვენოთ, განსაკუთრეებით
თუ ბუმბული ახალია).გულმკერდი და მუცელი კი
თეთრი. ფრთისქვეშ ბუმბული მოთეთროა, ფრთის ზედაპირს კი ყავისფერი ელფერი დაჰკრავს.


დანართი.2.


დანართი.3.
ფრინველის სახელი
|
სხხეულის სიგრძე
|
გაშლილი ფრთების სიგრძე
|
დიდი კოკონა
|
|
|
ხმელთაშუაზღვის ქარიშხალა
|
|
|
ჩვამა
|
|
|
ქოჩორა ყვინთია
|
|
|

დანართი. 4.

დანართი.5.
მოსწავლე
|
შეძლო ფრინველთა გარეგნობისა და ქცევის გაცნობით ცნების რუკის შევსება.
|
შეძლო ტექსტიდან მონაცემების ამოკრება და ცხრილის შევსება;
|
მონაცემების საფუძველზე შექმნა
სვეტოვანი დიაგრამა.
|
დახატა ზღვის ფრინველი -ქოჩორა ყვინთია.
|
||||||||
სუსტ.
|
საშ.
|
კარგ.
|
სუსტ.
|
საშ.
|
კარგ.
|
სუსტ.
|
საშ.
|
კარგ.
|
სუსტ.
|
საშ.
|
კარგ.
|
|
დიღონაძე გიორგი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
თორთლაძე ლუკა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რობაქიძე ელენე
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ქასრაშვილი
თინათინ
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ქემოკლიძე ნიკა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий