ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი
ჩემი სოფელი ჩემს სოფელს ვარიანი ჰქვია. აქ მცხოვრებნი სულ გლეხები არიან.ას კომლამდე იქნებიან. ქვიტკირის შენობა მხოლოდ ზოგიერთს უდგას.სხვები ცხოვრობენ ან მიწურებში, ან ქვატალახა სახლებში. სახლების გვერდით გაკეთებული აქვთ ბოსლები და ბაკები.სოფელი მჭიდროდ არის დასახლებული და ამიტომ პატარა ადგილი უჭირავს. შიგ შუა სოფელში ღვთისმშობლის სახელობაზე აშენებულია ქვიტკირის საყდარი.საყდრის შორიახლო მიწიდან ამოჩუხჩუხებს ორი ვეებერთელა წყარო. ეს წყაროები ქვემოთ ერთდება და აჩენს მოზრდილ ფშანს. ამ ფშანში ბევრი თევზი ბუდობს,მათ შორის -ყველა თევზზე გემრიელი კალმახიც. ვარიანს ირგვლივ შემორტყმული აქვს ვენახები. ვენახების აქეთ -იქეთ კი სახნავ -სათესი მიწები იწყება.ამ მიწებმა და ვენახებმა ჩინებული მოსავალი იცის,რადგან მიწა ნაყოფიერია და უხვად ირწყვის რუების წყლით.ეს რუები გამოყვანილია მდინარე ლიახვიდან, რომელიც აღმოსავლეთის მხრივ ჩამოუდის ვარიანს. ვარიანელებს მოჰყავთ პური და ვაზსაც გულმოდგინედ უვლიან. ზამთარი ვარიანში მეტად ცივი იცის,რადგან ჩრდილოეთიდან ზედ დაჰყურებს კავკასიონის მთები, ზა...
Комментарии
Отправить комментарий