გაკვეთილის გეგმა "შევკრიბოთ ორნიშნა რიცხვები "
საგანი: მათემატიკა
|
კლასი : მეორე
|
|||
გაკვეთილის
ავტორი :
ელისო ჯანელიძე
|
||||
გაკვეთილის
თემა: შევკრიბოთ ორნიშნა რიცხვები
|
|
|||
დრო: 45 წთ
|
თარიღი: 05.05 .2017წ.
|
|||
გაკვეთილის/აქტივობის
ძირითადი მიზანი:
მოსწავლე შეძლებს
ორნიშნა რიცხვების ჯამის გამოთვლას მოდელის გამოყენებით ათეულზე გადაუსვლელად უშეცდომოდ;
|
||||
დამოკიდებულება
მოსწავლეებს განუვითარდებათ მისწრაფება , ეძიონ რიცხვითი კანონზომიერებები
რიცხვებზე მოქმედების შესრულებისას, გამოარჩიონ მნიშვნელოვანი იდეები მსჯელობისას.
გაუჩნდებათ სურვილი ეძიონ ორნიშნა
რიცხვების შეკრების შესრულების გზა ათეულზე
გადასუსვლელად..
|
||||
ცოდნა
მოსწავლეს ეცოდინება , რომ ორნიშნა რიცხვების ათეულზე გადაუსვლელად შეკრებისას
საჭიროა ათეულისა და ერთეულის თანრიგის რიცხვების ცალ-ცალკე შეკრება.
|
უნარები
მოსწავალე შეძლებს ორნიშნა რიცხვების შეკრებას ათეულზე გადაუსვლელად.
მოსწავლეს განუვითრდება გამოთვლითი უნარ-ჩვევები, იგი კონკრეტული მაგალითისთვის შეარჩევს
და გამოიყენებს ზეპირი ანგარიშის სხვადასხვა ხერხებს, შეძლებს ახსნას გამოყენებული
ხერხი.
|
|||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,
რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის
გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით
გაიზარდა, შემცირდა?");
·
ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა
ხერხს (მაგალითად თანრიგების დაჯგუფება,
მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის
დემონსტრირებას;
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
·
ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის
მოცემული და რა არის საძებნი;
·
ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს
ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად (მაგალითად, შეკრება, გამოკლება, ერთეულის ბიჯით წინ ან უკუთვლა;
საგანთა გროვა ან რიცხვითი კიბე);
|
||||
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
შეკრება -გამოკლება 100-ის ფარგლებში;
ორნიშნა რიცხვის თანრიგობრივი აგებულება;
ორნიშნა რიცხვისთვის ერთნიშნას დამატება;
მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას რიცხვითი გამოსახულების შედგენა;
|
||||
გაკვეთილის/აქტივობის
გეგმა:
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში,
წყვილებში, ინდივიდუალურად,
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
დაჯგუფების
კრიტერიუმები:
მოსწავლეთა მზაობის მიხედვით.
|
||||
სასწავლო მასალა:
მოსწავლის სახელმძღვანელო,
დავალებები ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისათვის, ჯიპრაიდის თვალსაჩინოება (ფიგურები),
გასასვლელი ბარათები, დაფა, ცარცი.
|
||||
გაკვეთილის
/აქტივობის ეტაპები
|
||||
I-წინასწარ
მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად
შეასრულე ნიმუშის მოხედვით;
45=4 ათ + ერთ.
34=
76=
45= 40+5
29=
98=
ამოცანა
ნანას ჰქონდა 98 ლარი. ლიას 7-ით ნაკლები. რამდენი ლარი აქვს ლიას?
ინდივიდუალური დავალების საფუძველზე დავაჯგუფებ მოსწავლეებს შერეულ ჯგუფებად.
|
II-განმავლობაში
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს: დღეს ჩვენ უნდა შევისწავლოთ
ორნიშნა რიცხვების შეკრება ათეულზე გადაუსვლელად. დავსვამ კითხვას: რას ნიშნავს ათეულზე
გადაუსვლელად?
მთელი კლასის წინაშე გავაკეთებ
ორნიშნა რიცხვის შეკრებას მოდელის (სვეტი , კუბი) გამოყენებით ;
დაფაზე მექნება წარმოდგენილი
სვეტებისა და კუბების ორი კომპლექტი - მაგ. 17-ერთი სვეტი და 7 კუბი და 21 -ორი სვეტი
და 1 კუბი.
მოსწავლეებს ვუთითებ პირველ კომპლექტზე და ვეკიტხები: რამდენი ათეულია
წარმოდგენილი ? კიდევ რამდენ ერთეულს შეიცავს? რა რიცხვს წარმოადგენს ? (17); თან
ვწერ დაფაზე.
შემდეგ მეორე კომპლექტზე ვუთითებ და ვსვამ შეკითხვას: რამდენი ათეულია
? კიდევ რამდენი ერთეულია? რა რიცხვს წარმოადგენს? მივიღეთ ჩანაწერი 17 +21=
რამდენია ათეულების საერთო რაოდენობა? 3;
17+21= 3
რამდენია ერთეულების საერთო რეაოდენობა? 8
17+21=38 ჩანაწერი მიიღებს ასეთ სახეს;
შემდეგ შერეული
ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას თვალსაჩინოების გამოყენებით:
პირველი ჯგუფი
ლინდა , მარი,
ირაკლი, თენგიზი;
წარმოადგინეთ თითოეული შესაკრები სვეტებისა და კუბების სახით;
27 +12=
მეორე ჯგუფი
თამარი, გიორგი,
ანი, ლიზი, ანანო.
წარმოადგინე
თითოეული შესაკრები ჩახატული სვეტებისა (ათეულების ) და კუბების (ერთეულების) სახით :
38 +41 =
მესამე ჯგუფი
ამოცანა
ნატოს ჰქონდა
5 ცალი ათლარიანი და ორი ცალი ერთლარიანი. ნათიას კი 3 ცალი ათლარიანი და 4 ცალი ერთლარიანი. რამდენი ლარი ჰქონდა ორივეს?
( ჯერ შეკრიბე ათლარიანები, შემდეგ ერთლარიანები);
|
III-შემდეგ
ინდივიდუალური მუშაობა:
23+43=
36+21=
63+15=
57+42=
65+24=
78+21=
37+41=
24+63=
გაკვეთილის
შეჯამება
მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს , გამოყოფენ რა შეისწავლეს, რომელი
აქტივობა მოეწონათ.
საშინაო დავალება
დაინიშნავენ საშინაო დავალებას წიგნში გვ.172-№6, 1,2,3.
|
||
Комментарии
Отправить комментарий