გაკვეთილის გეგმა:"სპილომ ნატვრა აისრულა"

                                                                                                                                                            USAID-PriEd
კითხვის გაკვეთილის გეგმა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
ბუნებისმეტყველება

კლასი: II
თემა:  თამარ ჩირგაძის „სპილომ ნატვრა აისრულა“

დრო: 45 წთ
შესავალი:
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები:

·         კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით შეძლებენ ტექსტის  გაგება -გააზრებას;
·         დამხმარე სქემების გამოყენებით (სიტყვის პირამიდა, სიტყვის/ცნების რუკა) გაეცნობიან ახალ ლექსიკურ ერთულებს-ბელადი, დედოფალი, აფრიკა,  ფერია.
·         შესაბამისი სქემების დახმარებით დაახასიათებენ და შეადარებენ მთავარ გმირს(ბუნკას) ადრე შესწავლილ პერსონაჟს(მაიმუნ მუმუს);
·         მოთხრობის მიხედვით გაიზარებენ  მშობლების სიყვარულს შვილების მიმართ.
·         შექმნიან ხუთსტრიქონიან ლექსს.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი(ჩაწერეთ რამდენიმე კონკრეტული მისაღწევი შედეგი შესაბამისი ინდიკატორებით)

ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. ΙΙ.9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება;

ართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.



გაკვეთილის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
მთელი კლასი;



დაჯგუფების კრიტერიუმები:
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები/აქტივობები:

სასწავლო მასალა:
გაკვეთილის მსვლელობა სამფაზიანი მოდელის მიხედვით(წაკითხვამდე-კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ;
I ფაზა-წაკითხვამდე

კროსვორდის შევსება-4 წთ
საგაკვეთილო განწყობის შექმნის მიზნით მოსწავლეებს შევთავაზებ ჯგუფურ( ორი ჯგუფი)  სამუშაოს-კროსვორდის შევსებას.

 პრეზენტაცია-2წთ

ჯგუფების წარმოდგენილ პასუხებს დავაფიქსირებ ფორმატის ფურცელზე დახაზულ ანალოგიურ კროსვორდში. შემდეგ კი ვთხოვ იპოვონ ვერტიკალურ სვეტში დამალული სიტყვა-სპილო.
უპასუხეთ და შეავსეთ კროსვორდი:
1.      დროის მაჩვენებელი;
2.      კითხვა და ...
3.      კურდღლის ნაშიერი;
4.      მან კომბლეს ცხვრები შეუჭამა;
5.      დასარტყმელი ინსტრუმენტი;












































 
















                                                                                                                                       





ჯგუფებს  დავუბრუნებ ზეპირ უკუკავშირს.

ლექსიკური მუშაობა-მთელი კალასი
სიტყვის ცნების რუკის დახმარებით  დავამუშავებ სიტყვას-აფრიკა, გამოვიყენებ გლობუსს, ხოლო სიტყვებს დედოფალი, ფერია, ბელადი -სიტყვის პირამიდა.

მოლოდინების  რუკის შევსება
მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან ვარაუდი- როგორი ხასიათის იქნება ტექსტი?
ვინ იქნებიან პერსონაჟები?
სად განვითარდება მოვლენები ?
II ფაზა-კითხვის დროს
პაუზებად კითხვა და ვარაუდების სქემის შევესება
მოსწავლეებს ვეტყვი რომ გაკვეთილზე დავამუშავებთ ჯიპრაიდის საკითხავ ტექსტს პაუზებად კითხვიტა და ვარაუდების სქემის შევსებით. შევახსენებ მეთოდის მიმდინარეობას, ვაჩვენებ დაფაზე გაკრულ სქემას.
წარვუდგენ ჯერ ტექსტის გარეკანს , რომლის მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდებს, შევავსება შესაბამის გარფებს-ვარაუდი სათაურის მიხედვით და რატომ ფიქრობენ ასე, შემდეგ ტექსტს
წავიკითხავ ეპიზოდამდე  „დედა კი დედოფალი“.
მოსწავლეები ისაუბრებენ რამდენად გამართლდა მათი ვარაუდები, მათთან ერთად შევავსებ გრაფას სინამდვილეში რა მოხდა.
შემდეგ ისევ გამოთქვამენ ვარაუდებს -როგორ გაგრძელდება მოთხრობა?
გავაგრძელებ წაკითხვას ეპიზოდამდე-„ ადგა და წავიდა“
შემდეგი წყვეტა მოხდება-„ბუნკას ეწყინა და ატირდა“.
ბოლო  ეპიზოდი-„ბუტბუტი დაიწყო“.
მოსწავლეებთან ერთად წავიკითხავ და განვიხილავ ვარაუდების სქემას.

აუდიოწიგნის მოსმენა
მოსწავლეებს ვეტყვი რომ ისინი მოუსმენენ წიგნის აუდიოჩანაწერს  და თან გააყოლებენ თვალს  ტექსტს;

ტექსტის თითოეულ გვერდს დავამუშავებ მოსწავლეებთან ერთად ექოთი კითხვით.

დიახ /არა ბარათების გამოყენებით დავადგენ თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტის შინაარსი.
ბუნკა მშობლებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა
ბუნკა იყო დიდი სპილო
ბუნკას მამა ბელადი იყო
მშობლები პატარა სპილოსთან ხშირად თამაშობდნენ
ბუნკა მოწყენილი იყო
ის სახლიდან წავიდა
ბუნკამ ბეღურასთან ერთად დაჭერობანა ითამაშა
ფერიამ ბუნკას ყურადღება არ მიაქცია
მშობლებმა შვილი გულში ჩაიხუტეს
ბუნკა ბედნიერი დაბრუნდა შინ


III ფაზა-წაკითხვის შემდეგ
ვენის დიაგრამა
 მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ ნონა მიქელაძის მოთხრობა „მაიმუნი მუმუ“ .შეადარონ ერთმანეთს მუმუ და  ბუნკა. დაფაზე მექნება დახაზული ვენის დიაგრამა.
საერთო-
ორივე მოწყენილი და დაღონებული;
ორივე-გარეული ცხოველები;
ორივე -პატარები;
ორივეს -სურვილების ასრულებაში ზღაპრის გმირები-ჯადოქარი და ფერია დაეხმარნენ;
ბოლოს ორივე გრძნობს (მუმუ-დედას ხედავს რომ გაიღვიძებს და ახარებს რომ ისევ მაიმუნია, ხოლო ბუნკა ორივე მშობელმა ჩაიკრა გულში) მშობლების სიყვარულს ;
ბუნკა
ბუნკასთვის მშობლებს არ ეცალათ და ეგონა   არ ვუყვარვარო;
ბუნკას ფერია დაეხმარა;
ბუნკას ორივე მშობელი ჩანს მოთხრობაში;
მუმუ
მუმუ-ცხოველები დასცინოდნენ , ეგონა რომ , ყველაზე ლამაზი ლომი იყო და ლომად გადაქცევა მოინდომა;
მუმუს ჯადოქარი დაეხმარა;
მუმუმ თვალები რომ გაახილა დედა დაინახა;

 ხუთი კითხვა
რა?
როდის?
სად?
რა ქნა?
რატომ?
ბუნკა
ერთხელ
აფრიკაში
სახლიდან წამოვიდა
ეგონა მშობლებს არ ვუყვარვარო

პერსონაჟის რუკა- ჯგუფებში

 







პრეზენტაცია
                                                 
5 სტრიქონიანი ლექსისი წერა
მოსწავლეებს დაფაზე ვუჩვენებ როგორ ხდება მსგავსი აქტივობის შესრულება მაიმუნ მუმუს მაგალითზე.
მაიმუნი
დაღონებული    უბედური
ძინავს     ხეზე ძვრება   ყვირის
მაიმუნმა თვალები გაახილა და დედა დაინახა.
მუმუ
შემდეგ ტრეადები(4) შეადგენენ ხუთსტრიქნიან ლექსს ბუნკაზე და გააკეთებენ პრეზენტაციას.


გაკვეთილის შეჯამება 1წთ
მოსწავლეები ღრუბლისა და მზის გამოყენებით შეაფასებენ გაკვეთილს.
საშინაო დავალება 1წთ
გააგრძელეთ ზღაპარი და დაურტეთ შესაბამისი ილუსტრაცია

შეფასება:
როგორ დააკვირდებით მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს/ რის მიხედვით იმსჯელებთ მათ მიღწევებზე?

მოსწავლე
მონაწილეობა კროსვორდის შევსებაში
მუშაობა ლექსიკურ ერთეულებზე
ვარაუდების გამოთქმა და სქემის შევსება
მონაწილეოა ვენის დიაგრამის შევსებაში

სუსტ.
საშ.
კარგ.
სუსტ.
საშ.
კარგ.
სუსტ.
საშ.
კარგ.
სუსტ.
საშ.
კარ.
ლაშა აბჟანდაძე












ანანო სულამანიძე












გიორგი გოგოლაშვილი
















მოსწავლე
მონაწილეობა ხუთი კითხვის შევსებაში
მონაწილეობა პერსონაჟის რუკის შექმნაში
წერითი ნამუშევრის შექმნა(ხუთსტრიქონიანი ლექსი)













ლაშა აბჟანდაძე









ანანო სულამანიძე









გიორგი გოგოლაშვილი














Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"