გაკევთილის გეგმა: მითი
გაკვეთილის გეგმა
შემდგენლები:
ელისო ჯანელიძე;
ლია ვაშალომიძე;
მარინა ორბელაძე;
ნათია კიკნაძე;
|
|
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი: IV
|
თემა: მითი
|
დრო: 45 წთ.
|
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები( ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები);
·
შეძლებენ მხატვრული ტექსტის გაგება-გაზრებას კითხვის
ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით;
·
შესაბამისი სქემის შევსებით გაუღვივდებათ პატივისცემა
თავდადებული (მთავარი გმირი-ამირანი) ადამიანების მიმართ;
·
საკლასო დისკუსიაში მონაწილეობით შეძლებენ წაკითხული
ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
|
|
ეროვნულლი სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
ქართ.IV.3. მოსწავლეს
შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
ქართ.IV.6.მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა;
ქართ.IV.
8. მოსწავლეს შუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის მიმართ.ავლენს
ესთეტიკური და ეთკური შეფასების სურვილს.
|
|
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმები:
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში.
|
|
გაკვეთილზე
გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
·
გამოცანა ცეცხლზე;
·
კითხვებზე პასუხის გაცემა;
·
მოლოდნების რუკა;
·
ორიენტირებული კითხვის მეთოდი;
·
პერსონაჟის რუკა (ვარიანტი I);
·
საკლასო დისკუსია;
·
მკაფიო შთაბეჭდილება;
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები:
·
მონაკვეთებად
დაყოფილი ტექსტი-ქართული მითი „ამირანი“-(საბავშვო გაზეთი „კითხვის დრო“, გვ.4. III-IVკლ. №6,
2015წ.);
·
კონვერტი გამოცანისათვის;
·
ვარაუდების სქემა ;
·
მარკერები;
·
პერსონაჟის რუკა(ვარიანტი Ι);
·
დაფა,ცარცი.
·
თაბახის ფურცლები;
|
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
|
I
ფაზა- წაკითხვამდე
|
|
გამოცანა ცეცხლზე
3 წთ
მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას გაამახვილებს დაფაზე მიმაგრებულ
კონვერტზე (ნეტავ რა დევს დღეს კონვერტში?), გამოსაძახებელი ჩხირით გამოიძახებს მოსწავლეს
,რომელიც იღებს კონვერტიდან ფურცელს და კლასის წინაშე ხმამაღლა კითხულობს გამოცანას
ცეცხლზე.
კითხვებზე პასუხის
გაცემა 4 წთ
გამოცანის ამოცნობის შემდეგ (საჭიროების შემთხვევაში
მასწავლებელი თვითონ დაეხმარება ) პედაგოგი მთელ კლასს უსვამს კითხვებს:
·
როგორ
ფიქრობთ რაში სჭირდება ადამიანს ცეცხლი?
·
როგორი
იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე უძველეს დროს?
·
როგორ
ისწავლა ადამიანმა ცეცხლის გამოყენება?
მოლოდინები
3 წთ
მასწაველბელი სთხოვს მოსწავლეებს
გამოთქვან გაკვეთილთან დაკავშირებული მოლოდინები.
როგორი ხასიათის იქნება ტექსტი-საინფორმაციო თუ მხატვრული?
რომელი ჟანრი იქნება წარმოდგენილი?
რაზე ან ვისზე იქნება ტექსტში საუბარი?
სად და როგორ განვითარდება მოვლენები?
რატომ ფიქრობთ ასე?
ტექსტის წარდგენა
და სტრატეგიის მოდელირება 4 წთ
მოსწავლეთა მოსაზრებების დაფიქსირების შემდეგ მასწავლებელი ეტყვის რომ
დღეს დაამუშავებენ მხატვრული ხასიათის ქართულ მითს -„ამირანი“(იხ.დანართი1).აქვე
განუმარტავს მოსწავლეებს სიტყვის- მითი მნიშვნელობას.
პედაგოგი შუქნიშნის ბარათების-წითელი, ყვითელი, მწვანე გამოყენებით კლასს
დაყოფს სამ ჯგუფად, დაურიგებს სამუშაო მასალას
, აუხსნის რომ იმუშავებენ მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტზე და შეავსებენ „ვარაუდების
სქემას“(იხ.დანართი2).
მოდელირების მიზნით მასწავლებელი
თვითონ წაიკითხავს ტექსტის სათაურს, სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდები , მათი
აზრით ვინ შეიძლება იყოს ამირანი, რა მოხდება ტექსტის პირველ მონაკვეთში? მოსწავლეთა
პასუხებით შეავსებს დაფაზე გაკრული „ვარაუდების სქემის“ შესაბამის (როგორ ფიქრობთ
რა მოხდება?) გრაფას.
II
ფაზა-კითხვის
დროს
ტექსტის კითხვა
ჯგუფებში და ვარაუდების სქემის შევსება 8 წთ
ბავშვები ჯგუფებში ეტაპობრივად კითხულობენ ტექსტის თითოეულ მონაკვეთს
და ავსებენ სქემას.
პრეზენტაცია
7 წთ
სამუშაოს დასრულების შემდეგ
ჯგუფებიდან თითო წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას.
ΙΙΙ ფაზა-კითხვის
შემდეგ
პერსონაჟის
რუკა 4 წთ
მასწავლებელი მთელ კალსთან ერთად შეავსებს პერსონაჟის რუკას(იხ,დანართი3),
სთხოვს ბავშვებს საკუთარი არგუმნეტების დასაბუთებას
ტექსტის შესაბამისი ადგილების გამოყენებით.
საკლასო დისკუსია
7წთ
მასწავლებელი სვამს სხვადასხვა დონის კითხვებს და წარმართავს საკლასო
დისკუსიას ტექსტის უკეთ გააზრებისათვის:
·
რა არის მითი?
·
რომელი საგმირო საქმეები ჩაიდინა ამირანმა?
·
რატომ დაისაჯა იგი?
·
მართალია დაისაჯა, მაგრამ ამირანი არის ....დაასრულეთ
ფრაზა.
·
რა სამსახური გაუწია ამირანმა კაცობრიობას?
„მკაფიო შთაბეჭდილება“ 4წთ
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს დაასრულონ ფრაზა, რომელიც
დაფაზე იქნება გაკრული-„ გაკვთილზე ჩემზე
მკაფიო შთაბეჭდილება მოახდინა....“
საშინაო დავალება 1წთ
გაგრძელეთ
მითი-თქვენ იყავით გმირი და დაეხმარეთ ამირანს განთავისუფლებაში.
|
დანართი2.
ვარაუდების სქემა
მონაკვეთები
|
როგორ ფიქრობთ,
რა მოხდება?
|
რატომ გგონიათ
ასე?
|
სინამდვილეში რა
მოხდა?
|
სათაური
|
|||
I მონაკვეთის წაკითხვის
შემდეგ
|
|||
II მონაკვეთის წაკითხვის
შემდეგ
|
დანართი 3.
Комментарии
Отправить комментарий