სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

მასწავლებლის-ელისო ჯანელიძის  რეფლექსია ჩატარებულ  სამოდელო გაკვეთილზე
( საინფორმაციო ტექსტი“შავი ზღვის ფრინველები“ )

ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს ისეთი მოქალაქის აღზრდას , რომელიც მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებით , შეძლებს თანამდროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს გაუმკლავდეს. ეს  მასწავლებლებს გვიბიძგებს იქითკენ , რომ ხშირად გამოვიყენოთ ინტერგრაცია რათა, მოსწავლემ შეძლოს რამოდენიმე თემის ერთმანეთათნ დაკავშირება. რაც, თავის მხრივ ხელს უწყობს,  ცოდნის გამთლიანებას და შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას. შედეგად,  პიროვნება ხდება  უფრო მობილური, სკოლაში მიღებული განათლება მას აძლევს საშუალებას  პროფესიისა და პოზიციის შეცვლით ,  გადაჭრას ესა თუ ის  პრობლემა,  სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობით და კომპრომისით გაიზიაროს საერთო მიზნის მისაღწევი პასუხისმგებლობა.
ინტეგრირებულ გაკვეთილებზე მოსწავლეები იღებენ განათლებას სხვადასხვა სამეცნიერო კუთხით, მოვლენებს აღიქვამენ ახლებურადმსგავსი გაკვეთილები იძლევიან  სხვადასხვა საგანში არსებული ცოდნის სინთეზის საშუალება, ფორმირდება ცოდნის ტრანსფერის უნარი.ცნობილია, რომ მოსწავლეებს უძნელდებათ ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო მოსწავლისთვის სხვადასხვასაგნად“, მით უფრო უჭირს მისი აღქმა და შესწავლა ,სწორედ ინტეგრირებული გაკვეთილები იძლევა იმის საშუალებას ,რომ მოსწავლემ სამყარო აღიქვას მთლიანობაში.
სწორედ ეს გახლდათ საფუძველი იმისა,რომ მე ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი II კლასში,რომელიც ორიენტირებული იქნებოდა საგანთა ინტეგრირებით ცოდნის კონსტრუირებაზე. თუმცა  ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებს  დაედგინათ შავი ზღვის ფრინველების სხეულისა და გაშლილი ფრთების სიგრძე, წაკითხული ტექსტის მიხედვით მოხდინათ ინფორმაციის კლასიფიცირება, წყვილში მუშაობით ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები შეედარებინათ შავი ზღვის ფრინველების გარეგნულ ნიშნებთან,  თვითონ  აღმოეჩინათ და გაეკეთებინათ დასკვნები , რამდენად შეძლეს პრობლემის გადაჭრა.
გეგმაში მოცემული აქტივობები შესაბამისობაში იყო გაკვეთილის მთავარ მიზანთან . თითოეულ აქტივობას ჰქონდა თავისი დატვირთვა/მინი მიზანი, რომელთა განხორციელება ხელს უწყობდა ძირითადი საგაკვეთილო მიზნის მიღწევას.
ამ გაკვეთილის ჩატარების შედეგად საგანთაშორისმა კავშირებმა მისცეს მოსწავლეებს შესაძლებლობა მოეხდინათ ცოდნის ტრანსფერი შემდეგ დისციპლინებში-ბუნებისმეტყველება/მათემატიკა/ქართულიენა და ლიტერატურა. ეს გადასვლები განხორციელდა ბუნებრივად იმიტომ ,რომ მოსწავლეებს გააჩნდათ გარკვეული ცოდნა სამივე საგანში.  ბავშვებმა პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად მოახდიენს  შავი ზღვის ფრინველების შესახებ ინფორმაციის კლასიფიცირება, ანალიზი, სინთეზი.
სულ ახლახან გავიარე ტრენინგი „ შავი ზღვის სკივრი“. ტრენინგზე მიღებული სახელმძღვანელოდან შევარჩიე საინფორმაციო  ტექსტი.  კარგად გავაანალიზე მისი სტრუქტურა,  მოდიფიცირებით მოვახდიენე ახალი ლექსიკური ერთეულებისა და  ავთენტურობის შესაბამისობა  მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფთან, ე.ს.გ-ის სტანდარტების მორგების შემდეგ, შევარჩიე გრაფიკული სქემები( ცხრილი, გრაფიკული მაორგანიზებელი, სიტყვის /ცნების რუკა, სიტყვის პირამიდა) ,რომლებიც ხელს შეუწყობდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას კონკრეტულ აქტივობებში გამოყენების შემთხვევაში.
ფრინველის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გახსენებით (სქემა „სიტყვის/ცნების რუკა“ ), მოსწავლეებმა შეძლეს შავი ზღვის ფრინველების გარეგნული ნიშნების( კუდი, ფრთები, ფეხები, ნისკარტი, თავი, სხეულის ზომა და ბუმბულის შეფერილობა)  აღწერა „გალერეაში გასეირნებით“.  
მათემატიკური გამოთვლებით წყვილებში შავი ზღვის ფრინველების სხეულის,  გაშლილი ფრთების ზომების დადგენა და მონაცემების შეტანა შესაბამის ცხრილში , საინტერესო აქტივობა აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ხოლო ჯგუფური მუშაობით შეძლეს შავი ზღვის ფრინველებზე ინფორმაციის ამოკრება  და  გრაფიკული მაორგანიზებლის დახმარებით კლასიფიცირება . ნაბიჯ -ნაბიჯ ცოდნის კონსტრუირებით და აგებით ბავშვებმა აღმოაჩინეს შავი ზღვის ფრინველების გარეგნული მახასითებელი ნიშნები და ქცევა. მათემატიკური ცხრილისა და გრაფიკული მაორგანიზებლის შედარებისას  ორმა წყვილმა თვითონ იპოვა  , მათ მიერ დადგენილი  ჭრელნისკარტა თევზიყლაპიას და ქოჩორა ყვინთიას გაშლილი ფრთების სიგრძის შეუსაბამობა , ტექსტში მოცემულ რეალურ ინფორმაციასთან. მივეცი შესაძლებლობა გაესწორებინათ და სწორი პასუხი დაეფიქსირებინათ ცხრილში.
 შესწავლილი მასალის განსამტკიცებლად მესამე ფაზაზე დაგეგმილი აქტივობებიდან სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის ფრინველების კოლაჟის შექმნა.
 ბუკებში ინდივიდუალური დავალების- ქვიზის შესრულების დროს ორ მოსწავლესთან(ლინდა ფანჩულიძე და თამარ პაპიძე) დამჭირდა გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება, კერძოდ,  ტექნიკური მიზეზის გამო ვერ ჩართეს ბუკი, ამიტომ მათ მივეცი ქვიზის ამობეჭდილი ვერსია. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ არ გამომიცხადებია მიღებული ქულები, რადგან მომდევნო გაკვეთილზე ინდივიდუალურად ვაცნობ მოსწავლეებს და  ვმუშაობ თვითონ გაასწორონ დაშვებული შეცდომები. 
ქვიზზე მუშაობამ იმაზე მეტი დრო წაიღო , ვიდრე დაგეგმილი მქონდა . ამან გარკვეული ცვლილებები შეიტანა მომდევნო დავალების განხორცილებაში. ინდივიდუალური აქტივობა „ გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე “: „მე აღმოვაჩინე , რომ...“ რამოდენიმე მოსწავლეს უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება , რომ საშინაო დავალების დანიშვნას ვერ მოვასწრებდი. ამიტომ, ისევ  მოვახდინე  გეგმის მოდიფიცირება . ავკრიბე  მოსწავლეთა ნამუშევრები, ვუთხარი, რომ ცალკე  გავეცნობოდი, რათა მიმხვდარიყავი ინდივიდუალურად რა გაიგეს და რა დარჩათ ბუნდოვანი , რომ შესაბამისი აქტივობებით დამეგეგმა მომდევნო გაკვეთილი.
მოსწავლეებს შესასრულებელი საშინაო დავალებები   ძალიან მოეწონათ,იმსჯელეს იმაზეც,თუ რა მიზანს ემსახურებოდა თითოეული მათგანი (უფრო კარგად გავიგოთ ახალი მასალა).
გამოვყოფდი გაკვეთილის ძლიერ მხარეებს: მოსწავლეთა ინტერაქციას, პირველ და მეორე ფაზაზე დაგეგმილ აქტივობებს ,საგანთა შორის კავშირებს,  რომელთა განხორციელებით მოსწავლეებმა  შეძლეს ცოდნის კონსტრუირებით ახალი მასალის გაგება-გააზრება.
გასაუმჯობესებელია: მართალია,  გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალსიწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, მაგრამ , ვთვლი ,რომ  ერთი დისციპლინიდან მეორეზე გადასვლის დროს, ბავშვებს უჭირდათ ყურადღების კონცენტრირება. ამიტომ მომავალი წლიდან ხშირად დავგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, როგორც მოცემულ , ასევე სხვა საგნებში, რადგან ინტეგრირებული გაკვეთილის დროს მიზანი შეიძლება მიღწეული ქნას სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნის ჰარმონიული გაერთიანების შედეგად.  ჩავატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს სხვა პედაგოგებთან თანამშრომლობით, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი.
ასეთი გაკვეთილები აძლიერებენ შემეცნებით ინტერესს, ააქტიურებენ სააზროვნო უნარებს, მოსწავლეებისთვის ქმნის კომფორტულ პირობებს წარმოაჩინოს საკუთარი პიროვნება,  პრობლემა განიხილოს ინტეგრირებული საგნების ჭრილში . გაკვეთილი არის შემოქმედებითი. აძლევს მოსწავლეს თვითგამოხატვის და თვითრეალიზაციის საშუალებას.  მოცემული გეგმა შეუძლია გამოიყენონ საბაზო საფეხურის მასწავლებლებმაც როგორც ინტეგრირებული, ასევე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩასატარებლად.
მნიშვნელოვანია აგრეთვე ის , რომ ამ დროს მასწავლებლები თანამშრომლობენ საერთო მიზნის მისაღწევადრადგან მსგავსი გაკვეთილის ჩატარება მოითხოვს მასწავლებლებისაგან ყველა ეტაპის და ეპიზოდის შეთანხმებას.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"