2016-2017 სასწავლო წლის ანგარიში

მეორე კლასის ხელმძღვანელის ელისო ჯანელიძის ანგარიში
2016-2017 სასწავლო წელი;
მეორე კლასში სასწავლო წლის დასაწყისში სიით ირიცხებოდა 13 მოსწავლე. შორენა ჩუბინიძემ , მეორე სემსტრიდან სწავლა გააგრძელა საზღვარგარეთ . დაგვემატა ერთი მოსწავლე ანი ფანჩულიძე, რომელიც გადმოვიდა თბილისის                                           სკოლიდან.
მეორე სემესტრში გავაგრძელე სამუშაო გეგმის მიხედვით დასახული ამოცანების განხორციელება, ამასთან საჭიროების შემთხვავაში ვახდენიდი, მის მოდიფცირებას, ზოგიერთი აქტივობის დამატებას.
კლასში შექმნილი მაქვს თანამშრომლობაზე და თანაბარ უფლება -მოვალეობაზე დაფუძნებული მშვიდი, მოხერხებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლე გრძნობს , როგორც მასწავლებლის, ისე ამხანაგის მხარდჭერას და დახმარებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია  კლასში შექმნილი ფიზიკური გარემო : მერხების განლაგება ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობისათვის.   ვითვალისწინებ , რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, განსხვავებული უნარი და შესაძლებლობები აქვთ. ამ კუთხით მეორე სემესტრში მეტი ყურადღება დავუთმე კოლეგებთან ერთად დიფერენცირებული ელემენტების გამოყენებით გაკვეთილების დაგეგმვას, ჩატარებას  მათემატიკსა ქართულ ენაში და ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებას მომდევნო გაკვეთილისათვის. 
ვცდილობ გაკვეთილებზე ინოვაციური მეთოდების დანერგვით სასწავლო პროცესი გავხადო მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული. გამოვყოფდი , ამ კუთხით საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს “G-Pried”-ი.  ამ პროექტში შეძენილი ცოდნის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესს წავმართავდი შემდეგი მეთოდი/აქტივობების გამოყენებით:
სიტყვის/ცნები რუკა; სიტყვის პირამიდა; მოთხრობის რუკა, მოვლენათა ჯაწვი, ჯაჭვური თხრობა, 5 კითხვა, შემაჯამებელი ვარსკვლავი, ხუთსტრიქონოანი ლექსი, მე ვფიქრობ ტექსტი ამბობს, ვიღაცას, უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ; მკიტხველის დღიური, ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება, პერსონაჟის რუკა თავისი ვარიაციებით, წაკიტხულის დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასტა, კიტხვის დროს დაუსვი შენს თავს შეკიტხვები, მკითხველთა თეატრი, ციკლისა და საკიტხის რუკა, ვარაუდების ღრუბელი. გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების შესაბამისის მასალა გამოფენილი მაქვს საკლასო ოთახში.
გამოვყოფდი ჯიპრაიდის  საკითხავი ტექსტებით ჩატარებულ გაკვეთილებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეესაბამება მოსწავლეთა   ასაკობრივ განვითარებას. ითვალისწინებს  ნაწარმოების ავთენტურობას, ენობრივ მხარეს და ფორმატს, რომელლიც ეხმარება მოსწავლეს კითხვის ტექნიკის სრულყოფაში, უმდიდრება ლექსიკურ მარაგს, ეხმარება წაკითხული ტექსტის (განსაკუთრებით გამოვყოფდი საინფორმაციო ) გაგება-გააზრებაში. მეორე სემესტრში დამუშავებული მაქვს თანამედროვე საბავშვო მწერლების ირმა მალაციძის, ვასო გულეურის , ლელა ცუცქირიძის, ნინო სურმავას,  მარიამ წიკლაურის და სხვათა შემდეგი ტექსტები: „ჩანთა“, „ელფი ექიმთან“, „ხელთთმანი“, „ვინ მღერის ტკბილ ნანას“, „ჟირაფი ჟიჟი“, „ჩურჩხელები“, „ ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“, „პინგვინის მაცივარი“, „მაიმუნი მუმუ“, „სპილომ ნატვრა აისრულა“, და სხვა.
სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიორებებზე ასევე ხელი შეუწყო დიაგნოსტიკურმა ტესტირებებმა , რომლიც მეხმარება ინდივიდუალურად განვსაზღვრო თითოეული მოსწავლის საჭიროებები.
მეორე სემეტრში ჩავატრე დიაგნოსტიკური ტესტირება შემდეგ მიმართულებებში: ტექსტის წაკითხვა
ლაშა აბჟანდაძე
17 - C
თენგიზი ბარდაველიძე
62 - A
ლიზი ბოგვერაძე
58 - A
ირაკლი ბუცხრიკიძე
35 - B
ანასტასია გიორგაძე
55 - A
გიორგი გოგოლაშვილი
47 - A
თამარი პაპიძე
19 - C
ნიკა რობაქიძე
57 - A
ანანო სულამანიძე
49 - A
ქეთი ტოფაძე
66 - A
ლინდა ფანჩულიძე
37 - B
მარი ქემოკლიძე
53 - A

ლექსიკური მარაგი
ლაშა აბჟანდაძე
2 - C
თენგიზი ბარდაველიძე
6 - B
ლიზი ბოგვერაძე
6 - B
ირაკლი ბუცხრიკიძე
7 - A
ანასტასია გიორგაძე
5 - C
გიორგი გოგოლაშვილი
8 - A
თამარი პაპიძე
3 - C
ნიკა რობაქიძე
7 - A
ანანო სულამანიძე
5 - C
ქეთი ტოფაძე
5 - C
ლინდა ფანჩულიძე
6 - B
მარი ქემოკლიძე
8 - A
ჩატარებული ტესტირების საფუძველზე ლაშა აბჟანდაძეს და თამარ პაპიძესთან სამუშაოდ შევიტანე  ჯიპრაიდის საკითხავი ტექსტები.  ვახდენდი ქართული ენის წიგნში მოცემული ტექსტების მოდიფიცირებას, რომლებსაც ისინი უფრო ხალისით სწავლობდნენ.  ხოლო ლინდა ფანჩულიძესთან გამოვიყენე  ხმამაღალი  კითხვა და მკითხველთა თეატრი, გაგრძელებით კითხვა, ჩემი  და მოწვეული სტუმრების საჩვენებელი კითხვა. დადებითად იმოქმედა გაწაფული კითხვის ურთიერთ და თვითშეფასებების გამოყენებამ . წლის ბოლოს სამივე მოსწავლეს კითხვაში ეტყობათ პროგრესი.
ლექსიკური მარაგის  კუთხით მხოლოს სამ მოსწავლეს ჰქონდა კარგი შედეგი, ამიტომ გადავწყვიტე ამ კუთხით  თითქმის მთელ კლასთან  წარმემართა მუშაობა. გადავწყვიტე საშინაო დავალებად მიმეცა ლექსიკური ერთეულების დამუშავება „სიტყვის პირამიდისა“ და „სიტყვის ცნების რუკის „გამოყენებით. მართალია თავიდან გაუჭირდათ დამოუკიდებლად , მაგრამ ნელ-ნელა ნაკლები ხარვეზებით მუშაობენ.  ასევე, ჯგუფებში და წყვილებში  ასრულებდნენ სიტყვების დაწყვილებას, მსგავსი და საპირისპირო სიტყვების დაჯგუფებას,  გავააქტიურეთ სიტყვების კედელის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, ახალი ლექსიკური ერთეულებით  წინაადადებების შედგენა.
 სასწავლო წლის ბოლოს მინდა ავღნიშნო. რომ მოსწავლეთა უმრავლესობას შეუიძლია გამომეტყველებით წაკითხვა, ცდილებენ სასვენი ნიშნების დაცვას, შეუძლიათ ერთმანეთისა და საკუთარი წაკითხულის შეფასება.

დიდ ყურადღებას ვაქცევ სასწავლო პროცესში თვალსაჩინოებების გამოყენებას . ვცდილობ სასწავლო რესურსები ხელმისწვდომი იყოს კლასში ბავშვებისათვის . შეუძლიათ მათი დახმარებით  ცოდნის ამაღლება ინდივიდუალურად და ამხანაგთან თანამშრომლობით.  მოსწავლეები წყვილებში და ჯგუფებში მუშაობით ,თვითონ ქმნიან  დამხმარე გრაფიკული სქემებს, იყენებენ მათემატიკურ მანიპულატივებს , რიცხვით ღერძს, მათემატიკისა და კითხვის პლაკატებს, და სხვა თვალსაჩინოებებს , რომლებიც მათ ცოდნის აგებასა და კონსტრუირებაში ეხმარებათ.
წლის განმავლობაში გავიარე საგნობრივი ტრენინგი „შერუნებული საკლასო ოთახი“, რომლის მიხედვითავ ჩავატარე გაკვეთილი ბუნებაში თემაზე „ვულკანი“. მეორე ტრენინგი „შავი ზღვის სკივრი“, რომლის ფარგლებში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი მეოთხე კლასში-თემაზე „შავი ზღვის ფირნველები“,  მასწავლებლებთან ნაზი საპანაძესა და ნორა მინდიაშვილტან ერთად. სამოდელო ინტეგრირებული  გაკვეთილი კი ჩავატარე მეორე კლასში იგივე თემაზე, აქ მოვახდიე ქართულის, მთემატიკისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირება.
წიგნიერების დონის ამაღლებას ეთმობა კლასში თანამედროვე საბავშვო მწერლების ნაწარმოებების შესწავლა,  უფროსკლასელთა, მშობელთა  და მოწვეულ სტუმართა მიერ  საჯარო კითხვა და განხილვა.  10  მაისს კი კითხვის ჯგუფის სხვა მოსწავლეებთან ერთად მეორეკლასელბმა  მწერალ დავით კლდიაშვილის აივნზე, სადაც ერთ დროს "სიმონეთური შეხვედრები "იმართებოდა წაიკითხეს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების : ირმა მალაციძის ("პოეტი ფისო", "ინდაური ჭუკი ცაცა","იაკო", "გოჭების ლანჩი", "თინეიჯერი ბატი", "დათვი და ხელადა", "მხეცების ზღაპარი", "ლუკა და გეოგრაფია', "ცუგრიების ენა","ბურთი", "გამრავლების ტაბულა","ალუბალი", 'ლომმი და მელა", "მელაკუდას წინდები", "ლოკოკინა სახელად ქერამუჭა", "ვირიკელას მეჯლისი" ), ვასო გულეურისა ("ხბო", "კნუტი და თაგუნები", "მელაკუდას სორო", "ჩანთა","ტიტული","სპილო",) და მარიამ წიკლაურის ("იყო და არა იყო","ვის უკვირს?","მაღაზია", "მზის ხვავი","ფუტკარი", "შინისაკენ","აბაზანაში","სხეული", "ზებრა გადასასვლელი", "ჭკვიანი ჭუკები","პაპას ბიჭი","დაბადების დღე","ზღვა") ნაწარმოებები. უფროსკლასელებიდან მეორეკლასელებს სტუმრობდნენ ხათუნა სულამანიძე, ირმა ბრეგაძე და გიორგი ქემოკლიძე. რაც შეეხება მშობელთა ჩართულობას გრძელდება აქტივობა „ვკითხულობთ შვილებთან ერთად“, რომელიც პირველ კლასში დავიწყეთ. მშობლება გათავისებული აქვთ ამ აქტივობის დადებითი მნიშვნელობა მათი შვილების წიგნიერების განვითარებაზე და სიამოვნებით თანამშრომლობენ.
პირველი მწერალი ,რომელსაც მეორე კლასელები გაეცვნენ ეს იყო ნორჩი მწერალი გელუკა ბუიღლიშვილი, რომელთან შეხვედრაც პედაგოგ ნინელი სულამანიძის ორგანიზებით გაიმართა.
მეორეკალსელებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს  საგაზაფხულო  და პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში;
ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით(ხელმძღვანელი; თამრიკო ქოჩიაშვილი)  გამართულ ღონისძიებაში ბავშვებმა წაიკითხეს და იმღერეს გაზაფხულის თემაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები .
გამოვყოფდი ისტორიის მასწავლების ქალბატონ ნინელი სულამნიძისა და კითხვის ჯგუფის წევრის შორენა გვენეტაძის მიერ საბავშვო მოთხრობების წაკითხვასა და  დისკუსიას  ბავშვებისათვის   საინტერესო საკითხებზე.  მადლობას ვუხდი მათ თანამშრომლობისათვის.
ევერესტის საგაზაფხულო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღეს გ. გოგოლაშვილმა, თ, ბარდაველიძემ, ა. სულამანიძემ, ქ.ტოფაძემ, ი.ბუცხრიკიძემ, ლ.ბოგვერაძემ, ა.გიორგაძემ. აქედან გიორგი გოგოლაშვილმა, ნიკა რობაქიძემ  და თენგიზ ბარადაველიძემ , როგორც მაღალქულიანმა მოსწავლეებმა მონაწილოება მიიღეს ოლომპიადის მეორე ტურში. ხოლო გიორი გოგოლაშვილი მოხვდა ფინალში და მონაწილეობა მიიღო „ოქროს ტურში“.
წლის ბოლოს მოვწყვეთ ექსკურსია ქუთისში, დავთვალიერეთ გელათის მონასტერი და პრომეთეს მღვიმე.

მადლობას ვუხდი თანამშრომლობისათვის კლასში შემავალ მასწავლებლებს თამთა გოგაბერიშვილს და თამრიკო ქოჩიაშვილს,  კითხვის ჯგუფის პედაგოგებს მაია გიორგაძეს, ნაზი საპანაძეს,ლამზირა მემანიშვილს, ნარგიზ აბულაძეს, შორენა გვენეტაძეს, ნესტან გოგოლაშვილს, მარეხი ლიკლიკაძეს . ბუნებისმეტყელების, მათემატიკის, ქართულისა და ესთეტიკის კათედრის ხელმძღვანელებს ირმა გიორგაძეს, ინგა ქასრაშვილს, ნესტან გოგოლაშვილს და თამარ ქოჩიაშვილს თანამშრომლიბისათვის, ხშირად მქონია მიმიღია მათგან  როგორც ინდივიდუალური კონსულტაციები, ასევე მონაწილეობას ვღებულობდი მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში.  კითხვის ჯგუფის ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში ჩვენს გვერდით იდგა ნანა მასწავლებელი , როგორც კლასის ხელმძღვანელი, რადგან როგორც თვითონ ამბობს, სხვაგვარად არ შეიძლება, ამ საქმეს ასე სჭშირდებაო. ამიტომ , მას მადლობა  პერსონალურად ჩემგან. ვერ გამოვტოვებ ინგულას და სკოლი ექიმს , რომლებთანაც ძალიან საქმიანი და თანამშრომლობითი ურთერთობა მაქვს მეც და ჩემს მოსწავლეებსაც.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"