ვასო გულეურის "პინგვინი მაცივარი"
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ავტორი: ელისო ჯანელიძე
|
||||||||||||||||
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი: I I თარიღი: 17 მარტი 2017 წ.
|
|||||||||||||||
თემა: ვასო გულეურის „პინგვინის მაცივარი“
|
დრო: 90 წთ.
|
|||||||||||||||
გაკვეთილის
ამოცანები/სწავლის შედეგები( ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები);
·
დამხმარე
გრაფიკული სქემის(„სიტყვის/ ცნების რუკა“)და
შესაბამისი აუდიო მასალის გაცნობით გაიმდიდრებან ლექსიკურ მარაგს;
·
კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით( „კითხვის
დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვები“, „მოვლენათა ჯაჭვი“, „ხუთი კითხვა“, „მკითხველის
დღიური“) დახმარებით შეძლებენ წაკითხული
ტექსტის გაგება-გააზრებას;
|
||||||||||||||||
ეროვნულლი სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი
მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
|
||||||||||||||||
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმები:
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში
და ინდივიდუალურად .
|
||||||||||||||||
აკვეთილზე გამოყენებული
ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
საშინაო დავალება;
სიტყვის ცნების რუკა;
მინი -ლექცია-აუდიო
მასალის გამოყენებით;
„კითხვის დროს დაუსვი
შენს თავს შეკითხვები“
დიახ/არა ბარათები;
„ხუთი კითხვა“;
„მოვლენათა ჯაჭვი“;
ხუთსტრიქონიანი ლექსი;
„მკითხველის დღიური“
გასასვლელი ბარათები;
|
||||||||||||||||
სასწავლო მასალა
და რესურსები:
ვასილ გულეურის „პინგვინის მაცივარი“ , G-pried-ის საკითხავი წიგნი;
ფორმატის ფურცელი;
პლაკატი-„კითხვის დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვები“
სამუშაო ფურცლები, მარკერები;
ბუკი, პროექტორი;
|
||||||||||||||||
გაკვეთილის
მსვლელობა
|
||||||||||||||||
I
ფაზა- წაკითხვამდე
საშინაო დავალება
5 წთ
მთელ კლასთან
განვხილავ საშინაო დავალებად მიცემულ სიტყვის/ცნების რუკას-პინგვინზე
და ლურჯ ვეშაპი.
მინი -ლექცია
აუდიო მასალის გამოყენებით----10წთ
იხილეთ ბმულები
-აისბერგი, ანტარქტიდა, გალაპაგოსის კუნძულები;
მოლოდინების
რუკა-3წთ
შესრულებული აქტივობების საუძველზე მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან მოლოდინები-
რაზე იქნება მოთხრობაში საუბარი? როგორი ხასიათის იქნება ნაწარმოები? ვინ იქნებიან
მთავარი გმირები? რას გააკეთებენ ისინი? სად განვითარდება მოქმედებები?
პლაკატი-„კითხვის
დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვები“—5წთ
მოსწავლეებს წარვუდგენ ვასო გულეურის ლექსს „პინგვინის მაცივარი“, გავაცნობ
გაკვეთილის მიზანს. ვაჩვენებ პლაკატს „კითხვის დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვები“,ავუხსნი
,რომ მისი მიხედვით მოხდება ტექსტის დამუშავება.
გავაცნობ პლაკატის სტრუქტურას.
საჩვენებელი
კითხვა 2 წთ
პირველ სტროფს
წავიკითხავ საჩვენებელი კითხვით.
|
||||||||||||||||
II
ფაზა-კითხვის
დროს 20 წთ
ტექსტს მთელი კლასი კითხულობს გაგრძელებით(თითო სტროფს თითო ბავშვი). პლაკატის სტრუქტურიდან გამომდინარე მოხდება წყვეტა
შესაბამის ადგილებზე და დისკუსიის წარმართვა კითხვების მიხედვით.
|
||||||||||||||||
ΙΙΙ ფაზა-კითხვის
შემდეგ
|
||||||||||||||||
დიახ/არა ბარათები
4 წთ
ამ ლექსში მოქმედება ხდება კუნძულ ანტარქტიდაზე;
პინგვინს ტელევიზორი გაუფუჭდა;
პინგვინს წუხს რომ აისბერგმა დნობა დაიწყო;
მან მაცივრის ყიდვა გადაწყვიტა;
პინგვინმა ტოშიბას ფირმის მაცივარი შეარჩია;
ლურჯმა ვეშაპმა პინგვინს კუნძულ გალაპაგოსიდან საგანგებოდ ჩამოუტანა
მაცივარი.
ხუთი კითხვა
5 წთ
მთელი კლასი
მთელ კლასთან ერათად შევავსებ სქემას -5 კითხვა.
მოვლენათა ჯაჭვი
8 წთ
ჯგუფური მუშაობა
კლასს დავყოფ ჯგუფებად, ისინი შეავსებენ სქემას „მოვლენათა ჯაჭვი“.
ჯგუფიდან ერთი წარმომადგენელი პრეზენტაციით წარმოადგენს ნამუშევარს.
ხუთსტრიქონიანი
ლექსი 10 წთ
მთელი კლასი
მთელ კლასთან კითხვების დახმარებით შევავსებ ხუთსტრიქონიან ლექსს.
ფრინველი
წუნია მსუნაგი
დაბაჯბაჯებს სრიალებს ცურავს
თევზი და მოლუსკი მაცივარში ულაგია.
პინგვინი
მკითხველის
დღიური 8 წთ
მოსწავლები წყვილებში შეავსებენ სქემას -მკითხველის დღიური . გააკეთებენ
პრეზენტაციას, ისაუბრებენ რა დახატეს , რატომ , რა განწყობა დაეუფლათ კითხვის დროს.
გასასვლელი
ბარათები 3 წთ.
ინდივიდუალური მუშაობა
მოსწავლეებს დაურიგდებათ ინდივიდუალური სამუშაო , რომელითაც გამოვლინდება
რამდენად გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი; ბარათებს მოათავსებენ გასასვლელი ბარათების ყუთში.
გაკვეთილის
შეჯამება 5წთ.
მოსწავლეებთან ერთად მიმოვიხილავ გაკვეთილზე განხორციელებულ აქტივობებს,
რა შევისწავლეთ დღეს, რომელი აქტივობა მოეწონათ და რატომ.
საშინაო დავალების
დანიშვნა 2 წთ
ვასო გულეურის ლექსი „პინგვინის მაცივარი“ გამომეტყველებით კითხვით და
მოყოლით.
დახატეთ რომელიმე ეპიზოდი.
ამოიწერეთ ტექსტიდან საგნის სახელები.
|
||||||||||||||||
Комментарии
Отправить комментарий