სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის
ტიპი
|
ინტეგრირებული
|
შესავალი
|
გეგმაში მოცემული აქტივობები აგებულია კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტულ
მოდელზე და საგნების (ბუნებისმეტყველება/მათემატიკა/ქართული ენა და ლიტერატურა) ინტეგრირებაზე. ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის
გამთლიანებას , შეძენილი ცოდნისა და უნარების
ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანთლებლო ლიტერტაურაში „ტრანსფერს“უწოდებენ.
მოცემული გეგმა შეუძლია გამოიყენოს საბაზო საფეხურის მასწავლებლებმაც, როგორც ინტეგრირებული,
ისე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩასატარებლად. გეგმაში არ იკევთება
დომინანტი საგანი, სამივე დისციპლინა (ბუნებისმეტყველება/მათემატიკა/ქართული ენა
და ლიტერატურა) თანაბრად არის შერწყმული ერთმანეთთან. მასწავლებლებს შეუძლიათ დაგეგმილი
აქტივობები ჩაანაცვლონ სხვა აქტივობებით, წარმოდეგნილი მოდიფიცირებული ტექსტის მაგივრად შემოიტანონ ტექსტის სრულყოფილი ვარიანტი. გეგმა მოიცავს ორ საგაკვეთილო დროს.
|
გაკვეთილის
თემა
|
„შავი ზღვის ფრინველები“
|
საგანი /ინტეგრირებული
საგნები /მასწავლებელი
|
ბუნებისმეტყველება/მათემატიკა /ქართული ენა და ლიტერატურა
ელისო ჯანელიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი
II კლასი
|
თარიღი
|
13.06.2017წ.
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
13 მოსწავლე
|
აქტუალობა
|
გაკვეთილი გაუღრმავებს მოსწავლეებს ცოდნას შავი ზღვის ფრინველებისა და
გარემოს სპეციფიკის შესახებ.პრაქტიკული დავალებებით გამოუმუშავდებათ შედარებისა და
დასკვნების გამოტანის უნარი,მსჯელობა/დასაბუთებით სიღრმისეულად ჩაწვდებიან ახალი მასალას, მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს.
|
სასწავლო მიზნები
და მოსალოდნელი შედეგები:
|
გაკვეთილის
ამოცანები/სწავლის შედეგები:
·
მოსწავლე შეძლებს მათემატიკური გამოთვლებით დაადგინოს შავი ზღვის ფრინველების (დიდი კოკონა, ჭრელნისკარტა
თევზიყლაპია, ქოჩორა ყვინთია ) სხეულის,
გაშლილი ფრთების სიგრძე და წარმოადგინოს
ცხრილის სახით.
·
მოსწავლე შეძლებს ტექსტიდან კონკრეტული ინფორმაციის
ამოკრებით აღწეროს და დაახასიათოს შავი ზღვის ფრინველების ზოგიერთი გარეგნული ნიშანი
და ქცევა ;
|
კავშირი ესგ-თან
|
ბუნ.II.1.მოსწავლესშეუძლიაცხოველისსხეულისძირითადინაწილებისაღწერა.
·
ასახელებს ორგანიზმის ძირითად
ნაწილებს, გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის
შესახებ;
ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.
·
ორგანიზმის
ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ.
საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
მათ. II.5. მოსწავლეს
შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
· ამოცანისპირობისმიხედვითგანსაზღვრავს,
თურაარისმოცემულიდარაარისსაძებნი;
·
ირჩევსშესაბამისმოქმედებას, მისიშესრულებისხერხსანმოდელსმარტივიამოცანისამოსახსნელად
(მაგალითად,შეკრება, გამოკლება, ერთეულისბიჯითწინანუკუთვლა;
საგანთაგროვაანრიცხვითიკიბე);
მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების
მოწესრიგება.
·
განალაგებს მონაცემებს მოცემული
თანმიმდევრობით ;
· მონაცემთა ერთობლიობის ყოველ მონაცემს მიუჩენს ადგილს რომელიმე
მოცემულ ჯგუფში.
მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
·
სიტყვიერადაღწერს/განმარტავსმონაცემთაუმარტივესცხრილს.
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის
გაშიფვრა.
·
პოულობს და კითხულობს ტექსტში
მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და
მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
·
ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე
დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში ;
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას;
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
·
ცდილობს, განმარტოს უცნობი
სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს;
|
მოსწავლეთა
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ორნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულება (შეკრება
და გამოკლება) და მათი გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. შეუძლიათ განასხვავონ ერთმანეთისაგან
შინაური და გარეული, გადამფრენი და მკვიდრი ფრინველები. გამოყონ სხეულის ნაწილები-ნისკარტი,
ბულბულის შეფერილობა და ა. შ. გამომუშავებული
აქვთ ჩუმი/დამოუკიდებელი კითხვისა და წერის უნარები.
|
გაკვეთილზე
გამოყენებული მეთოდები:
|
სიტყვის /ცნების რუკა-ფრინველი;
გასეირნება გალერეაში;
ამოცანების ამოხსნა და ცხრილის შევსება;
სიტყვის პირამიდა;
იპოვე და განმარტე;
დამოუკიდებელი კითხვა და გრაფიკული მაორგანიზებლის შევსება;
ზღვისა და ტყის ფრინველების კოლაჟის შექმნა;
ქვიზი;
„ გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე “: „მე აღმოვაჩინე , რომ...“
|
გაკვეთილის
მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა - გამოწვევა
მეთოდი -სიტყვის
ცნების რუკა;
მოსწავლეთა
ორგანიზება-მთელი კლასი;
აქტივობა
1. სიტყვის/ცნების რუკის შევსება.
დრო-7 წთ
მიზანი-წინარე
ცოდნის გააქტიურება;
აღწერა-მასწავლებელს
დაფაზე აქვს გაკრული სქემა სიტყვის/ცნების რუკა (იხ. დანართი 1). სთხოვს მოსწავლეებს
გაიხსენონ რა არის ფრინველი, მისი ძირითადი მახასიათებლები( სხეულის ნაწილები, კვება,
საცხოვრისი), გარეული და შინაური ფრინველები.
მეთოდი - გასეირნება
გალერეაში
მოსწავლეთა
ორგანიზება - მთელი კლასი
აქტივობა 2
. შავი ზღვის ფრინველების ფოტოების დათვალიერება
დრო - 10 წთ
მიზანი - შესასწავლ
ობიექტებზე დაკვირვება და ვარაუდების გამოთქმა;
აღწერა - მასწავლებელს
გაკრული აქვს პლაკტი -„შავი ზღვა“ და „სიცოცხლე შავ ზღვაში“, რომელზეც არის შავი
ზღვის ფრინველების ფოტოები (იხ.დანართი 2 ). იგი მოსწავლეებს სთავაზობს გალერეაში
გასეირნებას. დააკვირვებს და სთხოვს ყურადღება
გაამახვილონ ფრინველების ორგანიზმის ძირითად
ნაწილების ( კუდი, ნისკარტი, ფეხები, ბუმბული)
შეფერილობაზე და ზომებზე. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდები გაკვეთილის
თემის შესახებ. ამ საკითხებზე დისკუსიის დროს გამოიყენებს გამოსაძახებელ ჩხირებს
.
II ფაზა
მეთოდები: კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული
მოსწავლეთა
ორგანიზება - წყვილი
დრო - 20 წთ
აქტივობა 3.
ამოცანების ამოხსნა და ცხრილის შევსება.
მიზანი
- გაკვეთილის თემისა მიზნის გაცნობა, მოსწავლეებისმიერ ამოცანების
ამოხსნით შესასწავლი ობიექტების სხეულისა და გაშლილი ფრთების სიგრძის დადგენა , მიღებული
მონაცემებით ცხრილის შევსება .
აღწერა-მასწავლებელი
გააცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
მასწავლებელს დაფაზე გაკრული ექნება კონვერტში ჩადებული ამოცანები (იხ.დანართი 3). 6 წყვილი იმუშავებს მათ ამოხსნაზე . თითოეული
გააკეთებს პრეზენტაციას და მიღებული მონაცემებით შეავსებენ ცხრილის შესაბამის გრაფას. (იხ. დანართი 3). მასწავლებელი
სთხოვს ბავშვებს ხელის ნიშნებით შეაფასონ
შესრულებული აქტივობა;
აქტივობა 4.
„იპოვე სურათზე საგანი და განმარტე“, „იპოვე
რუკაზე კუნძული და განმარტე“, „სიტყვის პირამიდა“;
მიზანი-ლექსიკური
მარაგის გამდიდრება
მოსწავლეთა
ორგანიზება-მთელი კლასი
დრო- 8 წთ
აღწერა -მასწავლებელს
დაფაზე აქვს დაწერილი სამი სიტყვა: წყალმცენარე, უხერხემლოები და კუნძული. მასწავლებელი
დააკვირვებს მოსწავლეებს პლაკატზე „სიცოცხლე შავ ზღვაში“ და სთხოვს ამოიცნონ
მასზე წყალმცენარე . შეეცადონ განმარტონ მისი მნიშვნელობა. საჭიროების შემთხვევაში
თვითონ დაეხმარება. პედაგოგი შეახსენებს მოსწავლეებს შესწავლილ ლექსს, ვასო
გულეურის „პინგვინის მაცივარი“ და სთხოვს გაიხსენონ საიდან ჩამოუტანა ლურჯმა ვეშაპმა
პინგვინს მაცივარი? ბავშვები გაიხსენებენ კუნძულ გალაპაგოსს, იპოვიან ფიზიკურ რუკაზე
კუნძულს და ახსნიან რას ნიშნავს . სიტყვას -უხერხემლოები მასწავლებელი განმარტავს
მთელი კლასის წინაშე და ავსებს მათთან ერთად „სიტყვის პირამიდას“ (იხ. დანართი 4 ).
აქტივობა:
5 ტექსტის დამოუკიდებელი კითხვა,სქემის შევსება.
მიზანი
- შესაბმისი ინფორმაციის ამოკრება , ცხრილსა
და გრაფიკულ მაორგანიზებელში წარმოდგენილი მონაცემების შედარება და მსჯელობით დასკვნებისგაკეთება.
მოსწავლეთა
ორგანიზება-ჯგუფური
დრო-20 წთ
აღწერა -მასწავლებელი
კლასს დაყოფს 3 ჯგუფად , თითოეულს ურიგებს
ტექსტის შესაბამის მონაკვეთს (იხ.დანართი 5); მოსწავლეები მწვანე შუქნიშნის გამოყენებით ანიშნებენ
მასწავლებელს კითხვის დასრულებას.ჯგუფების პრეზენტაციის დაწყებამდე მასწავლებელი
დააზუსტებს ,მათ მონაკვეთში იყო თუ არა რომელიმე გაუგებარი სიტყვა ან ფრაზა. პედაგოგი შეეცდება მოსწავლეთა დახმარებით
განმარტოს ისინი. საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თვითონაც.
თითოეული ჯგუფის მიერ ამოკრებილი
ინფორმაციით მასწავლებელი შეავსებს გრაფიკული მაორგანიზებლის შესაბამის გრაფას. (იხ.დანართი 6) .
პრეზენტაციის დროს მასწავლებელი
შესთავაზებს მოსწავლეებს შეადარონ ერთმანეთს ამოცანების შედეგები და გრაფიკულ
მაორგანიზებელში წარმოდგენილი მონაცემები.
III ფაზა -
წაკითხვის შემდეგ/ რეფლექსია, განმტკიცება
მეთოდი-ტყისა
და ზღვის ფრინველების კოლაჟის შექმნა
მოსწავლეთა
ორგანიზება -მთელი კლასი
აქტივობა
6. გამოიცანი ფრინველები
დრო-12 წთ
მიზანი-ახალი
მასალის ათვისების შემოწმება
აღწერა- მასწავლებელი
ყუთში ალაგებს ფრინველთა ფოტოებს (ტყის და ზღვის ფრინველები) . დაფაზე გაკრული
ექნება შავი ზღვის და ტყის ნახატი. გამოსაძხებელი
ჩხირების გამოყენებით მოსწავლეები ყუთიდან
იღებენ ფოტოს , ამოიცნობენ შავი ზღვის ფრინველს აწებებენშავი ზღვის პლაკატზე, ხოლო ტყის ფრინველეს -ტყის პლაკატზე.
მეთოდი-ქვიზი
მოსწავლეთა
ორგანიზება - ინდივიდუალური
აქტივობა 7.
ქვიზი
დრო - 8 წთ
მიზანი - ახალი
მასალის ათვისების შემოწმება
აღწერა-მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს ინდივიდუალურად სამუშაო ქვიზებს (იხ.დანართი 7) , ისინი იმუშავებენ დამოუკიდებლად.
მეთოდი - გაკვეთილის
შეჯამება/შეფასება, თვითშეფასება
მოსწავლეთა
ორგანიზება - მთელი კლასი
დრო- 3 წთ
მიზანი - მოსწავლეებმა
გააკეთონ დასკვნები შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით;
აქტივობა 9.
„ გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე “: „მე
აღმოვაჩინე , რომ...“ (იხ.დანართი 8);
აღწერა-მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს ინდივიდუალურ სამუსაოს „მე აღმოვაჩინე, რომ .... „ ბავშვები
დამოუკიდებლად მუშაობენ და აბარებენ მასწავლებელს ნაშრომებს.
შემდეგ პედაგოგი აფასებს მოსწავლეებს
შეფასების შაბლონების მიხედვით.(იხ. დანართი 11)
აქტივობა 9.
საშინაო დავლების მიცემა
მოსწავლეთა
ორგანიზება-მთელი კლასი
დრო 2 წთ
მიზანი - ცოდნის
განმტკიცება
აღწერა მასწავლებელიმოსწავლეებს
ავალებს მოიძიონ ინფორმაცია
ზღვის ფრინველის -თოლიას შესახებ
და შეავსონ გრაფიკული მაორგანიზებელი- საცხოვრისი, კვება, გარეგნობა. (იხ, დანართი
9)
თოლიას ორგანიზმის ნაწილების
მონაცემების საფუძველზე შეადგინონ
ამოცანები შეკრებისა და გამოკლების
მოქმედებების გამოყენებით.
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები;
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, ჯგუფებში და ინდივიდულაურად;
|
შეფასება/თვითშეფასება
|
განმავითარებელი შეფასება-შუქნიშნის ფერები, გამოსაძახებელი ჩხირები,
ხელის ნიშნები;
შეფასების რუბრიკა (იხ.დანართი 10).
|
სასწავლო რესურსები
|
·
პლაკატები:
„შავი ზღვა“, „სიცოცხლე შავ ზღვაში“;
·
საკითხავი მასალა-http://ncp.ge/files/Black-Sea-Box/Teacher-Guide%E2%80%93Part-2.pdf;
მოდიფიცირებული ტექსტი-„შავი ზღვის ფრინველები“;
·
ზღვის და ტყის ფრინველების ფოტოები;
·
დაბეჭდილი ამოცანები, მარკერები; თვითნაკეთი პლაკატი
შავი ზღვა და ტყე.
·
საკლასო და საშინაო დავალებების სქემები( სიტყვის/ცნების
რუკა, სიტყვის პირამიდა, გრაფიკული მაორგანიზებელი).
·
ქვიზი;
|
დანართი 1.

დანართი 2.



დანართი 3.
ამოცანა
დიდი კოკონას სხეულის სიგრძე 49 სმ-ია, რაც 11 სმ-ით მეტია თევზიყლაპიას სხეულის სიგრძეზე.
რას უდრის თევზიყლაპიას სხეულის სიგრძე?
ამოცანა
თევზიყლაპიას სხეულის
სიგრძე 38 სმ-ია, დიდი კოკონასი 11-სმ-ით მეტი. იპოვეთ დიდი კოკონას სხეულის სიგრძე?
ამოცანა
დიდი კოკონას გაშლილი ფრთების
სიგრძე 88 სმ-ია, რაც 18 სმ-ით მეტია ქოჩორა ყვინთიას გაშლილი ფრთების სიგრძეზე. რას უდრის ქოჩორა
ყვინთიას გაშლილი ფრთების სიგრძე?
ამოცანა
თევზიყლაპიას გაშლილი
ფრთების სიგრძე 93 სმ-ია, ხოლო დიდი კოკონასი 5-ით ნაკლები. რას უდრის დიდი კოკონას გაშლილი ფრთების სიგრძე
ამოცანა
ქოჩორა ყვინთიას
გაშლილი ფრთების სიგრძე 70 სმ-ია,რაც 23 სმ-ით ნაკლებია ჭრელნისკარტა თევზიყლაპიას
გაშლილი ფრთების სიგრძეზე. რას უდრის ჭრელნისკარტა
თევზიყლაპიას გაშლილი ფრთების სიგრძე?
ამოცანა
დიდი კოკონას სხეულის
სიგრძე 49 სმ-ია, ქოჩორა ყვინთიასი 7-ით ნაკლები.
რას უდრის ქოჩორტა ყვინთიას სხეულის სიგრძე?
ფრინველი
|
სხეულის სიგრძე
|
გაშლილი ფრთების სიგრძე
|
დიდი კოკონა
|
49 სმ
|
88 სმ
|
ჭრელნისკარტა თევზიყლაპია
|
38 სმ
|
93 სმ
|
ქოჩორა ყვინთია
|
42 სმ
|
70 სმ
|
დანართი 4.

დანართი 5.
შავი ზღვის ფრინველები
პირველი ჯგუფი

შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან ამოზიდული კლდოვანი
კუნძულები ფრინველთა საბუდარია. ამ ადგილებს ეტანებიან ჩვამები და ყვითელფეხა თოლიები.
სანაპიროს გარდა , ზღვის ფრინველების საცხოვრისები
ღია ზღვაშიც გვხვდება. ზღვის ფრინველი,
ხმელთაშუაზღვის ქარიშხალა, ზღვაზე იკვებება, ისვენებს და ძინავს. ხმელეთზე კი მხოლოდ
კვერცხს დებს.
მეორე ჯგუფი


ქოჩორა ყვინთია, ზღვის ფსკერზე მცხოვრები უხერხემლოებით
იკვებება; სანაპიროს სუფთა წყლების წყალმცენარეებით იკვებებიან გედები და მელოტები.
მესამე ჯგუფი



გრაფიკული მაორგანიზებელი
შავი ზღვა ფრინველების
საცხოვრისი
|
როგორ იკვებებიან
შავი ზღვის ფრინველები?
|
გარეგნული ნიშნების
მიხედვით აღწერე შავი ზღვის ფრინველები
|
შავი ზღვა თევზით მდიდარია და
ზამთარში არ იყინება.
შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს კლდოვანი კუნძულები ფრინველთა საბუდარია. აქ ცხოვრობენ ჩვამები და ყვითელფეხა თოლიები.
ღია ზღვაში იკვებება, ისვენებს და ძინავს ხმელთაშუაზღვის ქარიშხალა,
რომელიც კვერცხს ხმელეთზე დებს.
|
შავი ზღვის ფრინველები იკვებებიან თევზებით, უხერხემლოებით და წყალმცენარეებით.
თევზებს ეტანებიან ვარხვები,
ხმელთაშუაზღვის ქარიშხლები, თოლიები, ჩვამები და თევზიყლაპიები.
ქოჩორა ყვინთია, ზღვის ფსკერზე მცხოვრები უხერხემლოებით იკვებება.
წყალმცენარეებით იკვებებიან გედები და მელოტები.
|
დიდი კოკონას
სხეულის სიგრძე 49 სმ-ია,
გაშლილი ფრთებისა კი 88 სმ. მას წვრილი კისერი
და გრძელი ნისკარტი აქვს. ზაფხულს ტბაზე ატარებს , ზამთარს კი შავ ზღვაზე. ზამთარში
სახე თეთრი აქვს , ზაფხულში კი მოწითალო ბუმბულების გამო წითური.
ჭრელნისკარტა
თევზიყლაპიას სხეულის სიგრძე
38 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა კი 93 სმ. ნისკარტი და ქოჩორი შავი აქვს, ნისკარტის
წვერი კი ყვითელი. კუდი ჩანგალს მიუგავს.
ზამთარში ქოჩორი ცვივა და მელოტდება. ის საკმაოდ ხმაურიანი ჩიტია. მისი მჭახე „ყი-ყი-ნი“
ძალიან შორს ისმის.ის მაღლა ცაში აიჭრება და იქიდან ქვასავით ვარდება წყალში. რამდენიმე
წამში უკვე თევზი დაჭერილი ჰყავს.
ქოჩორა ყვინთიას
სხეულის სიგრძე 42 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა კი 70სმ. ის პატარა მყვინთავი იხვია მრგვალი
თავით. მამალ ყვინთიასგრძრელი და მეჩხერი(ხშირი
არ არის,)ქოჩორი აქვს, დედალს კი უკან გადავარცხნილი ქოჩორი კიკინას მიუგავს.
|
დანართი 7.
ქვიზი
1.იმ
ფრინველის სახელს მისი ნისკარტის უცნაურობა განსაზღვრავს
ა) ჩვამა ბ) დიდი კოკონა გ)ჭრელნისკარტა თევზიყლაპია
2. მისი გაშლილი
ფრთების სიგრძე 70 სმ-ია
ა) ქოჩორა ყვინთია ბ) ჭრელნისკარტა თევზიყლაპია გ)დიდი კოკონა
3. მას წვრილი
ნისკარტი და გრძელი კისერი აქვს
ა) ჭრელნისკარტა
თევზიყლაპია ბ) დიდი კოკონა გ) ქოჩორა ყვინთია
4. ამ ფრინველის
კუდი ჩანგალს წააგავს
ა) ჭრელნისკარტა
თევზიყლაპია ბ) დიდი კოკონა
გ) ქოჩორა ყვინთია
5. დიდი კოკონას
სხეული სიგრძე 49 სმ-ია, ხოლო თევზიყლაპიასი
38 სმ. რამდენით ნაკლებია თევზიყლპიას სხეულის
სიგრძე, დიდი კოკონას სხეულის სიგრძეზე?
ა)10სმ-ით ბ) 12 სმ-ით გ) 11 სმ-ით
6. უხერხემლოები
ეწოდება ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებსაც
ა)ხერხემალი არა
აქვთ ბ) ხერხეამალი აქვთ გ) დიდი ფეხები აქვთ
დანართი 8.
ტექსტის სათაური:------------------------------------------------------------
მე აღმოვაჩინე,
რომ...
დანართი 9. საშინაო დავალება
შეავსეთ ცხრილი
თოლია
|
საცხოვრისი
|
კვება
|
გარეგნობა
|
|
|
|
დანართი 10.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
![]() ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ასრულებს მათემატიკურ გამოთვლებს და შეაქვს მონაცემები
ცხრილში
|
ვერ შეასრულა მათემატიკური გამოთვლები . არ შეუვსია
ცხრილი.
|
რესურსის(რიცხვითი ღერძი, ) , სკაფოლდინგის გამოყენებით შეძლო მათემატიკური გამოთვლის შესრულება
და ცხრილის შევსება.
|
დავალების შესრულებაში აქტიურად მუშაობსმეწყვილესთან
ერთად.
|
დავალების შესრულებაში აქტიურად არის ჩართული მეწყვილესთან
ერთად, პრეზენტაციის დროს არგუმენტირებულად იმსჯელა შესრულებული დავალების ირგვლივ
.
|
ამოკრიბა კონკრეტული ინფორმაცია შავი ზღვის ფირნველების
გარეგნული ნიშნებისა და ქცევის შესახებ;
|
გაუჭირდა ტექსტში მოცემული ინფორმაციის ფორმულირება
გრაფიკული მაორგანიზებლის შესაბამისი გრაფის შევსების დროს.
|
ამოკრიბა ტექსტში მოცემული ინფორმაცია , პრეზენტაციის
დროს ინფორმაციის სწორად ფორმულირებისათვის
დასჭირდა ჯგუფის წევრების დახმარება.
|
ამოკრიბა ტექსტში მოცემული ინფორმაცია, პრეზენტაციის
დროს დამოუკიდებლად შეძლო ინფორმაციის გრაფიკული მაორგანიზებლის შესაბამისი გრაფის
მიხედვით ფორმულირება;
|
დამოუკიდებლად ამოკრიბა ტექსტში მოცემული ინფორმაცია,
პრეზენტაციის დროს დამოუკიდებლად შეძლო ინფორმაციის გრაფიკული მაორგანიზებლის შესაბამისი
გრაფის მიხედვით ფორმულირება;
|
![]() |
დანართი 11. შეფასების
შაბლონები

Комментарии
Отправить комментарий