გაკვეთილის გეგმა : "ვის რა აცვია?"
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ავტორი: ელისო ჯანელიძე
|
|
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი: I I
|
თემა: სამოსი
|
დრო: 45 წთ.
|
გაკვეთილის
ამოცანები/სწავლის შედეგები( ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები);
·
დამხმარე
გრაფიკული სქემების(„სიტყვის/ცნების რუკა“, „სიტყვის პირამიდა“) გა მოყენებით გაიმდიდრებან
სამოსთან დაკავშირებულ ლექსიკურ მარაგს.;
·
შესაბამისი ცხრილის
დახმარებით
შეძლებენ წაკითხული ტექსტიდან მითითებული
ინფორმაციის ამოკრებას.
·
გააცნობიერებენ
,რომ ყველას განსხვავებული სამოსი აქვს.
·
გამოხატავენ ტექსტის წაკითხვით
მიღებულ
შთაბეჭდილებებს
ბუკში ნამუშევრის გაფერადების გზით;
|
|
ეროვნულლი სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი
მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს
შეუძლია წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში
ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
|
|
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმები:
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში
და ინდივიდუალურად .
|
|
აკვეთილზე გამოყენებული
ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
მე ვფიქრობ , ტექსტი
ამბობს;
სიტყვის ცნების რუკა;
სიტყვის პირამიდა;
დიახ/არა ბარათები;
ხატვა ბუკში;
გასეირნება ლუსტრაციებში;
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები:
თამარ მახარაძის-„თუ იცი, რა აცვია?“ , G-pried-ის საკითხავი წიგნი;
http://kids.ge/coloring-list
ფორმატის ფურცელი;
სამუშაო ფურცლები, მარკერები;
ბუკი.
|
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
|
I
ფაზა- წაკითხვამდე
ცხრილის შევსება-მე
ვფიქრობ 5 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სლაიდს ,რომელზეც გამოსახული იქნება
ტექსტის გმირები. თხოვს დააკვირდნენ და გამოიცნონ
რა აცვიათ მათ. ( იხ.დანართი 1)
მათ აზრებს დააფიქსირება ფორმატის ფურცელზე დახაზულ სპეციალურ ცხრილში-მე ვფიქრობ. (იხ.დანართი 2)
ლექსიკური მუშაობა-10
წთ
მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს სიტყვებს, რომლებიც შეხვდებათ მოსწავლეებს
ტექსტში და შეიძლება გაუგებარი იყოს. მთელ კლასთან ერთად სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით
განიხილავს/დააზუსტებს მათ მნიშვნელობას. სიტყვების ჩაწერაში მოსწავლეებიც მიიღებენ
მონაწილეობას.
სავარაუდო გაუგებარი
სიტყვები:
სიტყვის ცნების
რუკა (ვარიანტი2)-ქურთუკი, ჯაგარი, მარტორქა.
(იხ.დანართი 3)
სიტყვის პირამიდა-ცაცია,
ბაკანი, ქერეჭი, ვაცი, ბაკი. (იხ.დანართი 4)
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს დასამუშავებელ ტექსტს (იხ.დანართი 5), განუმარტავს ,რომ მას წაიკითხავენ წყვილში , ამოკრებენ ლექსიდან
ინფორმაციას და შეავსებენ ცხრილს -ტექსტი
ამბობს , (იხ.დანართი 6). მასწავლებელი
ურიგებს წითელ და მწვანე შუქნიშნებს,
წითელს გამოიყენებენ მუშაობის დროს პრობლემის შემთხვავაში, ხოლო მწვანე შუქნიშნით
დააფიქსირებენ სამუშაოს დასრულებას.
საჩვენებელი
კითხვა 2 წთ
მასწავლებელი მოდელირების მიზნით წაიკითხავს ნაწარმოების პირველ სტროფს,
ხმამაღალი ფიქრის გამოყენებით შეავსებს დაფაზე გაკრული ცხრილის -ტექსტი ამბობს პირველ
უჯრას( გოგოს -ფაციას აცვია ჭრელი კაბა);
|
|
II
ფაზა-კითხვის
დროს 1 0 წთ
ტექსტის კითხვა და ცხრილის შევსება
წყვილები კითხულობენ ტექსტს და ავსებენ ცხრილს ( ტექსტი ამბობს იხ.დანართი
6)
|
|
ΙΙΙ ფაზა-კითხვის
შემდეგ
|
|
პრეზენტაცია 8 წთ
პრეზენტაციის დროს მასწავლებელი წყვილების პასუხებით შევავსებს დაფაზე გაკრული ცხრილის მეორე ნაწილს-ტექსტი ამბობს.
მოსწავლეები შეადარებენ ერთმანეთს ცხრილის ორივე ვარიანტს, აღმოაჩენენ
მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებას .
საჭიროების შემთხვევაში დაუბრუნდებიან
და გაასწორებენ იმ სიტყვების
მნიშვნელობას ,რომლებიც ტექსტის წაკითხვამდე
ლექსიკურად დაამუშავეს .
დიახ /არა ბარათები
2 წთ
ფაცია იყო ცაცია-არა
ნოდარიკოს ეცვა ქურთუკი-დიახ
ბაჭიას აცვია ეკლები-არა
ზღარბს აცვია ეკლები-დიახ
ხოჭოს აცვია ქერეჭი-დიახ
თევზს აცვია ბუმბული-არა
მამალს აცვია ბუმბული-დიახ
ღორს აცვია ტყავი-არა
ღორს აცვია ჯაგარი-დიახ
მარტორქას აცვია ტყავი-დიახ
ვაცს აცვია ბალანი-დიახ
ინდივიდუალური
მუშაობა ბუკში 5 წთ
მოსწავლეები ბუკში ხატვის პროგრამაში გააფრადებენ ჩემს მიერ გადაგზავნილ თითო ნახატს.
( იხ.დანართი 7).
რამოდენიმე მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას. შეკითხვების დახმარებით ტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას და გამოყენებულ
სიტყვებს დაუკაშირებენ ბუკში შექმნილ ნახატებს.
კითხვები- რა გაუფერადე კურდღელს, ზღარბს ,კუს ? რა ჰქვია თევზის, მამალის,
მარტორქის სამოსს?
გასეირნება ილუსტრაციებში 2წთ
ბავშვები თვალსაჩინო ადგილას
დააწყობენ ბუკებს და ყველას მიეცემა საშუალება დაათვალიეროს ერთმანეთის ნახატი და გამოთქვას შთაბეჭდილება.
|
|
საშინაო დავალება 1წთ
გააკეთეთ ლექსიკონი წიგნის მიხედვით.
|
დანართი 1.
დანართი2.
რა
აცვიათ?-მე ვფიქრობ
|
||||||||||
გოგო
|
ბიჭი
|
ბაჭია
|
ზღარბი
|
კუ
|
ხოჭო
|
თევზი
|
მამალი
|
ღორი
|
მარტორქა
|
ვაცი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 3.
.
დანართი 4.
დანართი 5.
დანართი 6.
რა
აცვიათ?-ტექსტი ამბობს
|
||||||||||
გოგო(ფაცია)
|
ბიჭი(ნოდარიკო)
|
ბაჭია
|
ზღარბი
|
კუ
|
ხოჭო
|
თევზი
|
მამალი
|
ღორი
|
მარტორქა
|
ვაცი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 7.
Комментарии
Отправить комментарий