გაკევთილის გეგმა: ირმა მალაციძის "კუსინას ციხესიმაგრე"

გაკვეთილის გეგმა
შემდგენლები: ელისო ჯანელიძე; მარეხი ლიკლიკაძე; მაია გიორგაძე; ზანი საპანაძე; ნარგიზ აბულაძე; ლამზირა მემანიშვილი; შორენა გვენეტაძე; ნესტანი გოგოლაშვილი;
თარიღი:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა;
კლასი: ΙΙΙ
თემა: უსაფრთხო მშობლიური გარემო;

დრო: 45 წთ;
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები(ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები);
·         კითხვებზე პასუხისა და ხმამაღალი ფიქრის  გამოყენებით განუვითარდებათ წარმოსახვის უნარი.
·         შეძლებენ მხატვრული ტექსტის გაგაება -გააზრებას კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით;
·         შესაბამისი სქემის შევსებით გააცნობიერებენ ,რომ თავს უსაფრთხოდ და დაცულად  იგრძნობენ მშობლიურ სახლში .

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
   
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.


მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და ინდივიდუალლურად;
გაკვეთილზე გამოყენებული ძიითადი მეთოდები და აქტივობები:
კითხვებზე პასუხის გაცემა;
ვარაუდების რუკა;
ხმამაღალი ფიქრის სტრატეგია;
ტექსტის კითხვა მონაკვეთებად და ვარაუდების გამოთქმა;
პერსონაჟის რუკის შევსება(2).
პრეზენტაცია;
ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება;


სასწავლო მასალა და რესურსები:
·         ციხესიმაგრის ნახატი;
·         მონაკვეთებად დაყოფილი ტექსტი „კუსუნას თავგადასავალი“-ირმა მალაციძე;
·         ვარაუდების სქემა;
·         პერსონაჟის რუკა (2);

გაკვეთილის მსვლელობა
პირველი ფაზა-წაკითხვამდე;

კითხვებზე პასუხის გაცემა-ციხესიმაგრე--4წთ

დაფაზე გაკრული მექნება ციხესიმაგრის ნახატი (იხ.დანართი 1). მოსწავლეები  უპასუხენებ კითხვებს:
ამოიცანით რა არის გამოსახული სურათზე?
დავუკვირდეთ სიტყვის შედგენილობას, რა შეიძლება იყოს ციხესიმაგრე?
რაიმე ნაწარმოებს, საბავშვო ფილმს ან მულტფილმს ხომ არ გაიხსენებდით სადაც, ციხესიმაგრე შეგხვდათ?
რა დანიშნულება აქვს ციხესიმაგრეს? რატომ აშენებენ მას?


მოლოდინების რუკა   3წთ
მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან მოლოდინები გაკვეთილთან დაკავშირებით:
როგორ ტექსტს დაამუშავებენ-მხატვრულს თუ საინფორმაციოს?
სად განვითარდება მოქმედება?
ვინ/რა იქნებიან  ნაწარმოების გმირები?

ტექსტის წარდგენა  ხმამაღალი ფიქრის სტრატეგიის გამოყენებით:--3 წთ
 მოსწავლეებს ვეტყვი, რომ დღეს გავეცნობით ირმა მალაციის მოთხრობას „კუსუნას თავგადასავალი“, (იხ.დანართი 2), რომელსაც დავამუშავებთ პაუზებად კითხვით. მათ შესაძლებლობა მიეცემათ  გამოთქვამენ ვარაუდები, შემდეგ ტექსტის კითხვით გადაამოწმებენ რამდენად დაემთხვევეა ნაწარმოების შინაარსი მათ ვარაუდებს.
ტექსტის სათაურის მიხედვით მე გავაკეთებ ხმამაღალი ფიქრის სტრატეგიის მოდელირებას:
რა შეიძლება იყოს კუსუნა? ალბათ კუს სახელია, რადგან წიგნის ყდაზეა გამოსახული. მასთან დაკავშირებით მახსენდება ,რომ აქვს მაგარი ბაკანი, ე.წ. კუს სახლი. ვიცი ,რომ ქვეწარმავალია, კვერცხით მრავლდება, ნელა დადის, შეუძლია ბაკანში თავი და ფეხები დამალოს და ა.შ. ალბათ ნაწარმოებში, რაიმე მხიარული ამბავი მოხდება, რადგან ვხედავ ,რომ ეს კუ იცინის, კარგ განწყობაზეა. ეტყობა კეთილია.





მეორე ფაზა-კითხვის დროს 20 წთ

პაუზებად კითხვა ,ვარაუდების გამოთქმა
მე წავიკითხავ ტექსტის პირველ მონაკვეთს. კითხვის დროს დავუსვამ მოსწავლეებს კითხვებს:
რა დატოვა კუსუნამ ბაკანიდან გამოძრომით? რა არის მისთვის ბაკანი?
მოსწავლეები ისაუბრებენ სინამდვილეში რა მოხდა, დაემთხვა თუ არა ჩემი გამოთქმული  ვარაუდები ტექსტის შინაარსს.
 მომდევნო მონაკვეთებთან დაკავშირებით, თვითონ ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს, გაგრძელებით წაიკითხავენ და  გააშინაარსებენ ტექსტს; შიგა და შიგ ისევ დავუსვამ კითხვებს-შენ რომ იყო კუსუნას ადგილზე, რომელ სიმღერას წაიღიღინებდი? წარმოიდგინე და განასახიერე მაყვლის ბუჩქით დაკაწრული კუსუნა როგორ იტირებდა?  თქვენ თუ გინახავთ სეტყვა ? გაიხსენეთ, რაიმე ხომ არ დაგიზიანათ?  გაითამაშეთ კუსუნას მშობლებთან შეხვედრის ეპიზოდი?  შევავსებ პარალელურად ვარაუდების სქემას. (იხ.დანართი 3).



მესამე ფაზა -კითხვის შემდეგ 15 წთ


წყვილებში პერსონაჟის რუკის შევსება 5 წთ
მოსწავლეებს შუქნიშნის ფერების გამოყენებით დავყოფ ჯგუფებად; დავურიგებ სქემას პერსონაჟის რუკა (იხ.დანართი4). ავუხსნი შევსების წესს, ვეტყვი,რომ შეუძლიათ გამოიყენონ ტექსტი;  

პრეზენტაცია-7წთ;
ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას;

ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება 2
მოსწავლეები თითო წინადადებით შეაჯამებენ-რა იყო მათთვის ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება გაკვეთილზე;

საშინაო დავალება 1 წთ
გაიხსენეთ კიდევ რომელი ცხოველს დააქვს  ციხესიმაგრე და შეადგინეთ მასზე პატარა ამბავი , დაურთე ილუსტრაციები.










დანართი 1.



დანართი2.


დანართი 3.
ვარაუდების სქემა
მონაკვეთები

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?

რატომ გგონიათ ასე?

სინამდვილეში რა მოხდა?

სათაური

I მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

II მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

III მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ













დანართი 4.
პერსონაჟის რუკა 2




დანართი 5

შეფასების რუბრიკა


მოსწავლე
სურათის ირგვლივ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ტექსტის გაგება-გააზრება:
ვარაუდების გამოთქმა, წაკითხული მონაკვეთის გაშინაარსება, გმირის ემოციების გამოხატვა;
პერსონაჟისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა სქემის შევსებით.
სუსტ.
საშ.
კარგ.
სუსტ.
საშუ.
კარგ.
სუსტ.
საშუ.
კარგ.











































Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"