გაკვეთილის "შემოდგომა ბაბუა კოტესი" თვითშეფასება
ელისო ჯანელიძე
თვითშეფასება
ქართული ენისა
და ლიტერატურის გაკვეთილი( 18 ნოემბერი -თემა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი“).
სპეცმასწავლებელთან- თამრიკო ქოჩიაშვილთან ერთად დავგეგმე
გაკვეთილი, გავითვალისწინე თამრიკოს რჩევა, რომ სსსმ მოსწავლის მიზანი , სტანდარტი
და აქტივობები ცალკე გამომეყო გეგმაში.
პირველი აქტივობა გონებრივი იერიში შემოდგომაზე გავაკეთე,
რომელშიც სსსმ მოსწვლე ჩაერთო, მან დაასახელა შემოდგომის თვეები. ბავსვებმა დაასახელეს
შემოდგომისათვის დამახსიათებელი სიტყვები ,ფრაზები.
მეორე აქტივობა ტექსტის ჩუმი კითხვა იყო, სანამ ბავშვები
ტექსტზე მუშაობდნენ ,გაგამ თამრიკო მასწავლებლის დახმარებით ხე დახატა , ხმელი ფოთლები
დააწება.
მესემე აქტივობა ტექსტის ნაწილ ნაწილ კითხვა იყო, ბავშვები
გაგრძელებით კითხულობდნენ. ახალი ტექსტის კითხვის დროს ისევ უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა,
ირმა პარაზიტ ჩანართებსაც (მნა, ააა )ხმარობს, მარი არასწორად კითხულობს ზოგიერთ სიტყვას
სიჩქარის გამო. შედარებით ნაკლებ შეცდომებს
უშვებენ შოთა,მანანა, გიორგი, ნათია და ლიკა
გოგოლაშვილი.
გაგამ თამრიკო მასწავლებლის დახმარებით მოძებნა ტექსტში
სიტყვა ხე, მცენარე და ამოიკითხა. შემდეგ ტექსტის ლექსიკური დამუშავება მოვახდინე, გაგამ ორი სიტყვა ახსნა-მუშტი-უჩვენა
ბავშვებს ხელით მუშტი, ხოლო გვაჩვენე გორგალითქო საგნებიდან (კუბიკი, სახაზავი,
ძაფის გორგალი) ამოირჩია გორგალი.
დანარჩენი სიტყვები ბავშვებმა
ახსნეს.(იხ.გაკვეთილის გეგმა). თითქმის ყველა აქტივობაში მოსწავლეებთან და
საგაკვეთილო მასალასთან შერწყმული და შესაბამისი იყო გაგას ჩართულობა. ბუკებში
მუშაობის დროს ისევ წყვილებში მუშაობა გამოვიყენე ,რადგან ნიკა ქათამაძეს და ზურა აბჟანდაძეს ბუკები ისევ დაზიანებული აქვთ.
გაკვეთილისათვის დაგეგმილი ყველა
აქტივობა მოვასწარი, განსხვავებით წინა გაკვეთილისა გავთვალე დრო საშინაო
დავალების ინსტრუქციის მისაცემად. გამოვიყენე მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა.
ჩემი აზრით მიზანს მივაღწიე ,როგორც სსსმ
მოსწავლესთან ისე დანარჩენ მოსწავლეებთან.
ძალიან დამეხმარა სპეცმასწავლებელთან
თანამშრომლობა, რომელსაც აუცილებლად გავგრძელებ.
Комментарии
Отправить комментарий