ღია გაკვეთილის თვითშეფასება 6 თებერვალი

2015 წლის 6 თებერვალს  ჩავატარე ღია გაკვეთილი მათემატიკაში სპეცმასწავლებელთან თამრიკო ქოჩიაშვილთან ერთად.
 წინასწარ შევადგინეთ გაკვეთილის გეგმა.შევეცადე გამეთვალისწინებინა ის
რჩევები ,რაც მისგან მივიღე წინა გაკვეთილებზე. კერძოდ გაკვეთილსი მიზანი, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი მათმატიკაში და აქტივობები უნდა იყოს კლასის ყველა მოსწავლის და მათ შორის სსსმ მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული.
გაკვეთილის თემა იყო : ვამრავლებთ ნულებით დაბოლოებულ რიცხვებს.მიზნად დავისახე შეესწავლათ მოსწავლეებს რიცხვის 100-ზე,1 000-ზე, და ა.შ.გამრავლების წესი და თეორიული მასალა განემტკიცებინათ სავარჯიშოებზე მუშაობით წიგნში და ბუკში. უნდა ავღნიშნო რომ, სსსმ მოსწავლის მიზანი ,სტანდარტი და აქტივობები შევუსაბამე მისი ინდივიდუალური  გეგმის მოთხოვნებს.
გაკვეთილის თემიდან და მისაღწევი შედეგიდან გამომდინარე შევადგინე შეფასების სქემები მოსწავლეთათვის, სსსმ მოსწავლისათვის განსხვავებული.
გაკვეთილზე გვესწრებოდა სასწავლო ნაწილი: ირინა აბულაძე და დირექტორი :გიორგი ქასრაშვილი. მათთვისაც მქონდა გამზადებული გაკვეთილის შეფასების სქემა.
გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის თემა. მე და თამრიკო მასწავლებელი ერთმანეთს ვენაცვლებოდით .როცა მე კლასთან ვმუშაობდი ,ის სსსმ მოსწავლეს ეხმარებოდა , და პირიქით. 
თავიდან მომეჩვენა ბავშვები თითქოს დაიბნენ ,შემდეგ თანდათან გათამამდნენ. წყვილებში მუშაობისას ორმა წყვილმა შოთა ქასრაშვილი და მანანა კლდიაშვილი ,ნათია აბჟანდაძე და ლიკა გოგოლაშვილი-შეძლო სრულყოფილად შეესრულებინათ მიცემული დავალება. სწორად ამოხსნეს მაგალითები და ჩამოაყალიბეს თეორიული მასალა.
ახალი მასალა რომ ყველამ გაიგო ამას მოწმობდა ბოლოს დამოუკიდებელი სამუშაო ბუკში, რომელიც ყველამ სწორად სასრულა. მხოლოდ გიორგი იამანიძეს გაუჭირდა დროის ლიმიტის დაცვა.
სსსმ მოსწავლეაქტიურად და ძალიან თავისუფლად  ჩართული იყო ყველა იმ აქტივობაში რასაც კლასი ასრულებდა ,ოღონდ მისი შესაძლებლობების გათვალიწინებით. მისთვის წინასწარ გავამზადეთ საკლასო და საშინაო დავალებები.
მოვასწარით ყველა დაგეგმილი აქტივობა.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ სპეცმასწავლებელთან  თამრიკო ქოჩიაშვილთან თანამშრომლობით. გაკვეთილი იყო  ორგანიზებული და მივაღწიეთ მიზანს კოლეგიალურობისა და ურთიერთსწავლების საფუძველზე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"