ჩემი სოფელი ჩემს სოფელს ვარიანი ჰქვია. აქ მცხოვრებნი სულ გლეხები არიან.ას კომლამდე იქნებიან. ქვიტკირის შენობა მხოლოდ ზოგიერთს უდგას.სხვები ცხოვრობენ ან მიწურებში, ან ქვატალახა სახლებში. სახლების გვერდით გაკეთებული აქვთ ბოსლები და ბაკები.სოფელი მჭიდროდ არის დასახლებული და ამიტომ პატარა ადგილი უჭირავს. შიგ შუა სოფელში ღვთისმშობლის სახელობაზე აშენებულია ქვიტკირის საყდარი.საყდრის შორიახლო მიწიდან ამოჩუხჩუხებს ორი ვეებერთელა წყარო. ეს წყაროები ქვემოთ ერთდება და აჩენს მოზრდილ ფშანს. ამ ფშანში ბევრი თევზი ბუდობს,მათ შორის -ყველა თევზზე გემრიელი კალმახიც. ვარიანს ირგვლივ შემორტყმული აქვს ვენახები. ვენახების აქეთ -იქეთ კი სახნავ -სათესი მიწები იწყება.ამ მიწებმა და ვენახებმა ჩინებული მოსავალი იცის,რადგან მიწა ნაყოფიერია და უხვად ირწყვის რუების წყლით.ეს რუები გამოყვანილია მდინარე ლიახვიდან, რომელიც აღმოსავლეთის მხრივ ჩამოუდის ვარიანს. ვარიანელებს მოჰყავთ პური და ვაზსაც გულმოდგინედ უვლიან. ზამთარი ვარიანში მეტად ცივი იცის,რადგან ჩრდილოეთიდან ზედ დაჰყურებს კავკასიონის მთები, ზა...
გაკვეილის ავტორი ელისო ჯანელიძე სწავლების საფეხური დაწყებითი- ІVკლ. გაკვეთილის თემა იაკობ გოგებშვილი „ჩემი სოფელი“ მოსწავლეთა რაოდენობა 10, მიზნები 1.შეძლებენ აღწერითი ხასიათის ტექსტის წაკითვას და გაგებას; 2.შექმნიან მარტივ დარგობრივ/საინფორმაციო ტექსტს . სტანდარტი ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა. · ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს; · აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით; ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას. · თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს; · პოულობს და ხმამაღლ...
გაკვეთილსი გეგმა: "ღრუბელი , რომლიც არ წვიმდა " გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის ავტორი: ელისო ჯანელიძე საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა კლასი: I I თემა: სიჯიუტე დრო: 90 წთ. გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები( ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები); · კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით ( პლაკატი-დაუსვი კითხვის დროს შენს თავს შეკითხვები“, „შემაჯამებელი ვარსკვლავი“, „ვიღაცას/არ უნდოდა/ მაგრამ/ საბოლოოდ“) შეძლებენ ტექსტის გაგება-გააზრებას; · დამხმარე სქემების გამოყენებით („სიტყვის /ცნების რუკა“, „სიტყვის პირამიდა“) გაომდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; · გააცნობიერებენ , რამ შეიძლება უარყოფითი თვისება შეცვალოს დადებითით; · გაუჩნდებათ გაჭირვებაში ჩავრდნილი მეგობრისადმი დახმარების სურვილი; ერო...
Комментарии
Отправить комментарий