ინტეგრირებული გაკვეთილი -ქართული ენა და ბუნებისმეტყველება -"როგორ აღმოაჩინეს ამერიკა"
გაკვეთილის ავტორი
|
ელისო ჯანელიძე
დამხმარე -სპეცმასწავლებელი-თამრიკო ქოჩიაშვილი
|
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი- ІVკლ.
|
|
საგანი
|
ინტეგრირებული-ბუნებისმეტყველება,ქართული ენა და ლიტერატურა
|
|
გაკვეთილის თემა
|
ქართული ენა და ლიტერატურა-“როგორ
აღმოაჩინეს ამერიკა“(„ჯეჯილიდან“)
ბუნება-ამერიკის აღმოჩენა
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10, მათ შორის ერთი სსსმ მოსწავლე
|
|
წინარე ცოდნა
|
ბუნებისმეტყველება -მოგზაურები და აღმოჩენები
|
|
კლასი
|
სსსმ მოსწავლე -გაგა ღვინეფაძე
|
|
მიზნები
|
1.გაეცნობიან ინფორმაციას ქრისტეფორე კოლუმბის
შესახებ და უპასუხებენ კითხვებს.(ბუნებისმეტყველება)
2. წაიკითხავენ ტექსტის პირველ
ნაწილს და დაამუშავებენ ინდუქციური გზით.(ქართ)
|
1.გაეცნობა ინფორმაციას ქრისტეფორე კოლუმბის შესახებ და უპასუხებს მარტივ
კითხვებს.
2.შეისწავლის ახალ სიტყვას და ამოიკითხავს მას ადაპტირებული ტექსტის
შესაბამის მონაკვეთებში.
|
სტანდარტი
|
ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
·
აანალიზებს
ინფორმაციას
მოგზაურებზე, მსჯელობს ამ მოგზაურების წვლილზე
დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
ქართ. IV. 3. მოსწავლეს
შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
·
ხმამაღლა კითხულობს კლასის
წინაშე შერჩეულ ნაწყვეტს ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·
იყენებს ინტონაციას სასვენი
ნიშნების ფუნქციით;
·
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 6.
·
დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში
სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების
აღსაწერად;
·
ასახელებს
მოქმედ პირებს;
·
საკუთარი სიტყვებით გადმოცემს
ტექსტის ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
|
ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
·
ეცნობა ინფორმაციას მოგზაურზე-ქრისტეფორე კოლუმბზე;
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·
ასოთა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს;
·
ასოების გამოყენებით
აწყობს სიტყვას
ბუკში;
·
აკავშირებს ასოებს ბგერებთან
და ამთლიანებს მათ სიტყვებად (წარმოთქვამს
სიტყვებს);
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს
მითითებულ სიტყვას;
·
ქართ. IV. 3.
·
ხმამაღლა კითხულობს ტექსტიდან ამოკრებილ
სიტყვებს.
·
ქართ. I. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაბეჭდი ტექსტიდან მარტივი სიტყვის გადაწერა.
·
დახმარებით(წერტილების
დასმით) წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია.
|
აქტივობები
|
პირველი აქტივობა
-ბუნება
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
8წთ
გაიხსენებენ მათთვის ცნობილ მოგზაურებს (ფინიკიელები, ვიკინგები, მარკო პოლო, ვასკო და გამა,)რუკაზე
იპოვიან იმ ტერიტორიებს რომლებიც მათ აღმოაჩინეს,ისაუბრებენ მათი მოგზაურობისა და
აღმოჩენების მნიშვნელობაზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში.
მეორე აქტივობა
-ბუნება
მინი-ლექცია
მთელი კლასი
7 წთ
პროექტორის დახმარებით და სლაიდ-შოუს გამოყენებით გავაცნობ ინფორმაციას
კოლუმბის და მისი მოგზაურობების შესახებ
.
![]()
მესამე აქტივობა-ბუნება
წიგნზე მუშაობა
მთელი კლასი
4წ თ
სლაიდ-შოუს დამთავრების შემდეგ
ვთხოვ მოსწავლეებს გადაშალონ ბუნების წიგნები გვ 68.
ტექსტის კითხვა მიზნად ისახავს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციის განმტკიცებას.
წავაკითხებ მასალის იმ ნაწილს, სადაც ქრისტეფორე კოლუმბზეა საუბარი.
მეოთხე აქტივობა
-ბუნება კითხვებზე პასუხი
მთელი კლასი
6წთ
შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემით
შევაჯამებ პრეზენტაციითა და სახელმძღვანელოს დახმარებით მიღებულ ცოდნას.
![]()
მეხუთე აქტივობა-ქართული ენა და ლიტერატურა
მთელი კლასი
15 წთ
ტექსტის პირველი
ნაწილის კითხვა ნაწილ-ნაწილ.
ტექსტი დამუშავდება ინდუქციური გზით, გაანალიზდება თითოეული მონაკვეთი
როგორც ლექსიკურად ,ისე შინაარსობრივად და აზრობრივად. მოხდება გეოგრაფიული ადგილების
დაფიქსირება მსოფლიო ფიზიკურ რუკაზე.
ტექსტს ნაწილ -ნაწილ კითხულობენ
მოსწავლეები. (გვ.101)
პირველი მონაკვეთი-ესპანეთის
მეფე ფერდინანდს მსახურებმა უცნობი მეზღვაურის წერილი გადასცეს..... მეფემ კოლუმბის
სასახლეში მოიყვანა ბრძანა.
რუკაზე იპოვიან-ესპანეთს, ინდოეთს.
ისაუბრებენ
რა გაიგეს ამ მონაკვეთში.
დახმარების
მიზნით დავუსვამ კითხვას-რატომ დაეჭვდა მეფე ,როცა კოლუმბის
წერილი წაიკითხა ?
მეორე მონაკვეთი-დიალოგი
კოლუმბსა და მეფეს შორის.
რუკაზე იპოვიან-იტალიას.
ახსნიან სიტყვას-გენუა.
კითხვით -როგორ შეძლო კოლუმბმა მეფის დარწმუნება?-გააშინაარსებენ მეფისა
და კოლუმბის დიალოგს.
მესამე მონკვეთი-კოლუმბი
შინ ბედნიერი დაბრუნდა......მოგზაურობა მასთან ერთად გაეგრძელებინათ.
აიხსნება სიტყვა-შტორმი.
კითხვებზე პასუხით-როდის
დატოვა კოლუმბმა ესპანეთი ? რამ გადაარჩინა ის დამნაშავე მეზღვაურებისაგან?-გააშინაარსებენ
პირველი თავის ბოლო მონაკვეთს.
მეექვსე აქტივობა
გაკვეთილის
შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება
3წთ
მოსწავლეები ისაუბრებენ რა გაიგეს ახალი მოთხრობიდან ,რომლითაც შეავსეს
ცოდნა ქრისტეფოლრე კოლუმბის შესახებ.
![]() ![]()
მეშვიდე აქტივობა
2წთ
საშინაო დავალების
დანიშვნა-
ქართული ენა-“როგორ
აღმოაჩინეს ამერიკა“(„ჯეჯილიდან“)-გვ101- პირველი თავი -თხრობით;
ბუნება -„ამერიკის აღმოჩენა“-გვ.68-პირველი ნაწილი თხრობით;
საშინაო დავალება ბუკში-
![]() |
პირველი აქტივობა
-ბუნება
გონებრივი იერიში
გაიხსენებს ფერნანდო მაგელანს. გლობუსის დახმარებით შემოუვლის
მაგელანის მარშრუტით დედამიწას.
მეორე აქტივობა
-სლაიდ-შოუ
მოისმენს ინფორმაციას კოლუმბის შესახებ,გასცემს პასუხს მარტივ კითხვებს.
![]()
მესამე აქტივობა
-გემის გაფერადება
ინდივიდუალური
სანამ მოსწავლეები კითხულობენ გაგა ხატავს და ეცნობა ახალ სიტყვას.
გააფერადებს გემს და
![]()
მეოთხე აქტივობა
-ბუნება
კითხვებზე -პასუხის
გაცემა
მთელი კლასი
ამხანაგებთან ერთად ერთვება კითხვებზე პასუხის გაცემაში.
![]()
მეხუთე აქტივობა-ქართული
ენა და ლიტერატურა
ინდივიდუალური
მუშაობა
ახალი სიტყვის შესწავლა და ტექსტიდან ამოკითხვა.
დამხმარე მასწავლებელი მუშაობს ამ დროს სსსმ მოსწავლესთან.
ა) სამუშაო მასალაში შემოხაზავს იმ ასოებს(გ, ე, ბ, ი, მ, ფ) ,რომელთა
შეერთებით უნდა ამოიკითხოს ტექსტიდან სიტყვა -გემი.
![]()
ბ)იპოვის ,შემოხაზავს, ამოიკითხავს სიტყვათა ჩამონათვალში სიტყვას-გემი.
![]()
გ) ააწყობს ბუკში სიტყვას გემი.
დ) სამუშაო მასალაში დაწერს სიტყვას გემი.
![]()
ე)მოხდება ტექსტის მონაკვეთების
ადაპტირება და მოერგება სსსმ მოსწავლის მიზანს-იპოვოს
შესწავლილი სიტყვები და ამოიკითხოს.
![]()
მეექვსე აქტივობა
გაკვეთილის
შეჯამება და მოსწავლის შეფასება
მოსწავლე ისაუბრებს რა შეისწავლა,
,რომელი აქტივობა მოეწონა.მოხდება მისი შეფასება რუბრიკის მიხედვით.
![]()
მეშვიდეე აქტივობა
საშინაო დავალების
დანიშვნა-შეასრულოს და განიმტკიცოს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა
სამუშაო მასალის დახმარებით.
![]() ![]() ![]() ![]() |
რესურსი
|
ბუკი
სახელმძღვანელო- ქართული ენა და ლიტერატურა -ავტ.ნ.მაღლაკელიძე;
გამომც.“მერიდიანი“ ;
ბუნება-ავტ.მ.ბლიაძე , გამომც: “ბაკურ სულაკაური“;
მსოფლიოს ფიზიკური რუკა.
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, გლობუსი.
|
გლობუსი
მსოფლიოს ფიზიკური რუკა.
ბუკი.
ინდივიდუალური სამუშაო მასალა.
ფერადი ფანქრები, პასტაფანქარი.
|
მოსწავლეთა ორგანიზება
|
მთელი კლასი
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
|
შეფასება
|
შეფასების რუბრიკა
![]() |
შეფასების რუბრიკა
![]() |
Комментарии
Отправить комментарий