ფილმის თვითშეფასება
ფილმის თვითშეფასება-ელისო ჯანელიძე
25
თებერვალს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ნახეს რეჟისორ დავით გიგოშვილის ქართული საბავშვო ფილმი „წელიწადის
დრონი“. ფილმში ობოლ პატარა გოგონას მარიუშკას წელიწადის დროები ეხმარებიან ბოროტი
დედინაცვლისა და მისი შვილების ახირებების შესრულებაში.
ფილმის საყურებლად მეოთხე კლასის ოთახი შევარჩიეთ. მაია
მასწავლებელმა იზრუნა იმაზე,რომ ფილმის ხილვადობა კარგი ყოფილიყო ბავშვებისათვის და
ფარდები დაამაგრა ფანჯრებზე. მოვამზადე ეკრანი და პროექტორი, მოსწავლეები სიმაღლის
გათვალისწინებით განლაგდნენ სკამებზე. ნარგიზი
და ნანა მასწავლებლებიც გვეხმარებოდნენ ბავშვების ორგანიზებულად დასხდომაში.
ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაახასიათეს
ზღაპრის გმირები,შეაფასეს მათი საქციელი, იმსჯელეს დასასრულის სამართლიანობაზე. ყურადღება
გამახვილდა სიკეთეზე და ბოროტებაზე,რომელიც ზღაპრის ძირითადი მოტივია.
შემდეგი აქტივობა ფილმის შესაბამისი ანდაზების გახსენება
იყო. გაიხსენეს როგორც ხალხური გამონათქვამები, ასევე შოთა რუსთაველის აფორიზმები.
მეოთხე აქტივობად ჯგუფებში ხატვა შევთავაზეთ მოსწავლეებს,რაზეც დიდი სიხარულით დაგვთანხმდნენ.
დავალებები ასე გავანაწილეთ: ზამთარის ჯგუფს ამ დროის შესაბამისი ნახატი უნდა შეექმნა, ზაფხულს
თავის და ა.შ. ოთხივე ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა კლასის (Ι-ΙV)მოსწავლეები.
ჩვენ მასწავლებლები თვალყურს ვადევნებდით და ვცდილობდით ყველა ბავშვი შესაძლებლობის
მიხედვით ყოფილიყო ჩართული მუშაობაში. ბოლოს პრეზენტაციები გააკეთეს და წარმოადგინეს
ნამუშევრები ნახატების სახით.
მოსწავლეებმა შეაჯამეს შესრულებული აქტივობები და გამოთქვეს
სურვილი მსგავსი შეხვედრების ჩატარებისა. მე მადლობა გადავუხადე ყველა მოსწავლეს და
მასაწავლებელს თანამშრომლობისათვის.
ალბათ კარგი იქნებოდა ,რომ ბავშვები ქურთუკებით(სიცივის გამო) არ ყოფილიყვნენ,რადგან
ეს ჩემი აზრით ქმნიდა გარკვეულ უხერხულობას
ჯგუფური მუშაობის დროს. სხვა დროს ფორმატის
ფურცელს გამოვიყენებ ხატვისათვის, უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული მოსწავლეები.
Комментарии
Отправить комментарий