იაკობ გოგებაშვილის კვირეულის თვითშეფასება
კათედრის ხელმძღვანელი ელისო ჯანელიძე
კვირეულის თვითშეფასება
ოქტომბრის თვის ბოლო კვირისათვის დაწყებითის კათედრამ
დაგეგმა სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ორგანიზება. კათედრის
წევრებმა სიამოვნებით მიიღეს გამოწვევა. გავაცანი მათ კვირეულის გეგმა,(იხ.კვირეულის გეგმა) ნარგიზ მასწავლებელმა
გამოთქვა მოსაზრება მწერლის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შესახებ. იდეა მოწონებული
იყო უმრავლესობის მიერ. ვუთხარი,ესაუბრათ მოსწავლეებთან კვირეულის განრიგის შესახებ
და გაეთვალისწინებიათ მათი სურვილები აქტივობების
დაგეგმვისას.(იხ.პრეზენტაცია იაკობის კვირეული)
პირველი აქტივობა ღონისძიების ჩატარება იყო. იმ დღესვე
მეორე სართულის დერეფანში მოვაწყვეთ იაკობის კუთხე, სადაც გოგებაშვილის სახელმძღვანელოები,
პლაკატები, კედლის გაზეთი გამოვფინეთ. აქვე მოვაწყვეთ სცენა ,რომელიც გავაფორმეთ პლაკატით
„დედა ენის შემოქმედი“. გამოვიყენეთ -რესურსი პროექტორი, ეკრანი.
ღონისძიება ჩემმა მოსწავლეებმა მეოთხე კლასელებმა გახსნეს
პრეზენტაციით- იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია. თვითონ მოიძიეს ინფორმაცია, შემდეგ დაახარისხეს,
მე გადავუგზავნე იაკობის ფოტოები, იმუშავეს პოვერ-პოინტის პროგრამაში -დაბეჭდეს, გაუკეთეს
ანიმაციები, მისცეს ფონი და გააკეთეს სლაიდშოუ. პრეზენტაციაში მათთან ერთად ჩართული
იყო სსსმ მოსწავლე.
შემდეგ პირველი და მეორე კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით
განასახიერეს დადგმა „ზღაპარი დედაენაზე“, მას მეორე კლასის მასწავლებელი ნანა მინდიაშვილი
ხელმძღვანელობდა. პირველმა კლასელებმა(ხელმძღვანელი:ნარგიზ აბულაძე) წაიკითხეს ლექსები
იაკობზე, ხოლო მესამე (ხელმძღვანელი:მაია გიორგაძე)და მეორე კორპუსის მოსწავლეებმა(
ხელმძღვანელები: ნინო ჭიჭინაძე და ლამზირა მემანიშვილი)გააცოცხლეს იაკობის ნაწარმოების
პერსონაჟები-ვანო და ფრინველები, ბერიკაცი და ნამყენი, ვაშლი და შაქარა და სხვა.
ღონისძიების მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ალბათ უკეთესი იქნებოდა მიკროფონი ,რომ გვქონოდა,რადგან
ზოგიერთი მონაწილის ხმა არ ისმოდა. ასევე კარგი იქნება თუ მასწავლებლები გაითვალისწინებენ
მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ისე გაანაწილებენ როლებს.
მეორე დღეს ჩავატარე ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და
ლიტერატურაში მეოთხე კლასში.დაგეგმვის დროს ვცილობდი გამეთვალისწინებია მოსწავლეთა
საჭიროებები და შესაძლებლობები. ამისათვის
შევეცადე მოსწავლეებისათვის მიმეწოდებინა სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ისინი დავალებების
გარკვეულ ნაწილს თავს ართმევდნენ დამოუკიდებლად, ნაწილს
კი ჩემი დახმარებით.
საგაკვეთილო
პროცესისათვის წინასწარ გადავუგზავნე ბუკებში
საშინაო დავალება პრეზენტაცია-„ცოტნე დადიანი“.რადგან ბუკებში მუშაობა მათთვის სახალისო
და საინტერესოა, ამიტომ პრეზენტაციაში წარმოვადგინე ი.გოგებაშვილის „ცოტნე
დადიანი“-ს ტექსტი სურათებთან ერთად. სსსმ მოსწავლეს (გაგაღვინეფაძე)დამატებითი მეცადინეობის
დროს ვესაუბრე იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაზე (გამარტივებული ფორმით).
გაკვეთილზე შექმნილი იყო პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემო.
გაკვეთილი საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყე. გაგამ პასუხი
გასცა მარტივ კითხვებს ნაწარმოების ავტორის
ბიოგრაფიული ცნობებიდან. პრეზენტაციის ირგვლივ
დასმულ კითხვებს კი კლასის დანარჩენმა მოსწავლეებმა უპასუხეს. ამ აქტივობაში აქტიურობდნენ
: მარიამ პაპიძე, შოთა ქასრაშვილი, გიორგი იამანიძე, ლიკა გოგოლაშვილი, ნათია აბჟანდაძე,
ირმა ბრეგაძე. მათათმა აქტიურობამ დამანახა ,რომ სწორად შევარჩიე საშინაო დავალების
ფორმა. ნიკა ქათამაძეს ,ზურა აბჟანდაძეს გაფუჭებული აქვთ ბუკები, ამიტომ მათ წიგნის
სამყაროში უნდა წაეკითხათ ტექსტი.
შემდეგი აქტივობა ტექსტის გაგრძელებით კითხვა იყო, რომლის
დროსაც კიდევ ერთხელ დავაზუსტე თუ დარჩა რომელიმე სიტყვა ან ფრაზა გაუგებარი მოსწავლეებისათვის.
ლექსიკური მუსაობის დროს, მონურ მორჩილებაზე გავამახვილე ყურადღება
,რომელიც ძალიან კარგად ახსნა მანანა კლდიაშვილმა,
ბავშვებმაც გაიგეს.
ამ დროს გაგა ინდივიდუალურ სამუშაო მასალაში მუშაობდა.
(იხ.გაგას სამუშაო მასალა).
მესამე(ორი მ-ს მართლწერა) აქტივობისათვის გამოვიყენე
ბუკში ეკრანის გადაცემა. გრამატიკული მასალის პრეზენტაცია დავიწყე შესწავლილი მასალით
(არსებითი სახელი,
ბრუნვა, ბრუნვის ნიშნები, ფუძე.), რათა მოსწავლეები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული
. მათი ყურადღების მობილიზება ,აქტიურობა მიზნის მიღწევაში დამეხმარა,რაც პრაქტიკული
დავალების წყვილში სწორად შესრულებაში გამოჩნდა. გაგა მანანასთან მუშაობდა . წერდა ბუკში მ და ა
ასოების გამოყენებით მოთხრობითი ბრუნვის ნიშანს-მა. პრეზენტაციაშიც ჩაერთო-ამოიკითხა-მა
მარცვალი.
ბოლოს შევაჯამე გაკვეთილი. ბავშვებმა გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები. მათ
შეაფაეს საგაკვესთილო პროცესში საკუთარი ჩართულობა. მოსწავლეთა შეფასებისათვის გამოვიყენე შეფასების რუბრიკა , გაგასთვის რუბრიკაში
ცვლილებები შევტანე. ისინი საშინაო დავალების, ბუკის გამოყენების, ტექსტის კითხვისა
და ჩართულობის მიხედვით შევაფასე.
გაკვეთილის მსვლელობის დროს თანმიმდევრობა არ შემიცვლია. ყველა აქტივობა შევასრულე
, მხოლოდ საშინაო დავალების ინსტრუქციის დროს დამაკლდა დრო .დავალებას ჩანაწერების
რვეულში ინიშნავენ. იწერენ რა უნდა გააკეთონ . ამისთვის ალბათ 4 წუთი დამჭირდებოდა.
ამას აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალი გაკვეთილის დაგეგმვისათვის. ასევე სსსმ მოსწავლის
ჩართულობისა და დავალებების შესრულებაში კარგი იქნება სპეც მასწავლებლის დახმარება
გაკვეთილზე .
გაკვეთილს ესწრებოდნენ ჩემი კოლეგები-მაია
გიორგაძე, ნინო ჭიჭინაძე , ნანა მინდიაშვილი. მათ შეაფასეს გაკვეთილი შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც
წინასწარ მქონდა შედგენილი.
კვირეულის შემდეგი აქტივობა კალიგრაფიის კონკურსი იყო,რომლის დროსაც ვითანამშრომლე
ქართული ენის მასწავლებელთან ირინა აბულაძესთან.
ყველა დაწყებითი კლასის მასწავლებელბლებმა თვითონ ჩაატარეს შიდა საკლასო კონკურსი,
გამოავლინეს საუკეთესო კალიგრაფისტები ,რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს დასკვნით ტურში. ყველა მონაწილის ნაშრომს მივანიჭე კოდი. ქართულის მასწავლებელმა ირინა აბულაძემ სპეციალური
შეფასების რუბრიკით გაასწორა ნაშრომები და გამოვავლინეთ პირველი, მეოორე და მესამე
ადგილის მფლობელები.
მინდოდა კითხვის კონკურსიც ჩამეტარებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან თავიდან
არ მქონდა დაგეგმილი.
მეოთხე აქტივობა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმის „იავნანამ რა ჰქმნა“
ჩვენება იყო. ერთობლივი ჩვენება მოვაწყვეთ მეოთხე კლასის ოთახში. მცირე დისკუსიით და
კითხვებზე პასუხით შეაჯამეს ფილმი პატარებმა.
შედარებით დროში გაიწელა და ვადებში ვერ ჩავჯექით ექსკურსიის მოწყობზე, რომელიც
ნოემბრის თვეში გადაგვივიდა ,მაგრამ მაინც წავედით. ჩვენთან ერთად იყვნენ მშობლები
და სკოლის დირექტორი: გიორგი ქასრაშვილი.
სახლ-მუზეუმი ახალი გარემონტებულია. მოგვემსახურა გიდი ,რომელმაც ბავშვებს დაათვლიერებინა
იაკობის ოთახები, აჩვენა სამუშაო მაგიდა, ოთახი, სადაც სკოლა ჰქონდა იაკობს გახსნილი,
იმდროის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები. ესაუბრა იმ პორტრეტების შესახებ, რომელიც
მუზეუმის კედლებზე იყო გამოფენილი. საინტერესო იყო პატარებისათვის, რადგან ვხედავდი
ყურადღებით უსმენდნენ. იაკობის ძეგლთან ლექსები წაიკითხეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ დავბეჭდე სიგელები , ვთხოვე დირექტორს მოეწყო ხაზი და სკოლის ყველა
მოსწავლი თვალწინ კვირეულის ყველა მონაწილე მასწავლებელი და მოსწავლე დავაჯილდოვეთ.
ზოგადად კვირეულმა მიზანს მიაღწია, ქართველი მოსწავლეები არასოდეს დაივიწყებენ
დიდი შემოქმედის -იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე.
მეორე სართულზე გამოვფინეთ კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების
ფოტო-სტენდი.
კვირეულის მიზანი შესრულდა,რაშიც დიდია წვლილი ჩემი კათედრის პედაგოგებისა.მადლობა
მათ თანამშრომლობისათვის.
Комментарии
Отправить комментарий