დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელის შემაჯამებელი ანგარიში

მოგესალმებით!

დაწყებითის  კათედრა აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. კათედრის წევრებს გვაერთიანებს საქმისადმი კოლეგიალური და თანამშრომლობითი დამოკიდებულება .სასწავლო წლის დასაწყისში დავამტკიცეთ სამუშაო გეგმა,რომლის მიხედვით წარვმართეთ მუშაობა მთელი წლის განმავლობაში.განვიხილეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი და შემდეგ უკვე კანონად მიღებული  დოკუმენტი. ყურადღება გავამახვილეთ სწავლა-სწავლების ძირითად პრინციპებზე, დაწყებითი საფეხურის ძირითად ამოცანებზე, მოსწავლის შეფასების სისტემაზე და ამ მხრივ შევიმუშავეთ შეფასების ზოგადი სქემა.
კათედრაზე   განვიხილეთ თითოეული საგნის სილაბუსები,რომელიც ყველა მასწავლებელმა შეადგინა და აქცია მისი მუშაობის მთავარ დოკუნეტად.შევქმენით  მასწავლებლის პორტფოლიოები, რომლებშიც ჩაიდო მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მასწავლებლებმა  ჩაატარეს  ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებების, შედეგებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით სამოდელო გაკვეთილები სპეცმასწავლებლებთან -თამრიკო ქოჩიაშვილთან  და ლელეა ჯანელიძესთან ერთად.

1.I-III კლასი ქართული ენა დალიტერატურა -ლ.მემენიშვილი
2.II-IV კლასი ქართული ენა დალიტერატურა -ნ.ჭიჭინაძე
3. I კლასი მათემატიკა -ნ.აბულაძე
4.II კლასი ქართული ენა და ლიტერატურა-ნ.მინდიაშვილი
5.IV კლასი ქართული ენა დალიტერატურა-ე.ჯანელიძე
მეორე სემესტრი
6.III კლასი ბუნებისმეტყველება-მ.გიორგაძე ლ.ჯანელიძე
7.IV კლასი მათემატიკა-ე.ჯანელიძე, თ .ქოჩიაშვილი
8.IV კლასი ინტეგრირებული ქართული-მათემატიკა-ე.ჯანელიძე,თ.ქოჩიაშვილი
დაწყებითი კლასების  კათედრა და სკოლის ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევდა მასწავლებლების პროფესიული განვითარების სასარგებლო ღონისძიებებს. პედაგოგები ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის   მიერ ჩატარებულ ტრენინგებს-წიგნიერების კომპეტენციის განვითრება სადამრიგებლო საათზე, ბუკის ტრენინგი დაშებრუნებული საკლასო ოთახი“.სწავლის პროცესში აქტიურად იყენებდნენ აუდიო და ვიდეო მასალებს, ელექტრონულ მასალებს ინტერნეტიდან, სხვადასხვა ვიზუალურ თვალსაჩინოებას.
გამოცდილების გაზიარების მიზნით გვქონდა საქმიანი შეხვედრები,სადაც ერთმანეთს გავაცანით ბუკის ტრენინგებზე მიღებული პრაქტიკული აქტივობები. ამ კუთხით საინტერესო იყო ისიტის  ტრენერთან  მარი მორჩაძესთან თანამშრომლობაც.
დაწყებითი კლასის მასწავლებლები ვთანამშრომლობთ სკოლის სპეცმასწავლებლებთან თ.ქოჩიაშვილთან და ლ.ჯანელიძესთან. მათთან კონსულტაციით შედეგად შევადგინეთ ინდივიდუალური გეგმები, ჩავატარეთ ღია გაკვეთილები, დავხვეწეთ გაკვეთილის გეგმის ფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ პრეზენტაცია“ინკლუზიური განათლება“. მათთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ დაუნისა და აუტიზმის დღისადმი მიძღვნილ აქციებში და ფილმის „ვარსკვლავები დედამიწაზე“ჩვენება -განხილვაში. მადლობა მინდა გადავუხადო მათ თანამშრომლობისათვის.
სასწავლო წლის ბოლოს ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა მნიშვნელოვანი დოკუმენტები- მოსწავლის დახასიათება ,პირადი საქმის მოწესრიგება, სადაც დადგენილი ნორმებისა და პროცედურების დაცვით დეტალურად აღინიშნა მოსწავლის სოციალური და ინტელექტუალური უნარები.
აქტიურად მიმდინარეობდა პოზიტიური თანამშრომლობა კოლეგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან.

წლის განმავლობაში განვახორციელეთ ყველა დაგეგმილი ღონისძიება.
1.იაკობის კვირეული
ა)ღია გაკვეთილი
ბ)კალიგრაფიის კონკურსი
გ)იაკობის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დ) ექსკურსია ვარიანში
ე)კვირეულის შეჯამება და მონაწილეთა დაჯილდოება
ვ)კვირეულის ამსახველი ფოტოსტენდის შექმნა
2.საახალწლო ღონისძიება
3.ფილმის „წელიწადის დრონი“ ჩვენება- განხილვა
4.კონკურსი“მომავალი მოაზროვნეები“
5.დაათვალიერეს დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი ,სადაც გავმართეთ მხატვრული წარმოდგენა „სერვანტესის სკოლის მოსწავლეები სტუმრად მწერალთან“.
6.ბავშვთა დაცვის დღეს მივძღვენით პროექტი ,რომლის ფარგლებში განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები“
ა)ღონისძიება „მომავალი ჩვენია“
ბ) მოსწავლეთა ნახატების გამოფენა
გ)სპორტული თამაში“მხიარული სტარტები3“
დ)ფერადი ცარცით ხატვა
ჩვენ სამუშაო გეგმის შედგენის დროს შევეცადეთ გაგვეთვალისწინებია მშობელთა ჩართულობა. ამ კუთხით გადავდგით შემდეგი ნაბიჯები:
1.ყველა ღონისძიებაზე მოწვეული იყვენენ მშობლები.
2.ფილმის „ვარსკვლავები დედამიწაზე“ჩვენება-განხილვა
3.მათი ინფორმირებისათვის დავურიგეთ ბუკლეტები ინკლუზიურ განათლებასთან და დაუნის სინდრომთან დაკავშირებით
სასწავლო წელი დავასრულეთ ექსკურსიით თოჯინების თეატრში და კარუსელებზე.
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო დირექციას-გ.ქასრაშვილს ,ი.აბულაძეს და ლ.ჯუღელს თანამშრომლობისათვის .ასევე ჩემთვის სასიამოვნო იყო  დაწყებითი კლასის პედაგოგებთან და სკოლის სპეცმასწავლებლებთან  გუნდური პრინციპით მუშაობა. ის ,რომ ჩვენ ვართ პროფესიონალი, პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი გუნდი ,ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ სადამრიგებლო ტრენინგზე ,სადაც ჩვენი პრეზენტაციები და  გამოსვლები იყო ეროვნული სასწავლო მიზნების შესაბამისი, სადაც ჩვენმა გუნდმა დაიმსახურა არა მარტო ტრენერის ,არამედ მონაწილე პედაგოგების მაღალი შეფასება, ამ მხრივ გამოვყოფდი მეორე სკოლის მასწავლებლების  პოზიტიურ დამოკიდებულებას ჩვენდამი ,რომლებიც თვითონ არიან პროფესიონალები.
მადლობთ ყურადღებისათვის!






დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელი: ელისო ჯანელიძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"