სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი   
ელისო ჯანელიძე
რაიონი
თერჯოლა
სკოლა
სსიპ დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“

თემის შინაარსი
       მოისმენენ ლექციას და გაიგებენ რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩაატარებენ გამოკითხვას, ანალიზის საზუძველზე მოამზადებენ სპორტულ თამაშებს და ჩაატარებენ ღონისძიებას”მხიარული სტარტები2”. მოიძიებენ ინფორმაციას და შეისწავლიან  მხარისა და რაიონის  კულტურულ მემკვიდრეობას(გოგნის წმ.გიორგის ეკლესია , ქუთაისის სპორტის მუზეუმი), დაათვალიერებენ მუზეუმს და გაეცნობიან გამოჩენილი ქართველი სპორტსმენების ცხოვრებას, მოაწყობენ ექსკურსიას გოგნში , გააკეთენ პრეზენტაციებს და შეაჯამებენ პროექტის დადებით მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შექმნიან ბუკლეტს, პრეზენტაციებს , პოსტერს და ბროშურას.

საგანი
სპორტი
ისტ
ბუნებისმეტყველება
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური , მესამე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
       სპ.III.1.აღწერს ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
       სპ.III.2. მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით, გვერდს უვლის დაბრკოლებებს.
       სპ.III.3.აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ ცეკვებსა და თამაშებში.
       სპ.III.4. თამაშისას იცავს დადგენილ წესებს
       ითვალისწინებს თანაგუნდელთა ინტერესებს;
       პატივს სცემს როგორც საკუთარ ,ისე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს და უფრთხილდება სპორტულ ინვენტარს;
       ბუნება.III.10. იცავს უსაფრთხოების წესებს სპორტული ღონისძიების დროს;
       ს.გ.III.4. ნამუშევარში გადმოსცემს ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
       ს.გ. III.10. დადის მუზეუმებში;
       დადის ექსკურსიაზე და  ეცნობა კულტურულ მემკვიდროებებს;
       ს.გ.III.13.მსჯელობს ხელოვნების ნიმუშებზე , რომლებითაც ცნობილია მისი რაიონი;

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
       მოისმენენ ლექციას და გაუჩნდებათ  წარმოდგენა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
       ორგანიზებას გაუკეთებენ სპორტული თამაშების მომზადებას და ღონისძიების ჩატარებას.
       ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას .
       შეძლებენ პროექტის შეფასებას და დასკვნების  გამოტანას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები


ზოგადი კითხვა       როდის გრძნობს ადამიანი თავს კარგად?

თემატური კითხვები
რა არის ჯანსაღი ცხოვრება?
რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად?

შინაარსობრივი კითხვები
გსურთ თუ არა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება?
სად მდებარეობს გოგნი?
გსმენიათ თუ არა რამე სპორტის მუზეუმის შესახებ?



შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში

კითხვარების შექმნა
ვიცი, მინდა ვიცოდე
მოსწავლეთა ჩანაწერები
ჯგუფური შეფასება
თვითშეფასება

პრეზენტაციები
ესეები
ბუკლეტი პოსტერი
ბროშურა
ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე
არასწორი შეხედულებები

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ბავშვის მიერ თვითშეფასების ჩეკლისტი
განმავითარებელი თვითშეფასება
დროში გაწერილი შეფასების გეგმა
პორტფოლიოს რუბრიკა
სავარაუდო ნაშრომის შეფასება
შფასების გეგმის კრიტერიუმები
შეფასების დაგეგმვა მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი


სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         წერისა და კითხვის საბაზისო უნარ-ჩვევა
კომპიუტერული მუშაობის უნარ-ჩვევა(მათ შორის დოკუმენტის გახსნა,შენახვა, კვლევის შედეგების დოკუმენტირება და ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება)
სასწავლო პროცედურები

მშობლებს და საზოგადოებას დავურიგე გაკეთებული ბუკლეტი და გავაცანი პროექტის მიზანი და აქტუალურობა.  ხაზი გავუსვი , რომ თამაშების, ლაშქრობებისა და ექსკურსიების შემეცნებით-გასართობი  და სახალისო ფორმა ხელს უწყობს  ბავშვების დაინტერესებას სპორტის სხვადასხვა სახეობით და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებას,რაც დადებითად აისახება როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, ასევე სპორტის პოპულარიზაციაზე.

დავყავი კლასი ჯგუფებად. შევიმუშავე დავალებები პროვოცირების მიზნით, რათა დამედგინა მოსწავლეთა საბაზო ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.მკაფიოდ განმესაზღვრა  მოლოდინები და მიმეცა პროექტისათვის სწორი მიმართღულება.
გონებრივი იერიშით დავაფიქსირე მოსწავლეთა მოსაზრებებუი დაფაზე-როდის გრძნობს ადამიანი თავს კარგად?
მათი პასუხებიდა გამომდინარე დავურიგე „ვიცი, მინდა ვიცოდე კითხვარი“ და ვთხოვე პასუხი გაეცათ თემატურ კითხვაზე :რა იციან  ჯანსაღი ცხოვრების შესახებს? და კიდევ რისი გაგება სურთ?
  გავაცნობ წინასწარ მომზადებულ საინფორმაციო მასალას -„ადამიანი და ჯანმრთელობა“ რომელშიც ყურადღებას გავამახვილებ როგორ აისახება ადამიანის ჯანმრთელობა   ქვეყნის განვითარებაზე და  როგორ მოქმედებს განათლება   ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.
ამის შემდეგ დავსვი თემატური კითხვა-რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ სკოლასა და სახლში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად?
დავეხმარე მოსწვლეებს სამუშაო გეგმის შედგენაში :
·         ვთხოვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ კვლევა
·         მოეძიათ ინფორმაცია რაიონისა და მხარის კულტურული ძეგლების შესახებ(გოგნი ქუთაისის სპორტის მუზეუმი)
·         მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ სპორტული ღონისძიება
·         წასულიყვნენ ლაშქრობასა და ექსკურსიაზე
·         გაეკეთებინათ პრეზენტაციები, ბუკლეტი, ბროშურა,პოსტერი.
·         ეწარმოებინათ ჩანაწერები
·         დაემუშავებინათ ინფორმაციები ბუკში(ვორდისა და პოვერ პოინტის პროგრამებში)

მოსწავლეებმა  ჩაატარეს  გამოკითხვა- გსურთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ სპორტულ ღონისძიებაში? .გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე მოამზადეს  სპორტული თამაშები და ჩაატარეს „მხიარული სტარტები 2“. შექმნეს პოსტერი.

მოსწავლეებმა შეადგინეს  გამოკითხვის კითხვარი, ჩაატარეს გამოკითხვა , აანალიზის შედეგები წარმოადგინეს ბუკში , მოიძეს ინფორმაცია და შეადგინეს  ჯანსაღი ცხოვრების წესები

მოსწავლეებმა მოაწყვეს პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, შექმნილი მასალები, ისაუბრეს პროექტის დადებით მნიშვნელობაზე.










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
შესაძლებლობების ფარგლებში ჩაერთოს სპორტულ ღონისძიებაში( შეიძლება მონაწილეობა ვერ მიიღოს ყველა სპორტულ თამაშში)

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

გავაერთიანე ორენოვან ჯგუფში, დავავალე მოთითებების ზეპირად შესრულება-გადაიღბდა ფოტოებს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
შექმნა გამოკითხვის კითხვარი, ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის შედეგები წარმოედგინა ბუკში დიაგრამის და ცხრილის სახით, ანალიზი გაუკეთა პრეზენტაციით კვლევას.


სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )


ბეჭდვითი მასალები
დაფა, ცარცი, ფორმატის ფურცელი, მარკერები, რვეული ჩანაწერებისათვის, საკლასო ოთახი,
ინვენტარი/მასალები
ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
თემასთან დაკავშირებული ფოტოები.
მასალები  ქუთაისის სპორტის მუზეუმისა და გოგნის ეკლესიის შესახებ.


ინტერნეტრესურსები
საველე ვიზიტები, მოწვეული სტუმრები, მასწავლებლები, მოსწავლეები სადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
სხვა რესურსები

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"