ადამიანის უფლებათა დაცვის დღე
თვითშეფასება

ელისო ჯანელიძე

10 დეკემბერს დაწყებითის კათედრამ სკოლის სპეცმასწავლებელთან თამრიკო ქოჩიაშვილთან ერთად გავაკეთეთ პრეზენტაცია , რომელიც ადამინის უფლებათა დაცვის დღეს მივუძღვენით. შეხვედრა კათედრაზე მქონდა დაგეგმილი და თამრიკო მასწავლებელი სიამოვნებით დაგვთანხმდა თანამშრომლობას.
ჩემი  პრეზენტაციის თემა იყო:“ ინკლუზიური განათლება“, სადაც ყურადღება გავამახვილე ინკლუზიური განათლების პრინციპებზე, თუ რა მოთხოვნებს და გამოწვევებს უნდა უპასუხოს  საზოგადოებამ  აღნიშნული პოლიტიკის გასატარებლად ქვეყანაში.
პრეზენტაციაში ხაზი გავუსვი ყველა ბავშვის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში , მიუხედავად განსხვავებულობისა და სოციალური სტატუსისა. შეხვედრა დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა, რომელშიც კითხვებით, აზრთა გაზიარებით, ზოგიერთი საკითხის დაზუსტებით ვერთვებოდით მე, დაწყებითი კლასის მასწავლებელი მაია გიორგაძე და სპეც მასწავლებელი თამრიკო ქოჩიაშვილი.
მოვახდინე ჩემი ღია გაკვეთილების განხილვა, რომელშიც თამრიკო მასწავლებლიც დამეხმარა. გეგმებში კარგად ჩანს თუ რა შედეგზე გადის კლასთან ერთად სსსმ მოსწავლე, თუ რა ტიპის სავარჯიშოები ,რესურსი ერგება კარგად სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და საჭიროებებს.

შემდეგ თამრიკო მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია. ისაუბრა სსსმ მოსწავლის თუ რა თავისებურებები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ინდივიდუალური გეგმის შედგენის დროს,როგორ უნდა დაისახოს გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი მიზნები, რომ სხვადასხვა საგნის მასწავლებელები ერთობლივად უნდა მუშაობდნენ ინდივიდუალური გეგმების შედგენაზე. აქვე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაკვეთილის მიზნებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმიდან უნდა გამომდინარეობდეს და განხორციელებული აქტივობებიც გაკვეთილზე დასახული მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.დასასრულს  შევაჯამეთ შეხვედრა , მადლობა გადავუხადე პედაგოგებს თანამშრომლობისათვის, გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ მსგავსი ტიპის საქმიანი, კოლეგიალურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"