მეთოდი მთელი -ნაწილი-მთელი-G-PRIDE
გაკვეთილის ავტორი
ელისო ჯანელიძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი- Іკლ.

გაკვეთილის თემა
ლ ასო-ბგერა
მოსწავლეთა რაოდენობა
14
მიზნები
გაეცნობიან ლ ასო-ბგერას
სტანდარტი
ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
·         აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

·         პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·         ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·         იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
                    
·         სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·         ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·         მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;
·         ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) .
·         მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური
·         სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
·         განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
·         სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
·         ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[2]

·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
·         ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
·         ქმნის მთლიანი ლექსის  ილუსტრაციებს;

მეთოდი:
მთელი-ნაწილი-მთელი
აქტივობები
პირველი აქტივობა
გამოცანა 5წთ
მოსწავლეებს  დავურიგებ ინდივიდუალურ სიტყვის ბარათებს ,ვთხოვ ყურადღებით წაიკითხონ მასზე დაწერილი სიტყვები(ცხოველების და ფრინველების სახელები),რადგან მე ახლა ვიტყვი გამოცანას რომლის პასუხიც ერთ -ერთ  ბარათზე წერია. ვინც გამოიცნობს და აქვს შესაბამისი სიტყვა ასწიოს ბარათი მაღლა.
ვეუბნები მოსწავლეებს გამოცანას.
თავხერხა,ბოლო ნამგალა, დაჰყვება მთელი ამალა.
მოსწავლეები წაიკითხავენ სიტყვებს, საჭიროების შემთხვევაში მივეხმარები კითხვებით: თქვენი აზრით ფრინველია თუ ცხოველი? რას ნიშნავს თავხერხა? ბოლონამგალა?

საკლასო დისკუსია
პასუხის დაფიქსირების შემდეგ  გაიმართება საკლასო დისკუსია მამლის ირგვლივ -გაიხსენებენ რა იციან მამლის შესახებ-როგორი ფრინველია? სად ცხოვრობს? რა შეუძლია? აღწერენ გარეგნულად?რითი იკვებება? რომელი მოთხრობა წაგიკითხავთ  ან მულტფილმი გინახავთ მამალზე?

მესამე აქტივობა
ახალი ასო-ბგერის შემცველი ტექსტის გაცნობა.
მოსწავლეებს გავაცნობ შესასწავლ ლექსს-“ლუკას მაამალი“-(რედაქტირებული ნ.დუმბაძის ლექსი“მამალი“).

წარვუდგენ პირველ სურათს ,სადაც მთავარი გმირი ბიჭუნა -ლუკა და მამალი ჩანს-გამოვათქმევინებ ვარაუდებს მათი აზრით რა ხდება სურათზე. გამოვიყენებ საჩვენებელი კითხვითდა ვიწყებ პირველ სტროფს :
„როცა ავად ვიყავი ვსვი და ვყლაპე წამალი
და მამიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი.
ტექსტს დავწერ მოსწავლეების დახმარებით დაფაზე. ფარნით შევასრულებთ  გუნდურ და შერეულ კითხვას .
ტექსტის 4 ილუსტრაცია  შევუსაბამე 4 სტროფს,საჩვენეელ კითხვის შემდეგ მოხდება ვარაუდების გამოთქმა,  შესაბამისი სტროფების ჩაწერა და დამუშავება მოსწავლეებთან ეთად ,ლექსის წაკითხვა  ერთობლივი და შერეული კითხვის გამოყენებით.

მეოთხე აქტივობა
შესასწავლი ასო-ბგერის ენობრივი დამუშავება

მოსწავლეებს ვთხოვ შესასწავლ ბოლო სტროფში მოძებნონ ლ ასო-ბგერა(ვუჩვენებ დაფაზე დაწერით რომელი ასობგერა უნდა მოძებნონ).
ბოლო სტროფში იპვნიან და შემოხაზავებ ლ ასოს.  ლექსის მიხედვით დაასახელებენ ლ ასოზე დაწყებულ და შემცველ სიტყვებს(ლუკა, მამალი, წამალი, სულელი, მამლაყინწა, ვყლაპე, დავკალით).
თუ ვერ დამისახელებენ მიმანიშნებელი კითხვებით დავეხმარები(ვინ არის ლექსის მთავარი გმირი ბიჭუნა? რა აჩუქა მას მამამ? რას სვამდა ლუკა? რისი დაკვლა გადაწყვიტეს?.
ამ სიტყვებს დავწერ დაფაზე მოსწავლეთა დახმარებით, გამოვყოფ იქედან სამ სიტყვას- მამალი, ლუკა ,სულელი.
ბავშვებს ავუხსნი რომ უნდა შევქმნათ პატარა საკითხავი წიგნი.
ვთხოვ გაიხსენონ რა არის საჭირო წიგნის შესაქმნელად? სავარაუდო პასუხები-ყდა, ფურცლები, ილუსტარცია,ტექსტი.
შემდეგ ვთხოვ ყურადღებით დააკვირდნენ ლექსის მიხედვით  წარმოდგენილ სურათებს, მე ვიტყვი წინადადებას და მათ უნდა გამოიცნონ რომელ სურათს შეესაბამება ის.
პირველი წინადადება-მამამ ლუკას მამალი აჩუქა.
მეორე- ერთხელ მამამ მამლის დაკვლა მოისურვა.
მესამე-ლუკამ მამამლი კარადაში დამამლა.
მეოთხე-სულელმა მამალმა კარადაში იყივლა.
მოსწავლეები ამოიცნობენ სურათებს მე ვწერ შესაბამის წინადადებებს სურათების გვერდით, ამ პროცესში ჩართული იქნებიან მოსწავლეები:
1.შემახსენეთ შემდეგი ასო, დაშალეთ სიტყვა ასო ბგერებად და ისე მიკარნახეთ, ჩაწერე ასო, გამოტოვებულია ასო ამ სიტყვაში და შეავსე
2.რამდენი სიტყვისაგან შედგება,რომელია პირველი სიტყვა, რომელი სიტყვა შეიცავს ლასო-ბფერას.
3.დამარცვლეთ ,რამდენი მარცვალია, რომელი მარცვალი შეიცავ ლ-ასო ბგერას.
4.დაშალეთ ასო-ბგერებად სიტყვეი-ლუკა, მამლი, -მერამდენე ასო ამ სიტყვაში ლ ასო-ბგერა.
ერთობლივი  და შერეული კითხვით შევამზადებ კლასს  შემდეგ აქტივობაზე გადასასვლელად.

მეხუთე აქტივობა
პატარა წიგნების დამზადება
ამ აქტივობას წყვილებში შეასრულებენ ,დავურიგებ თითოეულ წყვილს 4 ნახატიან ფურცელს, შესაბამის წინადადებებს ,გააფერადებენ ,დააწებებენ ,გაუკეთებენ ყდას და შეკრავენ პატარა წიგნად ჩემი დახმარებით. წაიკითხავენ წყვილში მონაცვეობით.

მეექვსე აქტივობა
გაკვეთილის შეჯამება
საკასო დისკუსია
რომელი ასო-ბგერა შეისწავლეს? რა დაამზადეს?
მოხდება ლექსის(ლიკას მამალი) ერთობლივი მოყოლა, ტექსტის(ლუკას მამალი-წინადადებებად ) შერეული წაკითხვა.

საშინაო დავალება-
ბუკში გადაგზავნილი ლექსი მოყოლით,პატარა წიგნუკების ტექსტი კითხვით.
 მოიფიქრეთ როგორ გაგრძელდებოდა ლუკასა და მამლის მეგობრობა.


რესურსი

დიდი და პატარა ილუსტრაციები ლექსის“ლუკას მამალი“-ს მიხედვით.(მხატვარი ჩვენი სკოლის მეცხრე კლსის მოსწავლე ილია ტოფაძე)
დაფა,ცარცი.
სამუშაო ფურცლები, ფერადი და უბრალო  ფანქრები, წებო, სტეპლერი.
მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი
წყვილები
განმავითარებელი შეფასება
საკლასო დისკუსია
შკითხვების დასმა
დავალება-პატარა წიგნების დამზადება






[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.
[2] გაშიფვა – გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;  ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"