მიმდევრობა

გაკვეთილის ავტორი
ელისო ჯანელიძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი- Іკლ.

გაკვეთილის თემა
მიმდევრობა
მოსწავლეთა რაოდენობა
14
მიზნები
შეძლებენ მიმდევრობის შედგენის წესის აღმოჩენას .
შეადარებენ ორ მიმდევრობას.
სტანდარტი
მათ. I.5. მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები (მიმდევრობები).

·      მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის რამდენიმე თანმიმდევრულ ღია პოზიციას;
·      ადარებს ერთნაირი საგნებით წარმოდგენილ ორ მოცემულ მიმდევრობას (რომლებშიც საგანთა რაოდენობა ტოლია) და შესაბამის შემთხვევაში მიუთითებს იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა-და-იმავე წესს ემორჩილება;
·      სიტყვიერად მოცემული წესის მიხედვით, მიმდევრობით განალაგებს მხოლოდ ერთი ატრიბუტით განსხვავებულ საგნებს (მაგალითად, ერთი ზომის ბურთების ასეთ მიმდევრობას: წითელი ბურთი, ლურჯი ბურთი, წითელი ბურთი . . .).

წინარე ცოდნა:
გეომეტრიული ფიგურები-სამკუთხედი, ოთხკუთხედი, (წვერო, კუთხე, გვერდი).
ცნებები-„მომდევნო“, „წინა“
.
მეთოდი:
კონსტრუქტივისტული
აქტივობები
პირველი აქტივობა
გეომეტრიული ფიგურები
წყვილებში  5წთ
მოსწავლეებს  დავურიგებ ინდივიდუალურ ბარათებს და ვთხოვ დამეხმარონ-მათთვის გამზადებული სამუშაო ბარათები  ვიღაცას დაუჩხაპნია. იქნებ შეძლონ ბარათებზე დახატული ფიგურების ამოცნობა და გამოჭრა .
პრეზენტაციის დროს დავსვამ კითხვებს რომელი ფიგურები(სამკუთხედი, ოთხკუთხედი) გამოჭრეს? რა იციან მათ შესახებ? (წვერი, კუთხე, გვერდი).

მეორე აქტივობა  5 წთ
ჯგუფური
მიმდევრობის აღმოჩენა
 წყვილებს გავაერთიანებ ორ ჯგუფად.ვთხოვ განალაგონ ეს ფიგურები გარკვეული თანმიმდევრობით მერხზე. დავაკვირდები როგორ დააწყობენ. თუ საჭირო გახდა დავავალებ სხვა თანმიმდევრობით ფიგურების დაწყობას .
ჯგუფები შეამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევარს ,გამოთქვამენ მოსაზრებას ფიგურების განლაგების შესახებ, აღმოაჩენენ ფიგურების მონაცვლეობის  წესს და ჩემი დახმარებით გაიგებენ რა არის მიმდევრობა.

მესამე აქტივობა 10 წთ
წყვილებში მუშაობა
მიმდევრობის შექმნა
შემდეგ ისევ წყვილებში გააგრძელებენ მუშაობას . დავურიგებ სხვადასხვა ფორმისა და ფერის გეომეტრიული ფიგურებს, ვთხოვ ამოარჩიონ , დააწყონ გარკვეული თანმიმდევრობით და მიიღონ მიმდევრობა. გამოუყენებელი ფიგურები ცალკე დააწყონ. დააკვირდნენ რა მეორდება(ზოგ შემთხვევაში იქნება ფიგურა ,ზოგ შემთხვევაში ფერი).
დავაკვირვები და საჭიროების შემთხვევაში მითითებებით ხელს შევუწყობ წყვილების ჩართულობას საკითხის თანამშრომლობით გადაწყვეტაში.
 პრეზენტაციის დროს დავსვამ კითხვებს ისე ,რომ ორივეს ჰქონდეთ საშუალება პასუხის გაცემისა- რა შექმენით? რა მეორდება თქვენს მიმდევრობაში?


მეოთხე  აქტივობა
მთელი კლასი
გოგო- ბიჭი 5წთ

მოსწავლეებს ვკითხავ მათ კლასში რამდენი გოგო და ბიჭია. როგორ შეიძლება მათი გამოყენებით მიმდევრობის შექმნა?  დადგებიან შესაბამისად. თუ დაფიქსირდა შეცდომა  ვთხოვ ვისაც შეუძლია გაასწოროს შეცდომა.
გავმართავ მსჯელობას:
რამდენი გოგო არის ზედმეტი?რატომ?
 ბოლო ბიჭის შემდეგ ვინ უნდა დადგეს?
რა მოხდება ისევ ბიჭი რომ დადგეს,რა კანონზომიერება დაირღვევა?

შევავსოთ მიმდევრობა  5წთ
დაფაზე გეომეტრიული ფიგურებით მექნება შექმნილი მიმდევრობები, რომელშიც გამოტოვებული იქნება რამოდენიმე ფიგურა.
მოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ და  თვითონ აღმოაჩენენ რა კანონზომიერებაა დარღვეული მიმდევრობაში. შეავსებენ გამოტოვებულ ადგილებს. იმსჯელებენ რა თანმიმდევრობით არის შედგენილი მიმდევრობა და როგორ გაგრძელდება.
პირველი
ნარინჯისფერი ოთხკუთხედი, წითელი ოთხკუთხედი,ნარინჯისფერი ოთხკუთხედი, გამოტოვებული წითელი

მეორე
მწვანე სამკუთხედი, ყვითელი ექვსკუთხედი, მწვანე სამკუთხედი ყვითელი ექვსკუთხედი, გამოტოვებული მწვანე სამკუთხედი

მეოთხე აქტივობა  5წთ
გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების დანიშვნა
მოსწავლეები ისაუბრებენ რა თემას გაეცვნენ დღეს?
რომელი აქტივობა მოეწონათ?
შევაფასებ სიტყვიერად და ავღნიშნავ ყველა მათგანის აქტიურობას.

საშინაო დავალება გვ70-71 ბოლო სავარჯიშოები




რესურსი

გეომეტრიული ფიგურები, მაკრატელი, სამუშაო ბარათები, მაგნიტი, დაფა.
მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი
წყვილები
ჯგუფური
განმავითარებელი შეფასება
დავალებები



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"