რეფლექსია -"ე-ასო-ბგერა"
მეთოდი „მხიარული ბანქო“ დღეს უკვე მესამედ ჩავატარე. წინასწარ მოვამზადე ბანქოს დასტები. სხვადასხვა ფერის ფლომასტერებით დავწერე 7 წინადადებისაგან შემდგარი მარცვლები 7 წყვილისათვის(კლასში 14 მოსწავლეა). შევეცადე შინაარსობრივად დამეკავშირებინა წინადადებები ერთმანეთთან,რომელიც შემდეგ გაუადვილებდა მოსწავლეებს წინადადებების თანმიმდევრობით აწყობაში.წინასწარ მოვამზადე გაკვეთილის გეგმა-ე ასოზე და  შეფასების რუბრიკა.
გაკვეთილის დასაწყისიში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზნები და განსახორციელებელი აქტივობები-რომ იმუშავებენ წყვილებში, დააჯგუფებენ მარცვლებს ჯერ სიტყვებად, შემდეგ კი სიტყვებისაგან  მიიღებენ წინადადებებს.წინადადებების შეერთებით კი მივიღებთ პატარა მოთხრობას.
წყვილებში დავალებების განაწილების დროს  შევეცადე დამეწყვილებინა სუსტი და შედარებით ძლიერი მოსწავლე.ყურადღებას ვაქცევდი მათ მუშაობას, ვაძლევდი საჭირო ინსტრუქციებს, ზოგჯერ დასჭირდათ დახმარებაც(გიორგის და მარის წყვილს, ლუკას და ლინდას).წინა გაკვეთილთან შედარებით უკეთესად იმუშავეს.ვეკითხებოდი რომელია ხმოვანი პირველ მარცვალში, წაიკითხე პირველი სიტყვის ბოლო მარცვალი, წინადადების ბოლო სიტყვა, ხ ხმოვანია თუ თანხმოვანი, რამდენი მარცვლისაგან შედგება პირველი სიტყვა, რამდენსიტყვიანია თქვენი წინადადებადა ა.შ.
წავაკითხე თითოეულ წყვილს შედგენილი სიტყვები შემდეგ მთლიანად წინადადება.
მეორე აქტივობა წინადადების გამთლიანება იყო , მიღებული წინადადება დააწებეს გრძელ ფურცელზე. სკოჩით დავაწებე ყველა მათგანის ნამუშევარი, წავიკითხეთ ერთად, დავუსვი კითხვები-რომელი ბავშვები არიან ამ მოთხრობის მთავარი გმირები, ხომ არ ჯობია მოთხრობა მათი გაცნობით დავიწყოთ, წინადადებებს მივეცით შინაარსობრივი თანმიმდევრობის სახე .
მთელმა კლასმა წავიკითხეთ მოთხრობა, შემდეგ გოგონებმა, შემდეგ ბიჭების ჯერი დადგა.
შევაფასე წყვილების მუშაობა რუბრიკის მიხედვით.
ალბათ ამ  მეთოდის  და სხვა მეთოდების სისტემატიური გამოყენებით მოსწავლეები უფრო დახვეწენ კითხვის ტექნიკას.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"