ღია კარის დღე
6 ნოემბერს
ჩავატარე ღია კარის დღე მშობლებისათვის. ისინი წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები. მესწრებოდა
8 მშობელი.
ჩემი მიზანი იყო მშობლებისათვის მეჩვენებინა ჩემი მუშაობის
ახლებური სტილი G-PRIDE-ის პროექტის ფარგლებში.
ქართულის გაკვეთილზე ჩავატარე ფონოლოგიური უნარ-ჩვევების
განსავითარებელი სავარჯიშოები, შემდეგ ავხსენი ასო კ მეთოდის-“ მასწავლებელი
კალამის” გამოყენებით. მშობლების ყურადღებას ვამახვილებდი ,თუ რა აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბავშვები
თანამედროვე მეთოდით სწავლებაში.
მათემატიკის გაკვეთილზე გამოვიყენე რესურსები-პლაკატები,
მოძრავი ციფრები, უტოლობის ნიშნები და გეომეტრიული
ფიგურები. ავუხსენი რომ მსგავსი თვალსაჩინოებით ბავშვი უფრო მოტივირებულია , მისი აღქმისა
და დამახსოვრების უნარიც გააქტიურებულია.
ბუნების გაკვეთილზე გამოვიყენე სლაიდი-ხილზე და ბოსტნეულზე,
მოსწავლეებმა ისაუბრეს შინიდან მოტანილ ხილზე და ბოსტნეულზე, დაახასიათეს ისინი ფერის
, ფორმისა და გემოს მიხედვით.
ხელოვნების გაკვეთილზე მშობლებიც აქტიურად ჩაერთვნენ
შემოდგომის აპლიკაციის დამზადებაში. გადავიღეთ ფოტოებიც.
დასასრულს ვთხოვე მშობლებს შეეფასებინათ ღია კარის დღე.
მათ მოიწონეს შეხვედრა და გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობისა.
ვისაუბრეთ სახლში მუშაობის მნიშვნელობაზე . გავაცანი
ჩვენი მომდევნო შეხვედრის ძირითადი მიზანი-საბავშვო მოთხრობის : "რვა შვილი ,დედა ,მამა
და სატვირთო მანქანა" წაკითხვა შვილებისათვის.
Комментарии
Отправить комментарий