ნოემბრის ანგარიში
მეორე კლასის ხელმძღვანელის ელისო ჯანელიძის ანგარიში:
2 ნოემბერს შეხვედრა სკოლის ექიმთან .საუბარი თემაზე : მავნე ჩვევების საფრთხე ( ფრჩხილების
კვნეტა, პირში თითების ჩადება, სხვისი პირადი ნივთებით სარგებლობა).
01-16.11 მათემატიკის გაკვეთილზე საკითხის მონაცემების
შეგროვება და აღწერა გამოვიყენე რესურსად ბუკი, მოსწავლეებმა ისწავლეს ცხრიელბის შედგენა,
მონაცემების განაწილება შესაბამის გრაფებში, პიქტოგრამის შექმნა ბუკის გამოყენებით.
02.11.ბუნებისმეტყველებაში მოსწავლეებს საგაკვეთილო
თემასთან მარცვლეული მცენარეები დაკავშირებით დამატებით წავუკითხე იაკობ გოგებაშვილის
„ბუნების კარი“-დან ინფორმაცია ხორბალზე და სიმინდზე.
15 ნოემბერს მოვაწყვე ღია კარის დღე მშობლებისათვის.
მათ მოისმინეს 5 გაკვეთილი: ქართული ენა, ბუნება, მათემატიკა, ხელოვნება და ინგლისური.
ქართულ ენაში იაკობის კვირეულთან დაკავშირებით მინდოდა
მწერლის ნაწარმოების განხილვა, მაგრამ ვერ მოვახერხე . ღია კარის დღისთვის იაკობის
„ბუნების კარი“-დან შევარჩიე მოთხრობა „შოშია“.
პირველად გამოვიყენე გამოწვევის ფაზაზე აქტივობა-როგორია? როგორი არ არის? რომელმაც გაზარდა
მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი. ეს სტრატეგია ითვალისწინებდა საგაკვეთილო თემის
გამოცნობას. ბავშვებმა შეძლეს შოშიას ამოცნობა.
ტექსტის შერჩევის
დროს გავითვალისწინე მეორეკლასელების შესაძლებლობები და მოვახდინე მისი მოდიფიცირება. რადგან მოთხრობა საინფორმაციო იყო გადავწყვიტე გამომეყენებინა გრაფიკული
მაორგენიზებლის სტრატეგია. კითხვის ფაზაზე მეთოდის ასეთი ფორმით პირველად იმუშავეს ბავშვებმა. მართალია აქტივობამ
დაგეგმილზე მეტი დრო წაიღო , მაგრამ პირველ მცდელობაზე ასეც უნდა ყოფილიყო.
წყვილებში მოხდა
ტექსტის ლექსიკური დამუშავება- სიტყვის პირამიდისა და სიტყვის ცნების რუკის
გამოყენებით.
გაკვეთილზე გამოვიყენე ბუკი ,რომლითაც მოვახდინე მეთოდის -გასეირნება ილუსტრაციებში წარდგენა. ტექსტის შინაარსის მიხედვით შედგენილი მქონდა სლაიდი შოშიაზე, რომლის
ფოტო მასალა მოვიძიე ინტერნეტით.
გაკვეთილის ბოლოს შესაბამისი მასალა გადავუგზავნე ბუკებში
საშინაო დავალებასთან ერთად.
მათემატიკის გაკვეთილზე მშობლებმა ნახეს როგორ შეიძლება
მათემატკურ საკითხზე მუსაობა ბუკში, სადაც მოსწავლეები როგორც ინდივიდუალურად , ისე
წყვილებში ტექსტური დავალების მიხედვით შექმნეს პიქტოგრამა, დასვეს კითხვები და ამოკრიბეს
მონაცემები. დავალების დასრულების შემდეგ წყვილებს
ვთხოვე გაეცვალათ ბუკები და შეეფასებინათ ერთმანეთის ნამუშევარი.
ტრეადებში შეადგინეს ექსკურსიაზე წასლისათვის საჭირო
ნივთების სია, პრეზენტაციის დროს ისაუბრეს როგორ ითანამშრომლეს და გაინაწილეს დავალება.
ბუნების გაკვეთილზე საშინაო დავალების გამოსაკითხად
გამოვიყენე ჯიპრაიდის მეთოდები: „მახასიათებლების ცხრილი“ -მზესუმზირაზე;
მზესუმზირა
|
როგორია?
|
სად გვხვდება?
|
რა ახასიათებს?
|
ყვითელი ყვავილია.
შავი გული აქვს;
მწვანე ღერო და ფოთოლი აქვს.
მზეს გავს.
|
ყანაში
მიონდორში
ეზოებში
ვენახში
|
მზეს უყურებს.
რომ გახმება თესლი ძირს ცვივა. მას არჩევენ, ხალავენ და გემრიელად მიირთმევენ.
მზესუმზირისაგან ამზადებენ ზეთს, ხალვას.
იყენებენ პარფიუმერიაში.
|
„ვიღაცას, უნდოდა, მაგრამ , საბოლოოდ“
ვიღაცას
|
უნდოდა
|
მაგრამ
|
საბოლოოდ
|
ადამიანს
|
მზესუმზირას მოწყვეტა
|
თესლი შიშისაგან ადგილს მოწყდა , ძირს დაეცა და მიწაში დაიმალა.
|
თესლი მზემ გაათბო, წვიმამ წყალი დაალევინა, გაიზარდა და პატარა მცენარედ
გადაიქცა.
|
კლასი დავყავი ორ ჯგუფად, ერთმა დაახასიათა (ფერის,
ფორმის, ზომის, გამოყენების მიხედვით) ლობიო, მეორემ კი სიმინდი.
ტრეადებში კი დაამუშავეს მცენარის მნიშვნელობა ადამიანისათვის,
ცხოველისათვის და ფრინველისათვის.
ხელოვნების გაკვეთილზე საშინაო დავალება გამოვიკითხე
ბუკში ტესტის სახით. შემდეგ იმუშავეს ჯგუფებში და შეადგინეს პატარა ამბავი სახელმძღვანელოში
წარმოდგენილი ნახატების მიხედვით დაგააკეთეს პრეზენტაცია.
ინდივიდუალურად იმუშავეს სახატავ რვეულებში. ამასთან
მშობლების ყურადღება გავამახვილე,რომ ზოგჯერ ბავშვებს შინიდან უფრსების ნახატები მოაქვთ
და ნუ შეუშლით ხელს ,როგორც მოახერხებენ ისე შეასრულონ დავალებათქო.
გაკვეთილზე გამოვიყენე განმავითარებელი შეფასების ფორმები:
შუქნიშნის ბარათები, გამოსაძახებელი ჩხირები და ქართულის გაკვეთილზე შეფასების რუბრიკა,
რომლის მიხედვით შევაფასე 5 მოსწავლე: ტოფაძე ქეთი, გიორგაძე ანასტასია, ფანჩულიძე
ლინდა, ბოგვერაძე ლიზი, პაპიძე თამარი.
დასასრულს მშობლებმა შეაჯამეს ღია კარის დღე და აღნიშნეს
მისი დადებითი მნიშვნელობა ,როგორც მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლლობის , ისე
მოსწავლის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
17-18 ნოემბერს მათემატიკის გაკვეთილზე მრგვალი ათეულების
ახსნის დროს გამოვიყენე კონსტრუქტივისტული მეთოდი. დავიხმარე გეომეტრიული ფიგურები. ათეულების და ოცეულების გამოყოფით მოსწავლეებმა
თვითონ შეძლეს მრგავლი ათეულების სახელწოდების აღმოჩენა( ოცდაათი, ორმოცი, ორმოცდაათი,
სამოცი, სამოცდაათი, ოთხმოცი, ოთხმოცდაათი) . აქტიური მონაწილეობა მიიღეს თვალსაჩინოების
(მათემატიკური პლაკატი) შექმნაში ,რომელიც
მათ დაეხმარებათ 1-100-მდე რიცხვების შესწავლაში.
Комментарии
Отправить комментарий