ღია გაკვეთილი ქართულ ენაში
გაკვეთილის ავტორი:
|
ელისო ჯანელიძე
|
სწავლების საფეხური:
|
დაწყებითი ,მეორე კლასი
|
თარიღი:
|
15.11.2016.
|
გაკვეთილის თემა:
|
იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“-„შოშია“ (მოდიფიცირებული);
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
|
მიმართულება: კითხვა
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·
დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით
შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის
მიზნით შედგენილ ტექსტებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან );ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
·
პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების
ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების
ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში;
·
ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული
ინფორმაცია ;
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას ;
ქართ. II. 6. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების
წაკითხვა და გაგება.
·
ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა
სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი
სტრატეგიების გამოყენება.
·
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს
/ მშობელს;
·
გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
|
მიზანი:
|
1. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
2.გაივარჯიშებენ საინფორმაციო ტექსტის გაწაფულად წაკითხვაში
წყვილებში კითხვის გზით.
3. განუვითარდებათ საჭირო ინფორმაციის ტექსტიდან ამოკრების
უნარი.
|
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები:
|
T
დიაგრამა-როგორია? როგრი არ არის?
სიტყვის ცნების რუკა;
სიტყვის პირამიდა;
გასეირნება ილუსტრაციებში;
ტექსტის კითხვა წყვილებში;
გრაფიკული მაორგანიზებლის შევსება;
პრეზენტაცია ;
|
მიმდინარეობა
|
T დიაგრამის შევსება;
კლასს დავყოფ 6 წყვილად , მოსწავლეებს ავუხსნი რომ
, მათ უნდა შეძლონ გაკვეთილის თემის ამოცნობა ,
სხვადასხვა ფერის ბარათებზე გავანწილებ სიტყვებს ორ
ყუთში , გამოსაძახებელი ჩხირებით გამოსული წყვილები ამოიღებენ თითო -თითო ბარათს
და შეუსაბამებენ დაფაზე დახაზულ ცხრილს -როგორია? როგორი არ არის?
დავალების დასრულების შემდეგ თითოეულმა წყვილმა ერთ
წუთში უნდა გამოიცნონ ფრინველის სახელი და დაწერონ ფურცელზე. წაიკით0ხვის შემდეგ
გამოვლინდება ვინ გამოიცნო სწორად, თუ ვერ მოხერხდა პასუხის დაფიქსირება მე დავეხმარები.
სიტყვის
ბარათების გამოყენებით
ლექსიკური
მუშაობა-წყვილებში
სიტყვის ცნების რუკით მოხდება შემდეგი სიტყვის დამუშავება-
ბუდე
ხოლო სიტყვები -მავნე, მარდად, მბზინავი, ჩირგვნარი
დამუშავდება სიტყვის პირამიდით.
ტექსტის
კითხვა წყვილებში
წყვილებს დავურიგებ ტექსტს
აქვე ვაჩვენებ ბავშვებს გრაფიკულ მაორგანიზებელს
,რომელიც მექნება დაფაზე გაკრული და ვეტყვი რომ ტექსტის წაკითხვის შემდეგ უნდა შეავსონ
ეს ცხრილი, ამიტომ ვთხოვ დაკვირვებით წაიკითხონ, გაუგებრობის შემთხვევაში გამოიყენონ
წითელი შუქნიშანი, ხოლო დასრულება მწვანე შუქნიშნით მანიშნონ.
წყვილებში გამოვყოფ ერთ დიფერენცირებულ წყვილს(თამარი
პაპიძე და ლაშა აბჟანდაძე) ,რომლებიც წაიკითხავენ ჩემთან ერთად.
გრაფიკული
მაორგანიზებლის შევსება
ტექსტის კითხვის დასრულების შემდეგ გამოსძახებელი ჩხირებით წყვილeბის დახმარებით შეივსება გრაფიკული მაორგანიზებელი.
პრზენტაცია
გასეირნებაილუსტრაციებში
მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემს მიერ შექმნილ სლაიდს შოშიაზე.
მათ ყურადღებას გავამახვილებ ტექსტში ასახულ ფაქტებზე.
საგაკვეთილო მოტივაციის შენარჩუნებისათვის ვაჩვენებ
საბავშვო მულტფილმს-
გაკვეთილის
შეჯამება და შეფასება
მოსწავლეების გაიხსენებენ რა შეისწავლეს დღეს, რომელი
აქტივობები განახორციელეს და მათგან თითოეულს რომელი მოეწონა.
მთელი გაკვეთილის მანძილზე დავაკვირდები 5 მოსწავლეს
და შევაფასებ მათ სპეციალური რუბრიკის მიხედვით.
|
რესურსი:
|
ტექსტი-შოშია
სიტყვის ბარათები
|
შეფასება:
|
გამოსაძახებელი ჩხირები, შუქნიშნის ბარათები, შეფასების
რუბრიკა.
|
როგორია ? როგორი არ არის?
შავია თეთრი
პატარა დიდი
გადამფრენია ზამთარში აქ არის
მშვიდობისმოყვარეა მტაცებელია
გარეული
შინაური
სუსტი ძლიერი
შოშია
შოშია მგალობელი
,ლამაზი ფრინველია, მბზინავი ბუმბულით, ოქროსფერი ნისკარტით,
შოშია გალობს , უსტვენს, ტრიალებს ცეკვავს, ცელქობს,
დაფრინავს მარდად და ცქვიტად. ის მგალობელი , მშვიდობისმოყვარე ფრინველია, რომელიც
მავნე მწერებით იკვებება.
გაზაფხულის პირას
სამხრეთიდან მოფრინავენ გრძლად დამწკრივებული გარეული ბატები და იხვები. მათ შორის
მოჩანს პატარა შავი ფრნველები გუნდ-გუნდად. ეს შოშიების გუნდია.
დედალ-მამალი შოშიები
შეუდგებიან ზველლი ბუდის გაწმენდას და განახლებას. აგებენ შიგ ფოთლებს, ბუმბულს.დედალი
შოშია დებას 6-7 მოლურჯო ფერის კვერცხს ,საიდანაც ორ კვირაში პატარა შოშიები იჩეკებიან.
დედა და მამა ერთად ზრუნავს შვილებზე. ისინი იჭერენ პეპლებს, ბუზებს, მატლებს. ამ დროს
ისინი აუარებელ მავნე მწერს ანადგურებენ. ამით შოშიები დიდ სიკეთეს უშვრებიან ბაღებს,
ვენახებს, ბოსტნებს და ნათესს. ორ კვირაში დასაფრენად მზად არიან შოშიები. ისინი მშობლებს
მიჰყავთ ბოსტანში, ბაღში და ასწავლიან მწერებისჭერას. შემდეგ კი მინდორში გაჰყავთ
, სადაც უფრო თავისუფლად ნადირობენ მწერებზე.
შემოდგომის პირას
ყველანი შეუდგებიან სამგზავრო მზადებას.იკრიბებიან ერტად ჩირგვნარებში , ადგენენ დიდრონ
გუნდებს. მერე აფრინდებიან და მიდიან თბილ სამხრეთის ქვეყნებში. წასვლის დროს უფრო
მოწყენილები არიან. ჩანს საქართველო სამშობლოდ მიაჩნიათ და სამხრეთის ქვეყნებს უხო
მხარედ მიიჩნევენ.
გრაფიკული მაორგანიზებელი
|
გარეგნობა
|
მახასიათებელი
თვისებები
|
ფრინველთა სახეობა
|
საქართველოში
დაბრუნება
|
ბუდის
მომზადება გასამრავლებლად.
|
ნაშიერის
აღზრდა
|
თბილ
ქვეყნებში გამგზავრება
|
განწყობა
გამგზავრების წინ
|
შოშია
|
შოშია
ლამაზი ფრინველია, მბზინავი ბუმბულით, ოქროსფერი ნისკარტით.
|
შოშია
გალობს , უსტვენს, ტრიალებს ცეკვავს, ცელქობს, დაფრინავს მარდად და ცქვიტად.
|
ის მგალობელი
, მშვიდობისმოყვარე ფრინველია,
|
შოშიები გაზაფხულის პირას სამხრეთიდან მოფრინავენ გუნდ-გუნდად.
|
დაბრუნებული
დედალ-მამალი შოშიები შეუდგებიან ძველი ბუდის გაწმენდას და განახლებას. აგებენ შიგ
ფოთლებს, ბუმბულს.დედალი შოშია დებს 6-7 მოლურჯო ფერის კვერცხს ,საიდანაც ორ კვირაში
პატარა შოშიები იჩეკებიან
|
დედა
და მამა ერთად ზრუნავს შვილებზე. ისინი იჭერენ პეპლებს, ბუზებს, მატლებს და კვებავენ ბარტყებს.
ამ დროს შოშიები აუარებელ მავნე მწერს ანადგურებენ. ამით ისინი დიდ სიკეთეს უშვრებიან ბაღებს, ვენახებს, ბოსტნებს
და ნათესს.
ორ კვირაში
დასაფრენად მზად არიან შოშიები. ისინი მშობლებს მიჰყავთ ბოსტანში, ბაღში და ასწავლიან
მწერების ჭერას. შემდეგ კი მინდორში გაჰყავთ , სადაც უფრო თავისუფლად ნადირობენ მწერებზე.
|
შემოდგომის
პირას ყველანი შეუდგებიან სამგზავრო მზადებას.იკრიბებიან ერთად ჩირგვნარებში , ადგენენ
დიდრონ გუნდებს. მერე აფრინდებიან და მიდიან თბილ სამხრეთის ქვეყნებში.
|
წასვლის
დროს უფრო მოწყენილები არიან. ჩანს საქართველო სამშობლოდ მიაჩნიათ და სამხრეთის ქვეყნებს
უცხო მხარედ მიიჩნევენ.
|
შეფასების რუბრიკა
მოსწავლე
|
მუშაობა ლექსიკურ ერთეულებზე
|
წყვილებში ტექსტის წაკითხვა
|
გრაფიკული მაორგანიზებელის შევსებაში მონაწილეობა
|
წერითი ნამუშევრის შექმნა
|
||||||||
დამაკ.
|
საშუ.
|
კარგი
|
დამა.
|
საშუალ.
|
კარგი
|
დამაკ.
|
საშუა.
|
კარგი
|
დამაკ.
|
საშუალ.
|
კარგი
|
|
ტოფაძე ქეთი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გიორგაძე ანასტასია
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ფანჩულიძე ლინდა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ბოგვერაძე ლიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პაპიძე თამარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий