გაკვეთილის ავტორი
ელისო ჯანელიძე

სწავლების საფეხური
დაწყებითი- Іკლ.

გაკვეთილის თემა
 ასო- ბგერა ე
მოსწავლეთა რაოდენობა
14
მიზნები
1.შეძლებენ მარცვლებით სიტყვების გამთლიანებას;
2. მიღებული სიტყვებით ააწყობენ და წაიკითხავენ წინადადებებს .
სტანდარტი
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.

·         მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

·         მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
·         ცნობს ანბანის ყველა ასოს.

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[1]

·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;


მეთოდი:
მხიარული ბანქო
აქტივობები
პირველი აქტივობა
მთელი კლასი
დიდაქტიკური თამაში „მარცვლობანა“

მოსწავლეებს დავაყენებ წრეზე, ბურთს გადავუგდებ თითოეულს , მე დავასახელებ მარცვალს  მან კი უნდა დაასრულოს. (ძირითადად  ორმარცვლიან სიტყვებს, მაგ. თა-სი, თა-თი და ა.შ)


მეორე აქტივობა
წყვილებში მუშაობა 7 წყვილი
„მხიარული ბანქო“

წყვილებს დავურიგებ წინასწარ მომზადებულ მარცვლების ბარათებს, ანუ „ბანქოს“ თითო დასტას, ავუხსნი რომ მარცვლებისაგან ააწყონ  სიტყვები ,ხოლო სიტყვებისაგან წინადადებები. წებოს გამოყენებით დააწებებენ სამუშაო ფურცელზე. ძირითადად წინადადებები იქნება 2 და  3  სიტყვიანი, ამასთან იმ წყვილს რომლის მონაწილეებიც შედარებით იოლად კიხთულობენ მარცვლებს დავავალებ ოთხსიტყვიანი წინადადების აწყობას..
დავაკვირდები და ვაკონტროლებ  წყვილების თანამშრომლობას დავალების შესრულების დროს. შესწავლილი ასოების(ა,ი,ე,ს,ხ,თ, ო) გამოყენებით შევადგენ 7 წყვილისთვის  მარცვლებით წინადადებებს
(აი იასე. ეს თეოა. ის იასეს ოთახია. სათითე თეოსია.ეს  იასეს თხაა. ის ოთხი თასი თეოსია. ეს იასეს  თოხია.) 

მესამე აქტივობა
პრეზენტაცია
თითოეული წყვილი გააკეთებს პრეზენტაციას.
გაიკვრება დაფაზე  მათი ნამუშევრები. იმსჯელებენ რომელი მარცვლები შეაერთეს,ტაქტის ხერხით განსაზღვრავენ სიტყვებში მარცვლების რაოდენობას, რამდენ სიტყვიანია წინადადება, რომელია პირველი მარცვალი პირველ სიტყვაში, მეორე სიტყვაში, პირველი სიტყვა წინადადებაში, მეორე სიტყვის ბოლო მარცვალი , პირველი მარცვლის პირველი ასო ხმოვანია თუ თანხმოვანი და ა. შ.

მეოთხე აქტივობა
გაკვეთილის შეჯამება
შევაჯამებ თითოეული წყვილის მუშაობას, დავიწყებ პოზიტიურით ,ხოლო თუ საჭირო გახდა  რჩევებსაც მივცემ რომელიმე წყვილს.

მეხუთე აქტივობა -საშინაო დავალების დანიშვნა-დავურიგებ  მოსწავლეებს ინდივიდუალურად „ბანქოს“დასტებს , ავუხსნი რომ კლასში შესრულებული აქტივობების შესაბამისად ააწყონ მარცვლებისგან სიტყვები,ხოლო სიტყვებისაგან მიიღონ წინადადება. თითო მოსწავლეს დავალება იქნება ერთი წინადადების შედგენა.







რესურსი

ბურთი;
მარცვლები-„ბანქოს“დასტა;
სამუშაო ფურცლები;
წებო;
მაგნიტური დაფა, მაგნიტი.
მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი
წყვილები
შეფასება
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების რუბრიკის მიხედვით.









Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"