a
გაკვეთილის ავტორი
ელისო ჯანელიძე

სწავლების საფეხური
დაწყებითი- Іკლ.

გაკვეთილის თემა
 კ-ასო- ბგერა. ზეპირი თხზულება  სოკოზე.
მოსწავლეთა რაოდენობა
14
მიზნები
შეადგენენ და წაიკითხავენ ზეპირ თხზულებას.
წინადადებებით, სიტყვებით და მარცვლებით შეძლებენ დაშლილი ტექსტის აწყობას.
დაასურათებენ მოთხრობის ეპიზოდებს.

სტანდარტი
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
·         მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[2]

·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.

·         ხატავს/აფერადებს მოსმენილ ნაწარმოების პერსონაჟს;
·         ქმნის მთლიანი მოთხრობის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;

ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.

·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·          

მეთოდი:
ენობრივი პრაქტიკა-მასწავლებელი კალამი
აქტივობები
პირველი აქტივობა
მთელი კლასი
კითხვა- პასუხი
დავსვამ კითხვას თუ იციან ვინ არის მწერალი? ბავშვების პასუხებს დავაკავშირებ იაკობ გოგებაშვილის პლაკატათან, ყურადღებას გავამახვილებ მასზე როგორც ქართველ საბავშვო მწერალზე.

მეორე აქტივობა
მთელი კლასი
ბავშვებს ვთხოვ დასხდნენ ბალიშებზე. გავაცნობ გაკვეთილის თემას-კ ასოს,  ვაჩვენებ კ ასოს პლაკატს, რომელზეც სოკოა გამოსახული .ვთხოვ მოიფიქრონ ერთად მოთხრობა სოკოზე და მე მათ აზრებს დაფაზე გადავიტან-ანუ ვიქნები“მასწავლებელი კალამი“. ყურადღებას გავამახვილებ სათაურის და პირველი სტრიქონის ადგილზე, წერის პროცესში ჩავრთავ მოსწავლეებს-ზოგი ასოს დაწერს, ზოგი სიტყვას და წინადადებას. გზადა-გზა წავიკითხავთ რა დავწერეთ. ყურადღებას გავამახვილებთ  ახალ ასოზე-ბგერაზე, ხმოვან და თანხმოვან ასოებზე, რამდენსიტყვიანია ეს წინადადება, ბოლოს რა სასვენი ნიშანი დავსვათ და ა.შ.
ბოლოს წავიკითხავთ ერთად, წაიკითხავენ გოგოები, ბიჭები, ვისაც ძაღლი ჰყავს, ვისაც სუპი უყვარს და ა.შ.

მესამე აქტივობა
ტექსტის აწყობა
გადავწერ ტექსტს ფორმატის დიდ ფურცელზე . დავამზადებ ტექსტის ნაწილებს წინადადებების, მარცვლების სახით ,რომლებსაც გამოიყენებენ ტექსტის აწყობის დროს.
მოსწავლეებს ვაჩვენებ გამზადებულ წინადადებებს და მარცვლებს,რომელიც მათ წინ იქნება მერხზე დაწყობილი . ავუხსნი ,რომ უნდა ავაწყოთ ტექსტი   შესაბამისი წინადადებებით, დააჯგუფონ  მარცვლები სიტყვებად.
მუშაობის პროცესში გამოვიყენებ მოსწავლეების დახმარებას ერთმანეთის მიმართ.
მეოთხე აქტივობა
წყვილებში ან ჯგუფებში
ტექსტის ეპიზოდების დასურათება
ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე გადავწყვიტავ მოსწავლეთა ორგანიზების რომელ ფორმას გამოვიყენებ. წყვილების გავაცნობ დავალებას,რომ ისინი  იმუშავებენ  მოთხრობის ეპიზოდების დასურათებაზე-ილუსტრირებაზე. ყურადღებას მივაქცევ მათ თანამშრომლობას ხატვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში ჩავერევი და დავეხმარები.


მეხუთე აქტივობა
პრეზენტაცია
წყვილები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, ისაუბრებენ რა დახატეს, როგორ იმუშავეს.
მეექვსე აქტივობა

გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება
მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს, რომელი აქტივობა მოეწონათ, რა იყო საინტერესო,ახალი  მათთვის.
შევაფასებ მათ აქტივობას კომენტარებით







რესურსი

დაფა, ცარცი, მაგნიტი, ფორმატის ფურცელი, სამუშაო ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, წებო.
მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი
წყვილები









[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.
[2] გაშიფვა – გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;  ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"