გაკვეთილის ავტორი
ელისო ჯანელიძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი- Іკლ.

გაკვეთილის თემა
 ვიყენებთ მათემატიკურ ნიშნებს
მოსწავლეთა რაოდენობა
14
მიზნები
შეძლებენ საგანთა დაწყვილებით რაოდენობების შედარებას და მოცემული გროვის შევსებას მითითებულ რაოდენობამდე.
გამოიყენებენ უტოლობებისა და ტოლობის ნიშნების.


სტანდარტი
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორისდამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
·      მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას;
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
·      საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს ( ) და განსაზღვრავს განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?");

მეთოდი:
აქტივობები
პირველი აქტივობა
მთელი კლასი 5წთ
მათემატიკური თამაში
მოსწავლეებს დავაყენებ წრეზე, ბურთს გადავუგდებ თითოეულს , მე ვუსვამ მარტივ შეკითხვებს და ისინი პასუხობენ.
1.რომელი გაკვეთილია ახალ?
2.რომელ კლასში სწავლობ?
3. რამდენი ბავშვია ჩვენს ჯგუფში?
4.რამდენია აქედან გოგო?
5. ვაჟი?
6.რომელი უფრო მეტია გოგონები თუ ვაჟები?
7.ვინ ზის შენს მარჯვნივ? მარცხნივ?
8.სპორტული დარბაზი ზემოთ არის თუ ქვემოთ?
9.სად არის კომპიუტერების ოთახი?
10.რამდენ სართულიაანია ჩვენი სკოლა?
11.პირველი კლასის ოთახი რომელ სართულზეა?
12.ექიმის კაბინეტი სად არის?
13. ჩვენს საკლასო რომელია ნაკლები მერხები თუ საკამები?
14.გიორგი შენი და რომელ კლასში სწავლობს?მეხუთეში.


მეორე აქტივობა 10 წთ
წყვილებში მუშაობა
წყვილებს დავურიგებ წინასწარ გამზადებულ თვალსაჩინოებას.

პირველი წყვილი
4 წითელი და 5 მწვანე ჩხირი

მეორე წყვილი
3 მწვანე სამკუთხედი და5 ლურჯი ოთხკუთხედი

მესამე წყვილი
2 ყვითელი და 5 ყვითელი ფოთოლი

მეოთხე წყვილი
2 ლურჯი და 3 წითელი კუბიკი

მეხუთე წყვილი
4ყვითელი ექვსკუთხედი და 2 თეთრი ფიგურა

მეექვსე წყვილი
5 ყვითელი და 1 ლურჯი ჩხირი

მეშვიდე წყვილი
3 თეთრი და 4 ნარინჯისფერი ფიგურები

მოსწავლეებს ვთხოვ დააწყვილონ საგნები და შეადარონ .
პრეზენტაციის დროს ისაუბრებენ ,როგორ მიხვდნენ ,რომ ესა თუ ის საგნის რაოდენობა მეტი ან ნაკლები იყო მეორეზე.
პირველ წყვილს ვუსვამ შეკითხვას რამდენი წითელი ჩხირი დაგჭირდებათ,რომ იმდენივე გქონდეთ,რამდენიც მწვანე ჩხირი. ისინი დაასახელებენ და დაამატებენ შესაბამისად საჭირო ჩხირების რაოდენობას.
მეოთხე წყვილი პირიქით,როგორ ინდა მოიქცეთ,რომ ლურჯი კუბიკი იმდენივე იყოს ,რამდენიც მწვანე.მოსწავლეები ხედავენ ტოლი რაოდენობის საგნებს.

მესამე აქტივობა 10 წთ
მათემატიკური ნიშნების გაცნობა
მოსწავლეებს მათემატიკური ნიშნების პლაკატის გამოყენებით ვთხოვ გაიხსენონ  +, -, = ნიშნების სახელები. შემდეგ კი წარვუდგენ და გავაცნობ  უტოლობების ნიშნებს, ვთხოვ მოძებნონ მოძრავ ციფრებში შესაბამისი ნიშნები. ასანთის ღერების გამოყენებით ,  მოსწავლეების დახმარებით ყურადღებას გავამახვილებ მის შემადგენელ ნაწილებზე(გაშლილი და დახურული ნაწილი). პრაქტიკულად ისწავლიან მეტობის და ნაკლებობის ნიშნების შექმნას.



პრაქტიკული მუშაობა
წყვილებს ვთხოვ მარჯვნივ და მარცხნივ განალაგონ საგნები და მათ შორის მოათავსონ უტოლობის შესაბამისი ნიშანი. წაიკითხავენ.
შემდეგი დავალება იქნება საგანთა რაოდენობას შეუსაბამონ მოძრავი ციფრები და უტოლობის ნიშნების გამოყენებით წაიკითხონ ჩანაწერი.მოძრავი ციფრებისა და ნიშნების  გამოყენებით შეადგენენ უტოლობას და წაიკითხავენ,რომელიც ასეთ სახეს მიიღებს:

5=5
3>5
2>5
2=2
4>2
5>1
3<4

ყურადღებას ვამახვილებ პირველ და მეოთხე ჩანაწერზე და ვთხოვ მოსწავლეებს დახმარებას რა შეიძლებვა ვუწოდოთ ამ ჩანაწერს? თუ ვერ გამცეს პასუხი ასე დავუკონკრეტებ-ტოლობა თუ უტოლობა?
შემდეგ უკვე თვითონ გააკეთებან დასკვნას,რომ მეორე ჩანაწერს უტოლობა ქვია.

მეოთხე აქტივობა  5წთ
ინდივიდუალური მუშაობა
ბარათებით მუშაობა
მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ საკლასო მუშაობის მსგავს დავალებას ინდივიდუალური ბარათებით .რამოდენიმე მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას ,სხვები შეამოწმებენ.


მეხუთე აქტივობა   3წთ
გაკვეთლის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება
მოსწავლეებიისაუბრებენ რა შეისწავლეს დღეს, რომელი აქტივობა მოეწონათ?
შევაფასებ მათ შეფასების რუბრიკის მიხედვით

მეექვსე აქტივობა  2წთ
საშინაო დავალების დანიშვნა
გვ.49 -ჩასვით შესაბამისი რიცხვი





რესურსი

ჩხირები ,გეომეტრიული ფიგურები, კუბიკები, ფერადი ქაღალდებისაგან გაკეთებული ფოთლები,ასანთის ღერები, მოძრავი ციფრები და მათემატიკური ნიშნები, ინდივიდუალური ბარათები.
მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი
წყვილები
ინდივიდუალური
შეფასება
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების რუბრიკის მიხედვით.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"