შეკრების თვისებები
საგანი: მათემატიკა
|
კლასი : მეორე
|
|||
გაკვეთილის
ავტორი :
ელისო ჯანელიძე
|
||||
გაკვეთილის
თემა: შეკრების თვისებები
|
|
|||
დრო: 45 წთ
|
თარიღი: 29.03.2017წ.
|
|||
გაკვეთილის/აქტივობის
ძირითადი მიზანი:
მოსწავლეები
შეისწავლიან შეკრების ჯუფთებადობის თვისებას, შეკრებენ რიცხვებს ადვილი, მოხერხებული
თანმიმდევრობით.
შეძლებენ შეკრების ჯუფთებადობის
თვისების გამოყენებას რიცხვითი გამოსახულებების მნიშვნელობებისა და მარტივი ამოცანების დამოუკიდებლად ამოსახსნელად.
|
||||
დამოკიდებულება
მოსწავლეებს განუვითარდებათ მისწრაფება , ეძიონ რიცხვითი კანონხზომიერებები
რიცხვებზე მოქმედების შესრულებისას, გამოარჩიონ მნიშვნელოვანი იდეები მსჯელობისას.
გაუჩნდებათ ეძიონ შეკრების შესრულების ყველაზე ადვილი გზა.
|
||||
ცოდნა
მოსწავლეს ეცოდინება , რომ შეკრების შემცველი გამოსახულების მნიშვნელობა
არ არის დამოკიდებული მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობაზე. გამოთვლის გასაადვილებლად
შეიძლება შევარჩიოთ რიცხვთა მოხერხებული წყვილები.
|
უნარები
მოსწავალე შეძლებს შეკრების შემცველი გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლას
იოლად. მოსწავლეს განუვითრდება გამოთვლითი უნარ-ჩვევები, იგი კონკრეტული მაგალითისთვის
შეარჩევს და გამოიყენებს ზეპირი ანგარიშის სხვადასხვა ხერხებს, შეძლებს ახსნას გამოყენებული
ხერხი.
|
|||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,
რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
·
ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას
და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად, საგანთა გროვაზე).
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
·
ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის
მოცემული და რა არის საძებნი;
·
ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს
ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად (მაგალითად, შეკრება, გამოკლება, ერთეულის ბიჯით წინ ან უკუთვლა;
საგანთა გროვა ან რიცხვითი კიბე);
მათ. II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება
მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
·
იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის)
და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის) თვისებებს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის
გამოსათვლელად.
|
||||
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
შეკრება -გამოკლება 100-ის ფარგლებში;
ორმოქმედებიანი შეკრება( ზეპირად);
შეკრების გადანაცვლებადობის თვისება;
ორნიშნა რიცხვები, მათი სახელწოდებები და ციფრული ჩანაწერები;
არითმეტიკულ გამოსახულებაში ფრჩხილების ხმარება, მოქმედებათა თანმიმდევრობა,სიტყვიერად
მოცემული ორი მოქმედების შესაბამისი გამოსახეულების ჩაწერა ფრჩხილებით და პირიქით,
დაწერილი გამოსახულების სიტყვიერი აღწერა;
მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას რიცხვითი გამოსახულების შედგენა;
|
||||
გაკვეთილის/აქტივობის
გეგმა:
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში,
წყვილებში, ინდივიდუალურად,
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
დაჯგუფების
კრიტერიუმები:
მოსწავლეთა მზაობის მიხედვით.
|
||||
სასწავლო მასალა:
მოსწავლის სახელმძღვანელო,
დავალებები ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისათვის, ჯიპრაიდის თვალსაჩინოება (ფიგურები),
გასასვლელი ბარათები, დაფა, ცარცი, გეომეტრიული ფიგურები.
|
||||
გაკვეთილის
/აქტივობის ეტაპები
|
||||
I-წინასწარ
გადანაცვლებადობის
თვისების გახსენება
მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად კლასს დავყოფ სამ შრედ;
პირველი შრე
-დაბალი მზაობა
მოსწავლეები იმუშავებენ თვალსაჩინოების გამოყენებით . ეძლევათ უფრო სტრუქტურირებული
დავალება:
1)6 წითელ კუბს დაუმატე 3 მწვანე კუბი და ჩაწერე რიცხვითი გამოსახულება.
2)ახლა შეუცვალე კუბებს ადგილი და ჩაწერეშესაბამისი რიცხვითი გამოსახულება;
3) დაასრულეთ წინადადება: შესაკრებთა გადანაცვლებით...............
მეორე შრე(
საშუალო მზაობა)
ამოხსნიან სახელმძღვანელოში-გვ.171-№1 დავალებას:
შეადრეთ რიცხვითი გამოსახულებები და მათი მნიშვნელობები:
6+3 და 3+6
7+10 და 10+7
2+9 და 9+2
10+8 და 8+10
შეკრების რა თვისება დაგეხმარათ ამ დავალების შესრულებაში?
მესამე შრე(
მაღალი მზაობა)
მოცემულია არსწორი ტოლობა. შეცვალეთ ნებისნიერი ერთ რიცხვი, რომ სწორი
ტოლობა მიიღო.
13+6=6+12
(13+6=6+13;
12+6=6+12);
შეკრების რა თვისებაზე მიუთითებს ახლად მიღებული სწორი ტოლობები?
ქვიზი
1)დაასრულეთ:
6+3=3+
7+10=10+
2+9=9+
10+8=8+
2)დაასრულეთ წინდადადება : შესაკრებთა გადანაცვლებით.....
3) 36-ს გამოკლებული 4-ისა და 2-ის ჯამი არის
ა) 36-4+2 ბ)
36-(4+2) გ) 36-4-2
4)ჭადრაკის წრეში 20 მოსწავლე იყო გაერთიანებული. მათ მალე 7 გოგონა
და 3 ბიჭი მიემატა. რამდენი წევრია ახლა ჭადრაკის წრეში?
ამოხსნა ჩაწერე ფრჩხილებიანი
გამოსახულებით.
დავაკვირდები
ჯგუფებში მოსწავლეთა მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჯგუფებში მოსწავლეთა
გადანაცვლებას;
|
II-განმავლობაში
მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის მიზანს: დღეს ჩვენ უნდა დავადგინოთ, როგორ შეიძლება სამი და
მეტი რიცხვის შეკრება ადვილი , მოხერხებული თანმიმდევრობით.
დაფაზე დავწერ რიცხვებს: 5, 3 და 2. მოსწავლეებს ვთხოვ
დამეხმარონ არ რიცხვების ჯამის სხვადასხვა ხერხით პოვნაში. მათთან ერთად დაფაზე ჩავწერ
შემდეგ რიცხვით გამოსახულებებს:
(5+3)+2=8+2=10(ამ რიცხვითი
გამოსახულების ამოხსნისას გაიხსნებენ პირველად რა მოქმედება უნდა შევასრულოთ).
როგორ შეიძლება შევასრულოთ შეკრება სხვანაირად?
5+(3+2)=5+5=10
შემდეგ მოსწავლეები
აგრძელებენ ისევ ჯგუფებად მუშაობას.
პირველი შრე(
დაბალი მზაობა)
დავურიგებ 2თეთრ, 8 წითელ, 4 ლურჯ ფიგურას. . ვთხოვ იპოვონ ფიგურების
გამოყენებით ჯამი სხვადასხვანაირად.
(2+8)+4=10+4=14
2+(8+4)=2+12=14
მეორე შრე (საშუალო მზაობა)
გამოიყენეთ შეკრების თვისება და შეკრიბეთ სწრაფად:
2+4+8+1=
3+2+7+8=
მესამე შრე
იპოვეთ 2-ის, 8-ის, 4-ის,
6-ის ჯამი სხვადასხვანაირად.
(2+8)+(4+6)= 10+10=20
2+(4+6)+8=2+10+8=12+8=20
პრეზენტაცია
ჯგუფის წევრები წარმოადგენენ
საკუთარ ნამუშევრებს.
მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას
რომ მოცემული რიცხვების ნებისმიერი თანმიმდევრობით შეკრებისას(დაჯგუფებისას ) ჯამი
არ იცვლება.
შემდეგ გაეცნობიან შესაბამის ტექსტს წიგნში და ადარებენ თავიანთ დასკვნებს.
|
III-შემდეგ
წყვილებშ დავალებები
წყვილებში სამუშაოდ
პირველი შრე(დაბალი მზაობა)
შეკრიბეთ ჯუფდებადობის თვისების გამოყენებით:
ამოცანა
ნანას 5წითელი, 4 ყვითელი და
5 თეთრი ბუშტი აქვს. რამდენი ბუშტი აქვს ნანას? გამოიყენეთ ჯუფდებადბის თვისება.
მეორე შრე
( საშუალო მზაობა)
ამოცანა
ერთ გუნდში 9 ბიჭი და 3 გოგოა, მეორეში 7 ბიჭი და 1 გოგო. რამდენი ბავშვია
ორივე გუნდში? შეადგინეთ სათანადო გამოსახულება და იპოვეთ მისი მნიშვნელობა ადვილი
ხერხით.
მესამე შრე
(მაღალი მზაობა)
შეადგინეთ ამოცანა , რომლის ამოსახსნელად საჭირო იქნება ორი რიცხვის
ჯამისთვის მესამე რიცხვის მიმატება ( რიცხვები ისე შეარჩიეთ რომ ჯუფდებადობის თვისების
გამოყენებით გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა ადვილად შეძლოთ).
პრეზენტაცია
ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევარს.
გასასვლელი ბარათები -ინდივიდუალური
შემოხაზეთ რიცხვები, რომელთა შეკრებით იოლად იპოვით გამოსახულების მნიშვნელობას:
6+7+3
გაკვეთილის
შეჯამება
მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს , გამოყოფენ რა შეისწავლეს, რომელი
აქტივობა მოეწონათ.
საშინაო დავალება
დაინიშნავენ საშინაო დავალებას წიგნში გვ.172-№6, 1,2,3.
|
||
Комментарии
Отправить комментарий