ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში



გაკვეთილის ავტორი:


ელისო ჯანელიძე
სწავლების საფეხური:
დაწყებითი ,მეორე კლასი
თარიღი:
28 .10.2016 წ.
გაკვეთილის თემა:
სასარგებლო საკვები .

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ბუნ.II.1.მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითად  ნაწილების აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
·           თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის  ძირითად  ნაწილებს,  გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
·           მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას.  (მაგ., ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა).

ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება.

      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად  მოვრწყავთ?
·         აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის  სიმაღლის მატება),  წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;




მიზანი:
ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის ამოცნობა.
გააცნობიერებენ ხილსი, ბოსტნეულისა და მარცვლოვანი მცენარეებისაგან დამზადებული საკვების სარგებლიანობას ადამიანებისათვის.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები:
გასეირნება გალერეაში;
სიტყვის ცნების რუკა;
სიტყვის პირამიდა;
სიტყვის დაშლა;
ტექსტის საჩვენებელი კითხვა
დიახ-არა ბარათები;
საკლასო დისკუსია;
სასარგებლო საკვების მომზადება;

მიმდინარეობა
გასეირნება გალერეაში.
მოსწავლეები ამოიცნობენ პლაკატზე ხილსა და ბოსტნეულს.
ისინი  საუბრობენ შინიდან მოტანილ ხილზე და ბოსტნეულზე, ახასაიათებენ მას ფერის, ზომისა და გემოს მიხედვით, როგორ შეიძლება მისი ჭამა(უმი თუ მოხარშული).
ლექსიკური მუშაობა-წყვილებში

სიტყვის ცნების რუკით მოხდება შემდეგი სიტყვების დამუშავება :ვაშლი, ლიმონი;
ხოლო სიტყვები -მანდარინი, მწვანილი, ჭარხალი, პომიდორი დამუშავდება სიტყვის დაშლით.

პრზენტაცია

ტექსტის  დამუშავება
მოსწავლეებს საჩვენებელი კითხვით წავუკითხავ მოთხრობას. (იხ. დანართი მინდორი) .


დიახ/არა ბარათები
დიახ/არა ბარათებით დავაზუსტებ რამდენად დაიმახსოვრეს მოსწავლეებმა ტექსტის შინაარსი.

საკლასო დისკუისა:
მთელ კლასთან წარვმართავ დისკუსიას შემდეგი კითხვების გამოყენებით:
-რას გულისხმობდა ბებო ,როცა ამბობდა, პური აქ არისო?
-რას გულისხმობდა ბებო,  როცა ამბობდა , ხაჭაპურიც და ნამცხვრებიც აქ არისო?

-ვინ იცის როგორ ამზადებენ ხორბლის მარცვლებისგან პურს?

ხილისა და ბოსტნეულისაგან მშობლებთან ერთად  სასარგებლო საკვების მომზადებაში მონაწილეობა--ჯგუფური
კლასი დაყოფილია 3 ჯგუფად, პირველი ჯგუფის მოსწავლეები მშობლებთან ერთად დაამზადებენ ბოსტნეულისაგან სალათს.
მეორე  ჯგუფი კი მონაწილეობას მიიღებს პიცის დამზადებაში, მესამე ჯგუფი კი მონაწილეობას მიიღებს პეჩენიების გაწყობაში.
პრეზენტაციის დროს თითოეული მათგანი
ისაუბრებს რომელი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული მცენარე არის მათ საკვებში.

რესურსი:
ხილისა და ბოსტნეულის პლაკატი;
ცოცხალი ხილი და ბოსტნეული;
სამუსაო ფურცლები და მარკერები.
დიახ/არა ბარათები.
სასარგებლო საკვების დასამზადებლად  საჭირო პროდუქტები;


შეფასება:
გამოსაძახებელი ჩხირები, დიახ.არა ბარათები.



დანართი -მინდორი

მინდორში
ნინიკო ბებოს გაჰყვა მინდორში. იქ უსასრულოდ გადაჭიმულიყო ხორბლის ყანა, მცირე ნიავზეც კი ღელავდნენ მარცვლით დატვირთული თავთავები. ნინიკო გაოცდა:
-აქ რა იზრდება ბებო?
-რა და პური ჩემო კარგო.
-პური?-ფუნთუშები სადღაა ბებო?
-ფუნთუშებიც აქაა საყვარელო.
-ხაჭაპური?
-ხაჭაპურიც აქ არის.
-ბებო, ნუთუ აქ არის ნაირ-ნაირი ნამცხვრებიც?
-აქ არის, აქ არის ,ტველაფერი აქ არის  ჩემო სანატრელო.
გასცქერის ნინიკო ყანას , აკვირდება თავთავებს და ცდილობს გამოიცნოს :რომელია პური, სად არის ხაჭაპური, , რომელ მხარეს ნამცხვრები?

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"