გაკვეთილის გეგმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
გაკვეთილის
ავტორი:
|
ელისო
ჯანელიძე
|
ჩატარების
თარიღი
|
13.10.2016
წელი.
|
გაკვეთილის
თემა:
|
თბილი
და ცივი ფერები
|
სწავლების
საფეხური/კლასი/მოსწავლეთა რაოდენობა:
|
დაწყებითი,
მეორე კლასი
|
გაკვეთილის
მიზანი:
|
1.გაეცნობიან
თბილ და ცივ ფერებს;
2.მათი
საშუალებით განუვითარდებათ სათანადო განწყობის გადმოცემის პრაქტიკული უნარ -ჩვევები;
|
სტანდარტი:
|
ს.გ.II.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
·
განარჩევს ცივ და თბილ ფერებს და იყენებს მათ ნამუშევარში;
ს.გ.II.2. მოსწავლესშეუძლიამიმართოსსხვადასხვამასალას, ტექნიკასდაპროცედურასნამუშევრისშექმნისას.
·
ხელოვნური მასალით ქმნისაპლიკაციას;
ს.გ.II.7. მოსწავლესშეუძლიაწარადგინოს
ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები თანაკლასელთა ნაშრომებზე.
·
უზიარებსთანაკლასელებსშთაბეჭდილებებსწარმოდგენილნამუშევარზე (მომწონს,არმომწონს);
·
უსმენს თანაკლასელებს
და მასწავლებელს;
·
აცდისსხვებსსაუბრისდასრულებას;
·
საუბრობსშთაბეჭდილებებზე,რომლებიცმიიღოსხვისინამუშევრიდან.
ს.გ.II.9. მოსწავლეპატივსსცემსსაკუთარდასხვისნამუშევარს.
·
მხარსუჭერსთანაკლასელებსდაარისკეთილგანწყობილიმათინამუშევრებისადააზრისმიმართ;
·
უფრთხილდება(არაზიანებს)საკუთარდასხვისნამუშევრებს;
|
გაკვეთილის
მიმდინარეობა:
|
დიახ/არა ბარათები
-მთელი კლასი 3 წთ
მოსწავლეები დიახ/არა
ბართების გამოყენებით უპასუხებენ ჩემს მიერ
დასმულ წინადადებებს:
ფერწერულ
ნამუშევრებს მხატვრები ქაღალდზე ქმნიან-არა;
ფერწერულ
ნამუშევრებს მხატვრები ტილოზე ქმნიან-დიახ;
ფერწერული
ნამუშევრის შესაქმნელად იყენებენ ფანქარს-არა;
ფერწერული
ნამუშევრის შესაქმნელად იყენებენ ზეთის საღებავებს;
ფერების
შესაზავებელ დაფას გრაფიკას უწოდებენ-არა;
ფერების
შესაზავებელ დაფას პალიტრას უწოდებენ-დიახ;
მთელი კლასი 10 წთ
შესწავლილი ტექსტის(ვასო
გულეურის „ ფერადი ფანქრები“) გახსენება
და კითხვებზე პასუხის გაცემა: ( მოსწავლეებს მერხზე ექნებათ დაწყობილი ფერადი ფანქრები,
რომელსაც გამოიყენებენ პასუხის გაცემის დროს, მაჩვენებენ ხელით.)
რა უყიდა
ფიქრიას დედამ ?
რამდენი
ფანქარი იდო ყუთში ? 6.
რომელი
ფერის ფანქრები, ჩამოვთვალოთ:წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ყავისფერი და შავი.
რა დახატა
ფიიარიამ ყვითელი ფანქრით? მზე. ყვითელი როგორი ფერია შედგენილი თუ ძირითადი?
მწვანე
ფანქრით?-მინდორი. მწვანე როგორი ფერია შედგენილი თუ ძირითადი
ყავისფერი
ფანქრით?- ხეები.
ლურჯი
ფანქრით? -ცა
წითელი
ფანქრით?-ვარდები.
შავი
ფანქრით?-დაწერა : დედიკოს.
თბილი და ცივი
ფერების გაცნობა-8 წთ
ჯგუფებს
დავურიგებ სამუშაო ფურცელს , გამოჭრილი ფერადი
ქაღალდების კომპლექტს: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, თეთრი, ცისფერი.
თქვენი
აზრით რა ფერის საღებავს გამოიყენებს მხატვარი ბუხრის დასახატად, რომელშიც გიზგიზა
ცეცხლი ანთია? შემოდგომის მზიანი ამინდის დასახატად?
მოსწავლეებს
ვთხოვ ამოარჩიონ და სამუშაო ფურცელის ერთ
მხარეს დააწებონ ის ფერები, რომელსაც მხატვარი შემოდგომის მზიანი დღის და სითბოს
დასახატად გამოიყენებს.
შემდეგ
ბავშვებს ვავალებ წარმოიდგინონ მოღრუბლული,
ცივი ამინდი, აბობოქრებული ზღვა, რომელ ფერებს
გამოიყენებს მხატვარი ასეთი პეიზაჟის დასახტად. შესაბამის ფერებს დააწებებენ ფურცლის
მეორე მხარეს. პრეზენტაციის დროს თვითონვე
გააკეთებენ დასკვნას, ცივი და თბილი ფერების
შესახებ.
სახელმძღვანელოზე
მუშაობა- 5 წთ მთელი კლასი
მოსწავლეები
გაეცნობიან სახელმძღვანელოში (გვ.20-21) მოცემულ საილუსტრაციო მასალას, ისაუბრებენ
რომელი ფერები გამოიყენა მხატვარმა , რა განწყობის გადმოცემას ცდილობს მხატვარი?
ჯგუფური მუშაობა-
8 წთ
ცივი და თბილი
ფერების გამოყენებით აპლიკაციების შექმნა.
მწვანე
და წითელი შუქნიშნების გამოყენებით კლასს დავყოფ ორ-თბილ და ცივ ჯგუფად.
ჯგუფები,
სახელწოდების მიხედვით იმუშავებენ თბილი და ცივი ფერების გამოყენებით აპლიკაციების
შექმნაზე.
ერთი
წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას.
თბილი
ფერების ჯგუფი შექმნის შემოდგომის ფოტლების აპლიკაციას, ხოლო ცივი ფერების ჯგუფი
აბობოქრებულ ზღვას და გემს. ერთი მოსწავლე წარადგენს ჯგუფის ნამუშევარს.
გასასვლელი ბარათები:
3 წთ
წყვილებს
დავურიგებ გასასვლელი ვარათების ორ ვარიანტს:
1.როგორ
ფერებს გამოიყენებს მახტვარი მოღრუბლული ამინდის დასახატად?
ა) თბილს ბ) ცივს
2,როგორ
ფერებს გამოიყენებს მხატვარი მზიანი ამინდის
დასახატად?
ა0 თბილს ბ) ცივს
პრეზენტაციას
გააკეთებს ორი წყვილი ,ვარიანტის მიხედვით, სხვები შეამოწმებენ.
ინდივიდუალური
მუშაობა-5წთ
მოსწავლეები
სურვილისამებრ დახატავენ ცივი და ფერადი ფერების გამოყენებით .
გაკვეთილის შეჯამება
და საშინაო დავალების დანიშვნა 3 წთ
მოსწავლეები
ისაუბრებენ რა შეისწავლეს დღეს, რა აქტივობები განახორციელეს და თვითონ რომელი მოეწონათ.
ჩასანიშნ
რვეულში დაინიშნავენ გაკვეთილის გვერდს, ნახატს დაასრულებენ სახლში.
|
რესურსი
|
ხელოვნების
წიგნი მეორე კლასი, ფერადი ქაღალდები, სამუშაო ფურცლები, წებო, დიახ/არა ბარათები,
შუქნიშნის ფერები-წითელი და მწვანე.
|
შეფასება
|
განმავითარებელი
შეფასება-დიახ/არა ბარათები შუქნიშნის ფერები, გასასვლელეი ბარათები, პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა.
![]() |
Комментарии
Отправить комментарий