გაკვთილის გეგმა :"გრძელცხვირა ჯადოქრის ამბავი"
გაკვეთილის ავტორი:
|
ელისო ჯანელიძე
|
სწავლების საფეხური:
|
დაწყებითი IIIკლ.
|
თარიღი:
|
02.06.2016წ.
|
გაკვეთილის თემა :
|
თხრობითი ხასიათის ტექსტი
-თამარ ფხაკაძის „ გრძელცხვირა ჯადოქრის ამბავი”
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
5
|
გაკვეთილის მიზნები:
|
წაიკითხავენ და ლექსიკურად დაამუშავებენ ტექსტს.
შეძლებენ მოთხრობის გაგება-გააზრებას.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია
ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
·
სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს
ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
·
აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო
ნიშნების მიხედვით;
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში თავისუფლად მოიძიებს მასწავლებლის
მიერ წაკითხულ ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·
პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის
მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;
·
ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს
პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია
მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის,
მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა
და გაგება-გააზრება.
·
განსაზღვრავს მოქმედებათა
დროსა და ადგილს;
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
(სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად
მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
იმახსოვრებს და საკუთარი
სიტყვებით გადმოცემს
·
ტექსტის ცალკეული მონაკვეთის
არსებით ინფორმაციას;
|
გაკვთილზე გამოყენებული მეთოდები:
|
სიტყვის ცნების რუკა
სიტყვის დაშლა
სიტყვის პირამიდა
პაუზებად კითხვა
ვარაუდების სქემა
დიახ/არა ბარათები
პერსონაჟის რუკა
გასასვლელი ბარათები
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
პირველი ფაზა-წაკითხვამდე
გასეირნება ილუსტრაციებში
მოსწავლეებს ვაჩვენებ მოთხრობიდან სურათებს-, ვთხოვ დააკვირდნენ და გამოთქვან ვარაუდი ვინ არიან გამოსახული და რა ხდება მათი აზრით ნახატებზე.
ლექსიკური მუშაობა
მთელ კლასთან ერთად აქტივობა-
სიტყვის ცნების რუკისა და დაშალე სიტყვის გამოყენებით დავამუშავებთ სიტყვებს-ჯადოქარი და ალქაჯი.
მოსწავლეები წყვილებშიმუშაობით
სიტყვის პირამიდის გამოყენებით ახსნიან სიტყვებს-უღრანი, უკუნი, ბზრიალ-ტრიალით.
გააკეთებენ პრეზენტაციებს.
მოლოდინების
რუკა
მოსწავლეებს ვთხოვ ამ ორი აქტივობის საფუძველზე გამოთქვან მოლოდინები
გაკვეთილთან დაკავშირებით.
მეორე ფაზა-კითხვის
დროს
ტექსტის კითხვა
-ვარაუდების სქემის გამოყენებით
მოსწავლეებს წარვუდგენ შესასწავლ ტექსტს და ვეტყვი,რომ მისი დამუშავება
მოხდება პაუზებად კითხვით და შევავსებთ ვარაუდების სქემას. შევახსენებ მათპაუზებად
კიტხვის მეთოდს და ვარაუდების სქემის შევსების წესს. გავაცნობ სათაურს ,ვთხოვ გამოთქვან ვარაუდი რაზე იქნება
საუბარი, რატომ ფიქრობენ ასე . შემდეგ მე წავიკითხავ ტექსტს მონაკვეთამდე -მიფრინავდა
მარსია და...
შევავსებთ სქემის მესამე გრაფას სინამდვილეში რა მოხდა. შემდეგ ისევ გამოთქვამენ ვარაუდებს რა მოხდება.
კითხვას გააგრძელებს მოსწავლე
მონაკვეთამდე-განა ზღაპარი დასრულდა. ისევ
შეივსება სქემა.
შემდეგი მონაკვეთი -შუაგულ უღრან
ტყეში ჩავარდა.
ბოლო მონაკვეთი-შიგ ცხვირით
ჩაერჭო.
მოსწავლეებთან ერთად შევაჯამებ ვარაუდების სქემას.
დიახ/არა ბარათები
გრძელცხვირა ჯადოქარი იყო კეკა;
მარსია ჯადოსნური ცოცხით მიფრინავდა;
კეკე 113 წლის გახდა;
მარსიას კეკესთვის თაიგული მიჰქონდა;
მარსიას გზაში ჯადოსნური ჯოხი დაუვარდა;
მარსიამ და კეკემ ჯადოსნური ღამე გაატარეს;
ჯადოსნური ჯოხი კურდღელმა იპოვა;
წაკითხვის შემდეგ
პერსონაჟის
რუკა
მთელ კლასთან ერთად შევავსებ პერსონაჟის რუკას.(სქემა3 )
მოსწავლეები სქემას შეავსებენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
გასასვლელი
ბარათები-ინდივიდუალური
მოსწავლეებს
დავურიგებ გასასსვლელი ბარათების ორ ვარიანრს, ვეტყვი,რომ შევსების შემდეგ დადონ
ჩემს მაგიდაზე.
გასასვლელი
ბარათი:
მოსწავლის სახელი:
რას ნიშნავს უკუნი
გასასვლელი
ბარათი
მოსწავლის სახელი:
რას ნიშნავს უღრანი ტყე
გაკვეთილის
შეჯამება
მოსწავლეები გაიხსენებენ რა შეისწავლეს, რომელი აქტივობების განახორციელეს,
რა მოეწონათ?
დაინიშნავენ
საშინაო დავალებას:
საშინაო დავალება
დაწერე მოკლე ჩანახატი-„მე ,რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს...’
|
რესურსი
|
G-PRIDE-ს
საკითხავი წიგნი „ გრძელცხვირა ჯადოქრის ამბავი“ ,სიტყვის ცნების რუკა, სიტყვის პირამიდა
,ვარაუდების სქემა , პერსონაჟის რუკა(სქემა3), დიახ/არა და გასასვლელი ბარათი.
|
შეფასება
|
განმავითარებელი
შეფასება
სქემები-პერსონაჟის რუკა, სიტყვის ცნების რუკა და სიტყვის პირამიდა;
დიახ/არა და გასასვლელი ბარათები.
|
Комментарии
Отправить комментарий