გაკვეთილის გეგმა :"ჭინჭარი"
გაკვეთილის ავტორი:
ელისო ჯანელიძე
სწავლების საფეხური:
დაწყებითი- I კლ

გაკვეთილის თემა :
მზია ხარებავას „ჭინჭარი“
მოსწავლეთა რაოდენობა:
14
მიზანი
წაიკითხავენ და ლექსიკურად დაამუშავებენ ტექსტს.
გაიაზრებენ ტექსტს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[2]

·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
·         კითხვისას წიგნს დაიკავებს  სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·         კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);

მეთოდები:
სიტყვის ცნების რუკა;
სიტყვის პირამიდა;
საჩვენებელი კითხვა
ერთობლივი კითხვა (ქოროში, ექო)

წინადადებების ბანქო;
სიტყვა სიტყვაში;
ხუთი კითხვა;
მახასიათებლების ცხრილი;
გაკვეთილის მსვლელობა:
მთელი
გამოცანა 2წთ
საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებს წავუკითხავ გამოცანას ჭინჭარზე (ღობეში ხელი შევყავი ,ბომბორა ძაღლმა მიკბინა).
მსჯელობით მივლენ მოსწავლეები პასუხამდე.

გონებრივი იერიში 3წთ
გონებრივი იერიშით დავადგენ მოსწავლეთა ცოდნას ჭინჭრის შესახებ . მათ მოსაზრებებს დავაფიქსირებ დაფაზე.

ლექსიკური მუშაობა 3წთ
სიტყვის ცნების რუკის გამოყენებით  მთელ კლასთან დავამუშავებ სიტყვებს-ცელი და ფხალი,
ხოლო სიტყვის პირამიდას გამოვიყენებ სიტყვისთვის -დასუსხა.


მოლოდინების რუკა 2 წთ
მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან მოლოდინები დღვანდელი გაკვეთილის შესახებ ? ყურადღებას გავამახვილებ ტექსტის სტრუქტურაზე. რაზე იქნება საუბარი? როგორი ხასიათის იქნება ტექსტი-თხრობითი თუ საინფორმაციო? მოთხრობა იქნება ,ზღაპარი თუ ლექსი? ვინ და რა იქნებიან პერსონაჟები?


გასეირნება ილუსტრაციებში და ვარაუდების გამოთქმა 3წთ

მოსწავლეებს ეკრანის გადაცემით ბუკში  წარვუდგენ შესასწავლ თემას მზია ხარებავას მხატვრულ ტექსტს „ჭინჭარი“.მოსწავლეები დააკვირდებიან ნახატებს , გამოთქვამენ ვარაუდებს პერსონაჟების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში დავეხმარები კითხვებით:
ვის ხედავთ სურათზე?
თქვენი აზრით როგორ ხასიათზეა ის? რამ გამოიწვია ეს? რა უჭირავს ბიჭს ხელში? თქვენი აზრით რატომ?
როგორ ფიქრობთ ვი არის ეს ქალი? რას აკეთებს ის?

საჩვენებელი კითხვა 2წთ
მოსწავლეებს შევახსენებ ,რომ ტექსტს დავამუშავებთ საჩვენებელი ,ექოთი და ქოროში კითხვით, გამოვიყენებთ შერეული კითხვის აქტივობას. ბავშვები ჩემთან ერთად ახსნიან რას ნიშნავს საჩვენებელი, ექოთი და ქოროში კითხვა. შემდეგ  წავუკითხავ ტექსტს გამომეტყველებით, ინტონაციის დაცვით, სასვენ ნიშნებთან გავაკეთებ პაუზებს, ემოციების გამოსახატავად გამოვიყენებ ჟესტ- მიმიკას.
მეხუთე აქტივობა 5წთ
ტექსტის დამუშავება ქოროში და ექოთი  კითხვით
მოსწავლეებს ბუკში გადავუგზავნი ტექსტს ,რომელსაც წაიკითხავენ  ექოთი და ქოროში კითხვით. გამოვიყენებ შერეულ კითხვას-წაიკითხავენ გოგონები, ბიჭები, ვისაც და ჰყავს, ვისაც ვაშლი  უყვარს.

წაკითხული ტექსტის მიხედვით  დიახ /არა ბარათების გამოყენება 2წთ
1. მოთხრობის მთავარი გმირები არიან დედა და ჭოლა.
2. ჭოლა მოედანზე თამაშობდა
3.ბურთი ჭასთან მიგორდა
4. ჭასთან ყვავილები იყო
5.ჭოლამ გამოიტანა თოხი
6.დედამ ჭინჭრის ფხალი გააკეთა
7.ჭინჭრის ფხალი არავის არ მოეწონა
8. ჭინჭრის ფხალი გემრიელი საჭმელია

მეორე ფაზა-ნაწილი

წინადადებების ბანქო
კლასს დავყოფ სამ ჯგუფად, ტექსტს გავყოფ სამ ნაწილად, წინადადებების ბანქოს , რომელსაც წინასწარ გავამზადებ, გავანაწილებ ჯგუფებში ისე,რომ პრეზენტაციის დროს შეაერთონ ნაწილები და გაამთლიანონ მოთხრობა.
ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს, რომლებსაც მთელი კლასი ერთად წაიკითხავს.

ჯგუფური მუშაობა-5წთ
სიტყვის ბარათებით წინადადებების შედგენა.
დაფაზე გავაკრავ სიტყვის ბართებს ,რომლებსაც ტექსტიდან ამოვკრებ. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ უნდა შეაერთონ სიტყვები და შეადგინონ წინადადებები. ამ აქტივობას წარვმართავ მთელ კლასთან.

 აქტივობა-სიტყვა სიტყვაში 3წთ
 წყვილებში მუშაობა
მოსწავლეებს წყვილებში დავურიგებ სიტყვის ბარათებს და ვთხოვ იპოვონ  დამალული სხვა სიტყვა ან სიტყვები. სამუშაო ფურცლებზე მარკერის გამოყენებით დაწერენ შემდეგ სიტყვებს:

პირველი წყვილი -ბიჭია-ჭია,ია
მეორე წყვილი-ჭკვიანი-ია,ანი
მესამე წყვილი-ჭინჭარია-ჭა,ია.
მეოთხე წყვილი-წაიღო-აი,აიღო
მეხუთე წყვილი-ფხალი, ხალი,ალი.
მეექვსე წყვილი-საჭმელია-მელია, მელი,  ლია, ელი,ია.
მეშვიდე წყვილი-ძალიან-ალი, ლია,ია, ან


წყვილები გააკეთებენ პრეზენტაციას. 2წთ
 დავუბრუნებ წამახალისებელ უკუკავშირს ზეპირად.
სიტყვის ბარათებით შევავსებ სიტყვების კედელს.

მთელი-მესამე ფაზა

ხუთი კითხვა 3 წთ
მოსწავლეებს წარვუდგენ სქემას ხუთი კითხვა . მთელ კლასთან ერთად შევავსებთ მას შემდეგნაირად.
ვინ
სად
როდის
რა ქნა
რატომ
ჭოლამ
ჭასთან
ბურთი ,რომ მიგორდა
ცელით ჭინჭარი მოჭრა
ბურთი რომ აეღო.

ჭინჭრის მახასიათებლების ცხრილი.
მთელ კლასთან ერთად  შევავსებ ჭინჭრის მახასიათებლების ცხრილს. 4წთ

მოსწავლეები სქემის მიხედვით ჩამოაყალიბებენ მოსაზრებებს და მე ცხრილში დავაფიქსირებ. შემდეგ ერთობლივად წაიკითხავენ.


ქვიზი 3წთ
1.რა არის ცელი?
ა) სამუშაო იარაღი
ბ) საწერი საშუალება

2.ვინ არის ჭოლა?
ა)პატარა გოგო
ბ) პატარა ბიჭი

3.რას აკეთებდა ჭოლა?
ა) ველოსიპედზე კატაობდა
ბ)ბურთს თამაშობდა

გაკვეთილის შეჯამება და შეფასება 2წთ
მოსწავლეები გაიხსენებენ  გაკვეთილზე განხორციელებულ მეთოდებსა და აქტივობებს. ისაუბრებენ რა შეისწავლეს, რა გაიგეს ახალი, რომელი აქტივობა მოეწონათ.

საშინაო დავალება-სახლში უფროსებისაგან ჩაიწერეთ თქვენთვის საყვარელი  კერძის რეცეპტი. 1წთ
შეასრულეთ ბუკში
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი
ჯგუფური
წყვილები
ინდივიდუალური
რესურსი
G_PRIDE-მხატვრული ხასიათის ტექსტი „ჭინჭარი“, სიტყვის პირამიდა, გაკვეთილზე შექმნილი სქემები-ხუთი კითხვა და ჭინჭრის მახასიათებლები, ბუკი, წინადადებების ბანქო, სიტყვის ბარათები, სამუშაო ფურცლები,  მარკერები, ქვიზი.
შეფასება
განმავითარებელი შეფასება- დიახ/არა ბარათები, დავალებები, ქვიზი;





[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.
[2] გაშიფვა – გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;  ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"