გაკვეილის ავტორი
ელისო ჯანელიძე
დამხმარე სპეცმასწავლებელი-თამრიკო ქოჩიაშვილი
სწავლების საფეხური
დაწყებითი- ІVკლ.
2 აკადემიური საათი(90 წთ)
გაკვეთილის თემა
როგორ აღმოაჩინეს ამერიკა“(„ჯეჯილიდან“)
მოსწავლეთა რაოდენობა
10,  მათ შორის ერთი სსსმ მოსწავლე

წინარე ცოდნა
ბუნება-ამერიკის აღმოჩენა.
 ქართული ენა და ლიტერატურა-რიცხვითი სახელის რაობა და სახეები-რაოდენობითი და რიგობითი.

სსსმ მოსწავლე -გაგა ღვინეფაძე
მიზნები
1.წარმოადგენენ ბუკში შესრულებულ საშინაო დავალებას;
2. წაიკითხავენ  ტექსტს  და დაამუშავებენ ინდუქციური გზით.
3. გაეცნობიან რიგობითი რიცხვითი სახელის  მართლწერის წესს.
1.ზეპირად გასცემს პასუხს   საშინაო დავალებად მიცემულ კითხვებს.
2.შეისწავლის ახალ სიტყვებს და ამოიკითხავს მათ ტექსტის შესაბამის მონაკვეთებში.

3.რიგზე გათვლისა და თვალსაჩინოების  გამოყენებით  გაეცნობა რიგობითი რიცხვითი სახელების(1-ლი, მე-2,მე-5,მე-10,მე-20) მართლწერას.
სტანდარტი
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას. 
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე შერჩეულ ნაწყვეტს ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

ქართ. IV. 6.

·         დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
·          ასახელებს მოქმედ პირებს;
·         საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;


ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

·         სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების (რიგობითი რიცხვითი სახელი)მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

·         ასოთა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს;
·         ასოების გამოყენებით  აწყობს სიტყვას ბუკში;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[1]


·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ  სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;

ქართ. IV. 3.
·         ხმამაღლა  კითხულობს ტექსტიდან  ამოკრებილ   სიტყვებს.















ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია ნაბეჭდი ტექსტიდან მარტივი სიტყვის გადაწერა.
·         დახმარებით(წერტილების დასმით) წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია. 




ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.
·         გრამატიკული ფორმების(ზოგიერთი რიგობითი რიცხვითი სახელის) მართლწერის  წესს იყენებს  წინადადების/ფრაზის აგებისას(პირველი გემი ლურჯია, მეორე გემი მწვანეა. მეხუთე გემი წითელია , მეათე გემი ) ;










აქტივობები
პირველი აქტივობა  10 წთ
საშინაო დავალების წაკითხვა ბუკში


მეორე აქტივობა 35 წთ
 ტექსტის კითხვა ნაწილ-ნაწილ.
ტექსტი დამუშავდება ინდუქციური გზით, გაანალიზდება თითოეული მონაკვეთი როგორც ლექსიკურად ,ისე შინაარსობრივად და აზრობრივად. მოხდება გეოგრაფიული ადგილების დაფიქსირება მსოფლიო ფიზიკურ რუკაზე.

ტექსტს ნაწილ -ნაწილ კითხულობენ მოსწავლეები.

პირველი მონაკვეთი-ესპანეთის მეფე ფერდინანდს მსახურებმა უცნობი მეზღვაურის წერილი გადასცეს..... მეფემ კოლუმბის სასახლეში მოყვანა ბრძანა.
რუკაზე იპოვნიან-ესპანეთს, ინდოეთს.
ისაუბრებენ რა გაიგეს  ამ მონაკვეთში. მასწავლებელი დაეხმარება კითხვების დასმით: -რატომ დაეჭვდა მეფე ,როცა კოლუმბის წერილი წაიკითხა ? რა იყო ამის მიზეზი?
მეორე მონაკვეთი-დიალოგი კოლუმბსა და მეფეს შორის.
რუკაზე იპოვნიან-იტალიას.
ახსნიან გენუას.
კითხვით -როგორ შეძლო კოლუმბმა მეფის დარწმუნება?-გააშინაარსებენ მეფისა და კოლუმბის დიალოგს.
მესამე მონკვეთი-კოლუმბი შინ ბედნიერი დაბრუნდა......მოგზაურობა მასთან ერთად გაეგრძელებინათ.
აიხსნება სიტყვა-შტორმი.
კითხვებზე პასუხით-როდის დატოვა კოლუმბმა ესპანეთი ? რამდენი გემით და რამდენი მეზღვაურით?-გააშინაარსებენ მონაკვეთს.
მეოთხე მონაკვეთი-და აი მოგზაურობის სამოცდამეცამეტე დღეს.....აზიისკენ მიმავალი გზა სწორედ ეს იყო.
იპოვიან რუკაზე კუბას, ჰაიტს, აზიას და იაპონიას.
კითხვაზე პასუხით -როგორი დახვედრა მოუწყო ესპანეთის მეფემ კოლუმბს? -გააშინაარსებენ მონაკვეთს.
მეხუთე მონაკვეთი-მაგრამ მალე კოლუმბის აღმოჩენაში ეჭვი შეიტანეს......აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ.
აიხსნება სიტყვა-ილტვოდა.
კითხვებზე პასუხით -რატომ გაასამართლეს კოლუმბი? როგორ გარდაიცვალა კოლუმბი?--გააშინაარსებენ მონაკვეთს.

მეექვსე მონაკვეთი-ერთი წლის შემდეგ ......თეთრ თოლიებს თუ „შორეულ ინდოეთს?“
იპოვიან რუკაზე-ამერიკას, კოლუმბიის შტატს, მდინარე და ქალაქ კოლუმბიას.
კითხვებზე პასუხით-ვინ მიაღწია შემდეგ ამერიკის სანაპიროებს? როგორ უკვდავყვეს კოლუმბის სახელი?-გააშინაარსებენ მონაკვეთს.



მესამე აქტივობა  10 წთ
წყვილში მუშაობა ბუკში

ამოკრებენ ტექსტიდან რიცხვით სახელებს და დააჯგუფებენ ბუკში.

მეოთხე აქტივობა 5წთ

პრეზენტაცია

წაიკითხავს ორი წყვილი, სხვები შეამოწმებენ.




მეხუთე აქტივობა 10წთ

რიცხვით სახელების მართლწერაზე დაკვირვება.

მეექვსე აქტივობა  12წთ
ინდივიდუალური

დამოუკიდებელი სამუშაო
წაიკითხავს ერთი მოსწავლე და სხვები შეამოწებენ.














მეშვიდე აქტივობა  5წთ

გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება
მოსწავლეები ისაუბრებენ რა გაიგეს ახალი ტექსტიდან ,რომელი აქტივობა მოეწონათ.მოხდება მათი შეფასება რუბრიკის მიხედვით.
მერვე აქტივობა  3წთ

საშინაო დავალების დანიშვნა-
როგორ აღმოაჩინეს ამერიკა“(„ჯეჯილიდან“)-გვ101-102-კითხვით.
საშინაო დავალება ბუკში-
ბ)შეადგინეთ ტექსტის შინაარსის გადმოსაცემი გეგმა;
1.უპასუხებს საშინაო დავალებად მიცემულ კითხვებს.


 მეორე აქტივობა 35 წთ

ახალი სიტყვების შესწავლა და ტექსტიდან ამოკითხვა.

ა) სამუშაო მასალაშიშემოხაზავს იმ ასოებს(გ, ე, ბ, ი, მ, ფ) ,რომელთა შეერთებით უნდა ამოიკითხოს ტექსტიდან სიტყვები(გემი, მეფე).
ბ) გააფერადებს გემს და ამოიკითხავს შესაბამის სიტყვას (გემი) .
გ)იპოვის ,შემოხაზავს, ამოიკითხავს სიტყვათა ჩამონათვალში სიტყვას-გემი.  
დ) ააწყობს ბუკში სიტყვას გემი.
ე) სამუშაო მასალაში დაწერს სიტყვას გემი.
ვ) ტექსტის მონაკვეთები მოერგება სსსმ მოსწავლის მიზანს-იპოვოს შესწავლილი სიტყვები და ამოიკითხოს. 
მსგავსი პრინციპით გაეცნობა სსსმ მოსწავლე და შეისწავლის სიტყვას მეფე.


















































მესამე  აქტივობა
წყვილში მუშაობა ბუკში

მეწყვილესთან ერთად  მონაწილეობას მიიღებს რიცხვითი სახელების ჩაწერაში-დაწერს ციფრებს-1,2,5,
სიტყვებში  ი, მ , ე-ასოებს.




მეოთხე აქტივობა

 დახმარებით ამოიკითხავს ციფრებს 1,2,5.


მეხუთე აქტივობა

გაიხსენებს როგორ ხდება სპორტის გაკვეთილზე რიგზე გათვლა .



მეექვსე აქტივობა
მოძრავი ასოების  და ციფრების გამოყენებით ააწყობს რიგობით რიცხვით სახელებს(1-ლი, მე-2, მე-5, მე-10) და წაიკითხავს;
გამოიყენებს შესაწვლილ რიგობით რიცხვით სახელებს და სამუშაო მასალაში იპოვის პირველ, მეორე, მეხუთე, მეათე გემებს. (პირველი გემი არის ლურჯი, მეორე გემი არის მწვანე, მეხუთე გემი არის წითელი და ა.შ.)








მეშვიდე აქტივობა

გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლის შეფასება
მოსწავლე ისაუბრებს  რა შეისწავლა, ,რომელი აქტივობა მოეწონა.მოხდება მისი შეფასება რუბრიკის მიხედვით.


მერვე აქტივობა

საშინაო დავალების დანიშვნა-შეასრულოს და განიმტკიცოს ცოდნა სამუშაო მასალის დახმარებით.


რესურსი
ბუკი
სახელმძღვანელო ქართული ენა და ლიტერატურა  -ავტ.ნ.მაღლაკელიძე;
გამომც.“მერიდიანი“ თბილისი 2011 წ. გვ.101-102-103
მსოფლიოს ფიზიკური რუკა.
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა.

ბუკი
სახელმძღვანელო ქართული ენა და ლიტერატურა  -ავტ.ნ.მაღლაკელიძე;
გამომც.“მერიდიანი“ თბილისი 2011 წ. გვ.101-102
მსოფლიოს ფიზიკური რუკა.

ინდივიდუალური სამუშაო მასალა.
ფერადი ფანქრები, პასტა.

მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი
წყვილში
ინდივიდუალური

მთელი კლასი
ინდივიდუალური
წყვილში
შეფასება
შეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკა






Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"

სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა -"შემოდგომა ბაბუა კოტესი"