ტრენინგის თვითშეფასება-წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე-ტრენერი ლილიკო გოგოლაძე
ტრენინგის პირველი დღე
16 ივნისს თერჯოლის მეორე საჯარო სკოლაში ჩაგვიტარდა
ტრენინგი თემაზე:“წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე“,ტრენერი
-შეფასების ცენტრის წარმომადგენელი ლილი გოგოლაძე, დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
პირველი აქტივობა იყო წიგნიერების შესახებ პრეზენტაცია,
ჯერ ჩვენ გამოგვათქმევინა მოსაზრებები როგორ გვესმოდა წიგნიერება,რას მოიაზრებდა ,შემდეგ
თვითონ გვესაუბრა სლაიდით.
ვნახეთ ვიდეო ფილმი და მოგვცა ჯგუფებს სამუშაო მასალიდან
სხვადასხვა დავალება:
I ჯგუფი-რას აკეთებენ ბავშვები?
2 ჯგუფი რას აკეთებს უფროსი?
3 ჯგ რა გარემოში არიან ბავშვები?
4 ჯგ რა განწყობა აქვთ ბავშვებს?
გავაკეთეთ პრეზენტაცია
ტრენერს მოეწონა ჩემი გამოცდილება, როცა ვუთხარი რომ
საკლასო გარემოს შესაცვლელად ვიყენებ ასეთ რამეს-დავსვამ წრეზე ბავშვებს ბალიშებზე,რომლებიც
თვითონ მოიტენენ და ისე ვკითხულობთ .
ასეთი პრინციპით დავამუშავეთ 4 დავალება.
საინტერესო იყო აქტივობა, რომელიც კლასის მუშაობაში
მშობელთა ჩართულობას ეხებოდა. ამ მხრივაც გავუზიარე ჩემი გამოცდილება-მშობლები ჩართულები
იყვნენ პროექტებში:“ჩვენ ვკითხულობთ ზღაპრებს“, „სუფთა და დანაგვიანებული გარემო“,
„მხიარული სტარტები“, „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“, ფილმის “ვარსკვლავები
დედამიწაზე „ განხილვა, ბუკლეტების დარიგება, პრეზენტაციების მოწყობა-მშობლის როლი
საშინაო დავალების შესრულებაში, ძალადობა, როგორ დავეხმაროთ შვილს პიროვნებად ჩამოყალიბებაში“.
შემდეგი დავალება
იყო მოგვეფიქრებინა რაიმე სახის აქტივობა რაც მშობელთა ჩართულობის გაზრდას შეუწყობდა
ხელს.
მე შევთავაზე ჯგუფის წევრებს ბუკლეტის დამზადება თემაზე
:ჩემი მშობელი წიგნიერია“. დავხაზეთ ფურცელზე ბუკლეტი, დავყავით გრაფებად , შევავსეთ
.ჩვენი ჯგუფის პრეზენტატორმა მაია გიიორგაძემ ბუკლეტში წარადგინა წარმოადგინა მიზეზები და არგუმენტები მოსწავლეებში
წიგნიერების მდგომარეობის შესახებ. შევთავაზეთ მშობლებს კონკრეტული ნაბიჯები თუ თვითონ
როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს სხვადასხვა აქტივობებით წიგნიერების დონის ამაღლებაში.
აქტუალურია და ორიგინალურიო ,ესე შეგვიფასეს.
გავეცანით მეთოდს „იდუმალი ყუთი“. ვნახეთ ვიდეო თუ როგორ
იყენებს მასწავლებელი ამ მეთოდს გაკვეთილზე, ყურადღება გავამახვილეთ გაკვეთილის რომელ
ფაზაზე და რომელ კლასში იქნებოდა მისი გამოყენება სასურველი.
ტრენერმა გაგვაცნო დიმიტრი უზნაძის მოსაზრება მოსწავლეებში
ლიტერატურული ინტერესების შესახებ. გავეცანით ასაკის მიხედვით მათ შორის განსხვავებებს, შემდეგ ისევ ვიმუშავეთ
ჯგუფებში და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შევთავაზეთ მოსწვლეებს წიგნების ჩამონათვალი,რომელიც
მათ უნდა წაიკითხონ.
ტრენერი კარგად არის მომზადებული ტრენინგისათვის. აქტივობები
არის მრავალფეროვანი და საინტერესო,პრაქტიკული,რომელსაც გამოვიყენებ კლასთან მუშაობისას.
ამასთან დავინახე რომ ჩემი მუშაობა სადამრიგებლო პროგრამის მიხედვით არის სწორი, მომეწონა
რომ მშობელთა ჩართულობის კუთხით განხორციელებული ჩემი აქტივობები, რომ დაემთხვა ტრენინგის
მასალებს.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგი დავიწყეთ კითხვის სტრატეტიების გაცნობით. გავეცანით
შემდეგ მეთოდებს-ცხელი სკამი, ორიენტირებული კითხვა და დიდი წიგნებით კითხვა. ვნახეთ
ვიდეო თუ როგორ იყენებს მასწავლებელი მეთოდს „ცხელი სკამი“გაკვეთილზე, შემდეგ ჩვენ
თვითონ წავიკითხეთ შესაბამისი ტექსტი და ჩვენი
სკოლის მასწავლებელი ლამზირა მემანიშვილი დავსვით „ცხელ სკამზე“და დავუსვით შეკითხვები.
ასევე პრაქტიკულად განვიხილეთ მეთოდი ორიენტირებული კითხვა. ლილიმ -ტრენერმა თვითონ
წაგვიკითხა ტექსტი ,ჩერდებოდა მონაკვეთებთან და ჩვენ ვავსებდით სქემას რა მოხდება,
რატომ ფიქრო ასე და სინამდვილეში რა მოხდა? ვმუშაობდით ინდივიდუალურად.
რაც შეეხება
დიდი წიგნებით კითხვას აქაც ვნახეთ ვიდეო სადაც მასწავლებელი საუბრობს როგორ შეიძლება
ამ მეთოდის გამოყენება ძირითადად პირველ და მეორე კლასებში. შემდეგ ჩვენ თვითონ დავამზადეთ
დიდი წიგნი ჯანი როდარის ტექსტის „ „ლურჯი შუქნიშანის“ მიხედვით. ჩვენმა ჯგუფმა დაამზადა ეპიზოდი ,როცა
შუქნიშნის ყველა ფერი გალურჯდა და ხალხმა აღარ იცოდა გაევლოთ თუ გაჩერებულიყვნენ. დავხატეთ
ქალაქი, კორპუსებით, გზა -ზებრა გადასასვლელით, ქუჩაში გალურჯებული შუქნიშანი, მანქანები,
ქვეითადმოსიარულე ხალხი. ერთ ფურცელზე ტექსტი დავწერეთ,რომელიც 5 ხაზზე დავატიეთ. სიტყვები
ლურჯი და წითელი მარკერის გამოყენებით დავწერეთ.
6 ჯგუფი ვიყავით და კარგი წიგნი გამოგვივიდა, როცა ლილიმ შეკრა.ტრენერი გვამარგებდა ფურცლებით, მარკერებით.
აქაც საუკეთესო იყო ჩვენი ჯგუფი. ყველა ჩემი კატედრის მასწავლებელი აქტიურობდა.
მესამე დღე. ამ დღეს რომ მივდიოდი მინდოდა ლილისთვის
მეკითხა აღწერითი ხასიათის ტექსტის ასახსნელად რომელი მეთოდი გამოვიყენოთთქო და როცა
ტრენინგი ამ მეთოდის განხილვით დაიწყო ძალიან გამიხარდა. ჩვენ ვნახეთ ვიდეო სადაც მასწავლებელი
ამ მეთოდით მუშაობას იწყებს მესამე კლასიდან ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე.
გავეცანით გრაფიკული გამომსახველობით ტექსტის დამუშავებას. გავიგე რომ სქემის შემადგენელი
კითხვები ტექსტის შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს. ტექსტისჩუმი წაკითხვის შემდეგ ბავშვები მასწავლებელთან ერთად
ავსებენ სქემას, შემდეგ კი თვითონ წერენ მარტივ დარგობრივ ტექტს,გააკეთებენ პრეზენტაციას.ძალიან
მომეწონა მეთოდი და აუცილებლად გამოვიყენებ გაკვეთილზე.
ასევე გავეცანით კუბის მეთოდის გამოყენებას, უცნობი
სიტვის ახსნის მეთოდს. შევქმენიღ ნაწარმოების მიხედვით რესურსი. ჩვენი ჯგუფის ყველას
მოეწონა.
ტრენინგი საქმიანი ,საინტერესო და ნაყოფიერი იყო.ლილიკო
პროფესიონალი ტრენერია. დიდი მოწონება დაიმსახურა მან ყველა მასწავლებლის მხრიდან.
როგორც ბოლოს აღნიშნსა თვითონაც კმაყოფილი იყო ჯგუფის მუშაობით. კარგი მასწავლებლები
ხართო. მადლობა ჩემი კათედრის წევრებს.ყველანი კარგები და მაგრები იყავით. გკოცნით
ყველას.
Комментарии
Отправить комментарий