sakonferencio tema



კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი
სახელი : ელისო
გვარი : ჯანელიძე
პირადი ნომერი: 21001026358  
სერტიფიკატის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) –––0003271
რაიონი/რეგიონი––თერჯოლა, იმერეთი
ელექტრონული მისამართი: elisojanelidze@gmail.com
ტელეფონის ნომერი: 577 652 945
სკოლა:  სსიპ დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა  
საგანი : დაწყებითი კლასის მასწავლებელი








სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

„ელისო მასწავლებელო!
      უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ ჩემში, როგორც პიროვნებამ, როგორც ადამიანმა და როგორც პედაგოგმა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი სასწავლო წლის პირველი დღეებით. მიხარია , რომ ჩემს შვილს ასეთი მასწავლებელი შეხვდა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. გიორგი განსხვავდება ამხანაგებისაგან თავისი პრობლემებით. მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მე თვალს გადევნებდით ამ დღეებში და დიდი იმედი მაქვს, რომ გრიგოლი გარიყული არ აღმოჩნდება კლასში....“
   ეს არის ამონარიდი ჩემი მოსწავლის გრიგოლ გიორგაძის დედის ირმა გვიშიანის წერილიდან . გიო ახლა მერვე კლასსი სწავლობს.
      რვა წლის წინ სკოლების ოპტიმიზაციის გამო მუშაობა გავაგრძელე ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის I კლასის მასწვლებლად. სპონტანურად აღმოვჩნდი უცხო მშობლების , მოსწავლეების და კოლექტივის წინაშე. პრობლემა პირველასავე გაკვეთილზე შემექმნა. ბავშვებს ვთხოვე წრის შეკვრა , რათა ერთმანეთი გაგვეცნო. რამოდენიმე მოსწავლე წრის გარეთ აღმოჩნდა. ამხანაგებმა არ ისურვეს მათთვის ხელის ჩაკიდება. იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი ტერმინი ინკლუზიური განათლება, სსსმ მოსწვლე, მაგრამ ის კი კარგად მქონდა გააზრებული, რომ ყველა ბავშვი უნდა ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში.
      გადავწყვიტე დახმარება მშობლებისათვის მეთხოვა. მეორე დღეს მშობელთა კრება წინა დღეს მომხდარი ინციდენტის გახსენებით დავიწყე. აქვე გავაცანი განათლებისა და ბავშვთა კონვენციის ის მუხლები, რომლებიც ყველა ბავშვს სკოლაში თანატოლებთან სწავლის უფლებას ანიჭებს. შემდეგ ვთხოვე წერილობით დაეხასიათებინათ საკუთარი შვილები, რათა შემძლებოდა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე დამეგეგმა გაკვეთილები და ჩამერთო ისინი სხვადასხვა აქტივობებში.
    ასე გავიგე,რომ ნიკოლოზი( დიაგნოზი ცერებრალური დამბლა) დანაწევრებულად წარმოთქვამს ბგერებს და საუბრისას სჭირდება დიდი დრო, გრიგოლს  ( დიაგნოზი–ნეიროსენსორული სმენა–ჩლუნგობა) მკაფიოდ უნდა მიაწოდო სიტყვები, რათა ტუჩებზე დაკვირვებით აღიქვას ნათქვამი.
     მაშინ კარგად არ მქონდა გაცნობიერებული , მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ჩემი მიზანი გახდა: ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და განვითარების ხელშეწყობა.
    შშ და სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის წარმატების მთავარი საწინდარი მათი ნდობის , სიყვარულის და პატივისცემის მოპოვებაა. ნიკამ, გიომ, გაგამ...მასწვლებლების, თანატოლების, საზოგადოების მზერაში, ქცევაში, საუბარში..... და სხვა ურთიერთობებში უნდა გრძნობდეს ,რომ ეს სამყარო ყველასია.
      მალე კედელზე პირველი რესურსი გაჩნდა წარწერებით და მოსწავლეთა დახატულ ხელებში ჩაკრული ფოტოებით: ეს ჩვენი კლასია, ჩენ ამხანაგები ვართ,ჩვენ ერთად ვსწავლობთ.
       მასწავლებელი უნდა ეცადოს აღმოაჩინოს და წინა პლანზე წამოწიოს ის უნარი, რაც ამ ბავშვებს კარგად გამოსდით.
       ნიკოლოზს შევუმცირე წერითი დავალებები, რომლებშიც ძირითადად ბავშვის მონდომებას, სისტემატიურობას და დავალების სისწორეს ვაფასებდი. არ შემიზღუდია მისი სურვილი მარცხენა ხელით  წერისა. განათლების ფსიქოლოგის ქეთი მაკლეინის დახმარებით შევურჩიე არასტანდარტული ზომის ფანქარი და საწერი კალმის გასქელებული ტარი . საგაკვეთილო მასალის გამოკითხვისას ვიყენებდი ტექსტის შინაარის შემოკლებულ თხრობას , კითხვებზე მარტივი (და არა სრული )პასუხების გაცემას, ვუდგენდი ტესტს , რომელშიც შედიოდა რუბრიკები: შემოხაზე სწორი პასუხი, დააკავშირე ხაზებით, შეავსე გამოტოვებული ადგილი. ნიკასთან დამატებით ვმუშაობდი საკლასო დავალებების დასასრულებლად რესურს ოთახში. მათემატიკის გაკვეთილზე რიცხვებზე ოპერაციების შესასრულებლად  დიდი ზომის კალკულატორის გამოყენების საშუალება მივეცი. აღმოვაჩინე ,რომ სიმღერის დროს ნაკლებად ჩანდა მისი პრობლემა, პირიქით უფრო გამართულად წარმოთქვამდა სიტყვებს. საუბრისას ყოველთვის ინტერესით ვუსმენდი , თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, ღიმილითა და მიმიკით ვამხნევებდი. ძალიან სიამოვნებდა თავზე ხელის გადასმა, მშვიდდებოდა და მეტყველება უფრო გასაგები ხდებოდა.
      გრიგოლის ძლიერი მხარე ხატვა აღმოჩნდა. ვთხოვდი საგაკვეთილო პროცესში დახმარებას. ისიც დიდი ენთუზიაზმით ასწავლიდა ბავშვებს ფერების შეხამებას, ნახატის ამა თუ იმ დეტალის სწორად მოხაზვას . ამით ვცდილობდი ბავშვებს მისი ხატვის ნიჭი დაენახათ და გრიგოლისადმი პოზიტიურად განწყობილიყვნენ. მაშინ , როცა წლის დასაწყისში მოსწავლეთა უმრავლესობა წუწუნებდა ვერ ვხატავთო, წლის ბოლოს საკლასო გამოფენა გავაკეთეთ. პრეზენტაციის დროს ყველა მადლობას უხდიდა გრიგოლს დახმარებისათვის.ამით მინდოდა საზოგადოებას დაენახა ,რომ სსსმ მოსწავლეს თვითონ შეუძლია სხვების დახმარება. ამიტომ უნდა სწავლობდეს ისინი თანატოლებთან ერთად და არა სპეციალურ სკოლაში.
       გრიგოლის დედის სურვილი იყო ,რომ მას არა ჟესტების ენით ,არამედ ვერბალური უნარიც გამოემუშავებინა. გადავწყვიტე  ტექსტის გამარტივება წაკითხულის გასააზრებლად და გასაგებად .რესურს ოთახში სამუშაო რვეულში დამრცვლით ვუწერდი ტექსტის შინაარსს. უცნობი სიტყვების ასახსნელად ვიყენებდი ნახატებს, სურათებს, ვახდენდი რეალური საგნების და მოქმედებების ჩვენებას. იმის გასარკვევად თუ რამდენად გაიგო ტექსტი, მასაც ვუდგენდი ტესტს–შემოხაზე სწორი პასუხი, დაასრულე ..., დააკავშირე ხაზებით. გაკვეთილზე გადმოსცემდა შინაარსს, შემდეგ დაწერდა სამუშაო რვეულში, პოულობდა შეცდომებს (ძირითადად გრამატიკულს), ასწორებდა. ამ დროს მე სხვა ბავშვებთან ვაგრძელებდი მუშაობას.ასეთი ინდივიდუალური მიდგომით მან შეძლო ლექსიკური მარაგის გამდიდრება და მეტყველების დახვეწა.
      სიმღერის დროს მე ფორტეპიანოზე ვუკრავდი, გრიგოლი ჩემს წინ იდგა და ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით კლასელებთან ერთად მღეროდა.
        ორივე მოსწავლის შესაფასებლად დადებითი განმტკიცების სხვადასხვა ფორმებს (სიტყვიერი კომენტარი, შექება, ტაში, ნახატები,) ვიყენებდი,თუმცა მაშინ ეს ტერმინი არ ვიცოდი. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად შემოვიღე კლასში“  წარმატების კუპონი“, რომლის მოპოვება გრიგოლმა და ნიკოლოზმა დამოუკიდებლად შეძლეს.
      სსსმ მოსწავლეებთან მუშაობაში ამერიკელი ქალბატონი განათლების ფსიქოლოგი ქეთი მაკლეინი და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკი“(მენეჯერი:რ. ჩინჩალაძე)ჩაერთო. მან შეაფასა ჩემი მუშაობა, შემდეგ ტრენინგზე მიმიწვია და მალე ჩვენი სკოლა  მისი პროექტის აქტიური მონაწილე გახდა. პირველ რიგში შევადგინეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმები და სსსმ მოსწავლეებთან მუშაობამ უფრო ორგანიზებული სახე მიიღო. დავისახეთ მიზნები, რომელთა შესრულებას მონიტორინგს უწევდა ქალბატონი ქეთი.ინდივიდუალური გეგმა დაეხმარა ნიკას და გრიგოლს წარმატებულ მოსწავლეთა დაფაზე მოხვედრილიყვნენ. ორგანიზაცია „ მაკის“ დახმარებით და დირექციის (გიორგი ქასრაშვილი) საჭირო ინვენტარით (ადაპტირებული მერხები, კარადები, მაგნიტური დაფები და სხვა მრავალფეროვანი კონკრეტულ მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო მასალა) აღვჭურვეთ რესურს ოთახი, სკოლის შესასვლელში  ეტლით მოსიარულეთათვის გაკეთდა პანდუსი . სსსმ მოსწავლეთა მშობლების თხოვნით პროექტის ფარგლებში შშ მოსწავლეებმა ადგილზე გაიარეს ლოგოპედისა და ფიზიოთერაპევტის რამოდენიმე კურსი.
     10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ჩავატარე სარაიონო საჩვენებელი გაკვეთილი მათემატიკაში. ამერიკელმა ქალბატონმა ქეითმა მთელი გუნდი გააერთიანა სოფელ ზედა სიმონეთის მოსწავლეების დასახმარებლად.რისთვისაც მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მას.
         სსსმ და შშ მოსწავლეებს მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ ღონისძიებებში და პროექტებში. მასწავლებელ ნანა მინდიაშვილთან ერთად დავგეგმე პროექტი „მხიარული სტარტები“.ჩვენ წინასწარ მოვიფიქრეთ თამაშები, რადგან მასში ნიკოლოზის, გრიგოლის და მისი ამხანაგების გარდა ეტლით მოსიარულე თამარიც მონაწილეობდა კლასელებთან ერთად. პროექტში ჩავრთე სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა, რომლებმაც შექმნეს გულშემატკივართა კლუბი, ემბლემები და პლაკატები. დიდი იყო დამსწრე საზოგადოების ინტერესი. მართლაც მხიარული სტარტები გამოვიდა. ძნელი იყო გაგერჩია რომელი იყო განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლე, რადგან ყველა გუნდის გამარჯვებისთვის იბრძოდა. მონაწილეები  დავაჯილდოვეთ თოჯინების თეატრის ბილეთებით და სიგელებით. შთაბეჭდილებათა რვეულში უამრავმა ადამიანმა პოზიტიური შეფასება მისცა პროექტს. დავბედეჭდეთ სტატია სარაიონო გაზეთში „თერჯოლა“.
    გრიგოლმა თანაკლასელ ნინო გიორგაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სარაიონო კონკურსში „იყო და არა იყო რა “. ნინომ ზღაპარი დახატა ,გრიგოლმა კი ნახატებით გააფორმა. ბავშვებმა მეორე ადგილი აიღეს. ჟიურმა დადებითად შეაფასა გრიგოლის ჩართულობა.
       დიდი ხანია ვთანამშრომლობ თერჯოლის მოსწავლე –ახალგაზრდობის სახლთან( ხელ–ი: რ.კოვზირიძე).  2010 წელს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „პინის“–დაფინანსებით მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ბავშვთა უფლებების კლუბის ხელმძღვანელმა: ნათია გამყრელიძემ გააკეთა პროექტი „მზიანი დღეები“. პრეზენტაციის დღეს გრიგოლმა და მისმა დამ ლექსები წაიკითხეს, ინსცენირება წარმოადგინეს. ნიკოლოზმა და გრიგოლმა ნახატების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ისინი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
       ქალბატონმა ქეითმა ერთხელ სტუმრები მოიყვანა. ერთმა იაპონელმა ქალბატონმა მკითხა: რატომ აკეთებთ ამას? მე ვუპასუხე: ეს ბავშვები ჩვენი სოფლის მოსწავლეები არიან და ჩვენი მოვალეობაა მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და განვითარება.“
ისევ ირმა გვიშიანის სიტყვებით მინდა დავასრულო ჩემი საკონფერენციო თემა: „..მე იმედი მაქვს თქვენი ელისო მასწავლებელო! იმედი მაქვს ოთხი წლის შემდეგაც ასე კმაყოფილი დაგტოვებთ,როგორი კმაყოფილიც ამ დღეებში ვარ“.
        ირმა გვიშიანის მსგავსი დედები ჩვენს ირგვლივ უამრავია. მათ გულისხმიერი, ყურადღებიანი და გულწრფელი მასწავლებლების, მშობლების, თემის...იმედი აქვთ. თუ გავერთიანდებით და პრობლემებს თანამშრომლობით ერთად გადავწყვეტთ ,ხელს შევუწყობთ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების შენებას.



          

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"