სუფთა და დანაგვიანებული გარემო
გაკვეთილის თემა
|
სუფთა
და დანაგვიანებული გარემო
|
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
ІІІა კლასი , ბუნება
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
1.გააცნობიერებენ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეულ
საფრთხეს
2.გამოუმუშავდებათ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
·
ბუნ.III.11.
·
იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის
ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
·
განასხვავებს გარემოსათვის
ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
|
თანმიმდევრობა
|
Iაქტივობა
8წთ
სლაიდი პროექტორის
დახმარებით (იხ.პრეზენტაცია სუფთა და დანაგვიანებული
გარემო)
მთელი კლასი
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს სურათების და
კითხვების მიხედვით.
1.დააკვირდით
ბუნების ამ სურათს? რით არის ის ლამაზი და მიმზიდველი?
(სუფთა
გარემოა, ლამაზია აყვავილებული ხეების ხეივანი.)
2.მოგწონთ
ადგილი სადაც ეს ადამიანები დგანან? რატომ?
(არ მომწონს. აქ ნაგავია და უსუფთაობა.)
3.აქ რომ ბავშვები იყვნენ რას გააკეთებენ ისინი?
(ალბათ თამაშს დაიწყებენ, ხელს მოკიდებენ ნაგავს , პირში ჩაიდებენ
შემდეგ ხელს და მოიწამლებიან).
4.ექსკურიის დროს სად ყრით
ნაგავს?
(ცელოფნის პარკში).
5.როგორ უნდა მოიქცე რომ
შენი სოფელი არ დაანაგვიანო?
(არ უნდა დავყაროთ ნაგავი .)
II
აქტივობა ტექსტის დამუშავება 10 წთ
მეთოდით -არეული თანმიმდევრობა
ჯგუფში
კლასს დავყოფ სამ ჯგუფად, დავურიგებ წინასწარ
მომზადებულ ფურცლებს , რომელზეც საგაკვეთილო ტექსტის თითო წინდადადება იქნება დაწერილი. ჯგუფებს
დავავალებ წაიკითხონ და სწორი თანმიმდევრობით დაალაგონ ფურცლებზე დაწერილი წინადადებები.
სუფთა და დანაგვიანებული გარემო
І ჯგუფის დავალება
სუფთა ბუნება მშვენიერი სანახავია ,თუმცა
ადამიანი ხშირად ანაგვიანებს მას.
რით
შეიძლება დანაგვიანდეს ბუნება? ადამიანი ყრის იმას , რაც აღარ სჭირდება. ესაა:
ბოთლები, ქილები, პარკები, კოლოფები, სიგარეტის ნამწვები, ქაღალდები, საჭმლის
ნარჩენები და მრავალი სხვა.
ІІ
ჯგუფის დავალება
ეს ნარჩენები ანუ ნაგავია.დანაგვიანებული ადგილი
არასასიამოვნო სანახავია და ამავე დროს ჯანმრთელობისთვის მავნებელია.ნაგავი
ლპება და ცუდ სუნს აყენებს.
ІІІ ჯგუფის
დავალება
ნაგავს
ვირთაგვები და ბუზები ეტანებიან.ისინი სწრაფად მრავლდებიან და სხვადსხვა საშიშ
დაავადებას ავრცელებენ.
ცოცხალი
არსებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა დაბინძურებული წყალი.
III
აქტივობა პრეზენტაცია 5წთ
ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ საკუთარ ვარიანტს.
IV
აქტივობა ტექსტის კითხვა და დამუშავება 10წთ
მთელი
კლასი
მე
თვითონ წავუკითხავ მთლიან ტექსტს სახელმძღვანელოდან. მოსწავლეები შეადარებენ,
საჭიროების შემთხვევაში გაასწორებენ. აქვე ვთხოვ დაასახელონ ის სიტყვა ან
წინადადება , რომელიც მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა. კითხულობენ გაგრძელებით.
V
აქტივობა ბუკში მუშაობა 8წთ
ინდივიდუალური
ამოარჩიე ნაგავი და ჩაწერე წრეებში:
ადამიანი, ნაყინის
ქაღალდი, დათვი, გამონაბოლქვი, კონსერვის ქილა, მელა, მკვდარი თაგვი, ცელოფნის პარკები,
შუშის ნამსხვრევები;
VI
აქტივობა საკლასო ოთახის დასუფთავება ნარჩენებისაგან 2წთ
მთელი
კლასი
ბავშვებს დავურიგებ ხელთათმანებს და აკრებენ ნარჩენებს საკლასო ოთახსში. ჩაყრიან სანაგვე
ყუთში.
დასრულებისას ხელთათმანებს ავკრებ და შევინახავ.
ჩემი დახმარებით ნაგვის ყუთთან გააკრავენ
წარწერას:
„
თუ ბიჭი ხარ მაგარი,
აქ
ჩაყარე ნაგავი.“
VII
აქტივობა გაკვეთილის შეჯამება 2წთ
მთელი კლასი
ბავშვებს ვთხოვ გაიხსენონ რა გაიგეს ახალი, რომელი
აქტივობა მოეწონათ.
დაინიშნავენ გაკვეთილს-სუფთა და დანაგვიანებული გარემო თხრობით გვ.144-145
დავალება
მოსწავლის რვეულში გვ.72
|
შეფასება
|
სიტყვიერი კომენტარით
შევაფასებ ბუკში მუშაობას. საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, ჯგუფებში
თანამშრომლობას, პრეზენტაციას, გამოვავლენ საუკეთესო ჯგუფს.
|
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
სამუშაო ფურცლები, წებო, ბუკი, პროექტორი,
ბუნების სახელმძღვანელო -ავტ.მ. ბლიაძე გამომცემლობა-„ბაკურ
სულაკაური“. (იხილეთ გაკვეთილის ფოტოები) პროგრამები: vordi, pover pointi; ინტერნეტ საიტი: www.google.ge , |
Комментарии
Отправить комментарий