ბუნება -ორგანიზმების კვება

გაკვეთილის თემა
ორგანიზმების კვება
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება 
ІІІ კლასი, ბუნება
მოსწავლეთა რაოდენობა 
12
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები 
1.შეძლებენ  საკვების მიხედვით ცხოველების განაწილებას
2.შეადგენენ მარტივ  კვების ჯაჭვს
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბუნ.III.1.მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითად გამოვლინებებ.

·          ირჩევს ობიექტებს სასიცოცხლო გამოვლინებებზე (მოძრაობა, კვება, სუნთქვა, ზრდა და გამრავლება) დასაკვირვებლად და სვამს კითხვებს (მაგ., რით იკვებება ძროხა, როგორ მოძრაობს თევზი, ფრინველი);
·          აჯგუფებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს და განმარტავს დაჯგუფების პრინციპს;
 თანმიმდევრობა
І აქტივობა  3წთ
ანიმაციური ფილმი „რამ  შეჭამა  ვენახი?“
ვაჩვენებ მოსწავლეებს ნახატ -მუსიკალურ ფილმს „რამ შეჭამა ვენახი?“( იხ.  „რამ შეჭამა ვენახი?“)
ІІ აქტივობა   7წთ
  კითხვა -პასუხი სლაიდით(იხ. ცხოველები)
ფილმიდან გამომდინარე უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:
1.რა არის ვენახი?  მცენარე
2.რამ შეჭამა ვენახი? თხამ
3.თხა როგორი ცხოველი ყოფილა? მცენარისმჭამელი
4. კიდე რომელი მცენარისმჭამელი ცხოველები იცით? ( ირემი, ჟირაფი, შველი...)
5. თხა რამ შეჭამა? მგელმა.
6. რითი იკვებება მგელი? ხორცით
7. მაშასადმე ,როგორი ცხოველი ყოფილა მგელი? ხორცისმჭამელი
8. კიდე რომელი ხორცისმჭამელი ცხოველები იცით? ტურა, ლომი, ვეფხვი, დათვი,მელა
9. როგორ ფიქრობ დათვი მარტო ხორცით იკვებება? არა, ის მცენარეებსაც  ჭამს (პანტას, ვაშლს, მაყვალს....)

დიახ ბავშვებო, ისეთ ცხოველს, რომელიც მცენარესაც ჭამს და სხვა ცხოველებსაც, ნაირმჭამელები ეწოდებათ.  ასეთია მელაც (განმარტავს მასწავლებელი)



ІІІ აქტივობა 8 წთ
  ტექსტის დამუშავება- მთელი კლასი

ტექსტის კითხვა და გაუგებარი სიტყვების ახსნა

ІV აქტივობა  სავარჯიშოებზე მუშაობა ბუკებში (ჯგუფური) 7წთ
І ჯგუფი
ამოკრიბე და ცხრილში ჩაწერე   მცენარისმჭამელი ცხოველები
ІІ ჯგუფი
ამოკრიბე და ცხრილში ჩაწერე   ხორცისმჭამელი ცხოვლები ( იხ.ცხრილის შევსება)



V პრეზენტაცია   5წთ
ბუკით გააკეთებს პრეზენტაციას ჯგუფის ლიდერი.

 აქტივობა კვებითი ჯაჭვი  7წთ
მოიფიქრე და დაუკავშირე ერთმანეთს ქვემოთ მოცემული სურათები (იხ. კვებითი ჯაჭვი)

VІІ აქტივობა პრეზენტაცია 5წთ

  რამოდენიმე მოსწავლე წაიკითხავს ნამუშევარს , სხვები შეამოწმებენ


VIІІ აქტივობა  გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების დანიშვნა3 წთ

მოსწავლეები ისაუბრებენ რომელი აქტივობა იყო მათთვის საინტერესო, რა გაიგეს ახალი.
ორგანიზმების კვება - თხრობით
საშინაო დავალება - იხ. საშინაო დავალება ბუნებაში
 შეფასება
იხ.შეფასების რუბრიკა 2
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
ბუკი,  ბუნების სახელმძღვანელო ІІІ კლ. ავტორი ;გ.კვანტალიანი (გამომცემლობა “ბაკურ სულაკაური“)
Vordi, pover pointi.
www.google.ge



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"