გაკვეთილის გეგმა "ღრუბელი"


გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ავტორი: ელისო ჯანელიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: I I
თემა: სიჯიუტე
დრო: 90 წთ.
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები( ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები);
·         კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით ( პლაკატი-დაუსვი კითხვის დროს შენს თავს შეკითხვები“,  „შემაჯამებელი ვარსკვლავი“, „ვიღაცას/არ უნდოდა/ მაგრამ/ საბოლოოდ“) შეძლებენ ტექსტის გაგება-გააზრებას;
·         დამხმარე სქემების გამოყენებით („სიტყვის /ცნების რუკა“, „სიტყვის პირამიდა“) გაომდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
·         გააცნობიერებენ , რამ შეიძლება უარყოფითი თვისება შეცვალოს დადებითით;
·         გაუჩნდებათ გაჭირვებაში ჩავრდნილი მეგობრისადმი დახმარების სურვილი;
ეროვნულლი სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:

მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;

მოსწავლეები მუშაობენ  ჯგუფებში .


გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
1.არეული სიტყვებით ანდაზის გამთლიანება;
2.გამოკითხვა-ეთანხმები თუ არა ანდაზაში გამოთქმულ მოსაზრებას;
3.სიტყვის პირამიდა;
4.სიტყვის/ცნების რუკა;
5.დაუსვი შენს თავს კითხვის დროს შეკითხვები;
6.დიახ/არა ბართები;
7.ვიღაცას/არ უნდოდა/მაგრამ/საბოლოოდ
8.შემაჯამებლი ვარსკვლავი
9.პერსონაჟის აღწერის რუკა
10. ხუთსტრიქონიანი ლექსი
სასწავლო მასალა და რესურსები:
ლელა ცუცქირიძის „ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“ , G-pried-ის საკითხავი წიგნი;
http://kids.ge/coloring-list
ფორმატის ფურცელი;
სამუშაო ფურცლები, მარკერები;
ბუკი.
პლაკატი-დაუსვი კითხვის დროს შენს თავს შეკითხვები;

გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა- წაკითხვამდე
არეული სიტყვებით ანდაზის მიღება 3 წთ
კლასს დავყოფ სამ ჯგუფად , თითოეულ მათგანს დავურიგებ სიტყვის ბარათებს, რომელთა გამთლიანებით უნდა მიიღონ ანდაზა (ჯიუტი თხების მორჯულებას, მხოლოდ მდინარე შეძლებსო).
ჯგუფის ერთი წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას-2წთ
გამოკითხვა-5 წთ
ანდაზის ირგვლივ მთელ კლასთან ჩავატარებ გამოკითხვას(დიახ/არა): ეთანხმებით თუ არა ანდაზაში გამოთქმულ მოსაზრებას.
მოსწავლეთა მოსაზრებებს დავაფიქსირებ დაფაზე.
ლექსიკური მუშაობა 7წთ
სიტყვის პირამიდა და სიტყვის /ცნების რუკა -5წთ
 სიტყვის პირამიდაზე  (დაიბუხუნა, ჯიუტი, ) იმუშავებენ  ჯგუფებში.
სიტყვის /ცნების რუკას სიტყვაზე წიწკანა შევავსებ მთელ კლასთან ერთად.
მოლოდინების რუკა-3წთ
შესრულებული აქტივობების საუძველზე მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან მოლოდინებsაზე იქნება მოთხრობაში საუბარი? როგორი ხასიათის იქნება ნაწარმოები? ვინ იქნებიან მთავარი გმირები? რას გააკეთებენ ისინი? სად განვითარდება მოქმედებები?

პლაკატი-„კითხვის დროს დაუსვი სენს თავს შეკითხვები“—5წთ
მოსწავლეებს წარვუდგენ ლელა ცუცქირიძის მოთხრობას „ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“. გავაცნობ გაკვეთილის მიზანს. ვაჩვენებ პლაკატს „კითხვის დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვები“,ავუხსნი ,რომ მისი მიხედვით მოხდება  ტექსტის დამუშავება. გავაცნობ პლაკატის სტრუქტურას, გადავუგზავნი  ბუკებში წასაკითხად  მოთხრობას.
საჩვენებელი კითხვა 2 წთ
პირველ აბზაცს წავუკითხავ საჩვენებელი კითხვით. 

II ფაზა-კითხვის დროს 1 0 წთ

ტექსტს მთელი კლასი კითხულობს გაგრძელებით ბუკებში. პლაკატის სტრუქტურიდან გამომდინარე მოხდება წყვეტა შესაბამის ადგილებზე და დისკუსიის წარმართვა კითხვების მიხედვით.
ΙΙΙ ფაზა-კითხვის შემდეგ 
დიახ/არა ბარათები;
იყო ერთი ჯიუტი ღრუბელი-დიახ;
ხანდახან არწივი ესტუმრებოდა ხოლმე-არა;
უკვე დიდი ღრუბელი ხარ, დროა შენს საქმეს აკეთებდე -უთხრა მამამ-არა;
ის ბაღი, სადაც წიწკანა ცხოვრობს  შენი მოსავლელია-უთხრა მამამ-დიახ;
ერთხელ დედა და მამააფრიკაში წავიდნენ-არა;
ბარში ყვავილები დამჭკნარიყო-დიახ;
ჩიტი მიწაზე იწვა და თვალები დაეხუჭა-დიახ;
თოვლი მოდის, თოვლი მოდის-გაისმა აქეთ იქიდან-არა;
პატარა ღრუბელი იდგა და ტიროდა-დიახ;







ვიღაცას /არ უნდოდა/მაგრამ /საბოლოოდ
მთელ კლასთან ერთად შევავსებ სქემას:
ვიღაცას
არ უნდოდა
მაგრამ
საბოლოოდ
პატარა ღრუბელს
გაწვიმება
მეგობრის -წიწკანას გადასარჩენად
ატირდა და წვიმა წამოვიდა.


შემაჯამებელი ვარსკვლავი
მთელ კასთან ერთად შევავსებ შემაჯამებელი ვარსკვლავის სქემას. ყურადღებას გავამახვილებ სქემის შემადგენელ კომპონენტზებზე
1 სიტყვით სათაური
2 სიტყვით რა იგრძენი  
3 სიტყვით გარემოებები
4 სიტყვით პრობლემა
5 სიტყვით -პრობლემის გადაწყვეტა

პერსონაჟის აღწერის რუკა
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები შეავსებენ სქემას
რას ამბობს და ფიქრობს პერსონაჟი?
როგორ გამოიყურება პერსონაჟი?
რას აკეთებს პერსონაჟი?




ჯგუფები შეავსებენ სქემას და გააკეთებენ პრეზენტაციას.  

ხუთსტრიქონიანი ლექსი
კლასს დავყოფ ორ ჯგუფად, ისინი იმუშავებენ ხუთსტრიქონიანი ლექსის შექმნაზე. მე კითხვების საშუალებით დავეხმარები .




გამოკითხვის შედეგების განხილვა -საკლასო დისკუსია
მოსწავლეებს შევახსენებ გაკვეთილის დასაწყისში ანდაზის ირგვლივ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, ვთხოვ გაიხსენონ რა დაეხმარა ღრუბელს სიჯიუტის დაძლევაში, შეადარონ და გააკეთონ დასკვნა რამდენად სწორი იყო გაკვეთილის დასაწყისში ანდაზის მიხედვით მათი  გაკეთებული არჩევანი.


მოთხრობის დასურათება ეპიზოდების მიხედვით
წყვილები დახატავენ  მოთხრობის ეპიზოდებს შემდეგი თანმიმდევრობით:
პირველი წყვილი-ღრუბლისა და წიწკანას თამაში;
მეორე წყვილი-პატარა ღრუბელი და მშობლები;
მესამე წყვილი-მარტო დარჩენილი ღრუბელი მეგობრის საძებნელად მიდის;
მეოთხე წყვილი-მოწყენილი ბაღი;
მეხუთე წყვილი-შეწუხებული წიწკანა;
მეექვსე წყვილი-პატარა ღრუბლის გაწვიმება და ბაღის გაცოცხლება;

პრეზენტაცია
წყვილების მიერ წარმოდეგნილი ნამუშევრებით გამთლიანდება მოთხრობა.
საშინაო დავალება 1წთ
გააგერძელეთ მოთხრობა;

შეფასება















დანართი 1.






















დანართი2.

რა აცვიათ?-მე ვფიქრობ
გოგო
ბიჭი
ბაჭია
ზღარბი
კუ
ხოჭო
თევზი
მამალი
ღორი
მარტორქა
ვაცი














დანართი 3.
.



დანართი 4.
დანართი 5.














დანართი 6.

რა აცვიათ?-ტექსტი ამბობს
გოგო(ფაცია)
ბიჭი(ნოდარიკო)
ბაჭია
ზღარბი
კუ
ხოჭო
თევზი
მამალი
ღორი
მარტორქა
ვაცი






















დანართი 7.






Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტექსტი"ჩემი სოფელი"ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის გეგმა-იაკობ გოგებაშვილის "ჩემი სოფელი"